სოციალური მეცნიერებები



სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების სწავლების (Liberal Arts Education) პრინციპებს, რაც გულისხმობს ზოგადიდან კონკრეტულისკენ სვლას და სხვადასხვა დისციპლინის ერთიან კონტექსტში გააზრებას. სოციალური მეცნიერებების პირველ მეორე კურსზე სოციალური მეცნიერებების ძირითადი დარგების შესწავლა ხდება, ხოლო მესამე კურსიდან სტუდენტი, სამი მაინორიდან ირჩევს ერთ-ერთს, რომლის ფარგლებში სიღრმისეულად შეისწავლის კონკრეტულ სპეციალობას.

პროგრამა ისეა აგებული, რომ სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პიროვნულ ზრდასა და ინდივიდუალური უნარების გამოვლენა/განვითარების ხელშეწყობაზე.

რას ვისწავლი?

სწავლება ოთხწლიანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

პირველ ეტაპზე მიიღებ საბაზისო ცოდნას სოციალური მეცნიერებების ძირითადი მიმართულების შესახებ. მსოფლიო სულიერ, მხატვრულ, ფილოსოფიურ და სამეცნიერო მემკვიდრეობასთან, სამოქალაქო შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებების და ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებთან ერთად, გაეცნობი ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის და სხვა სოციალური მეცნიერებების საფუძვლებს.  ინტენსიურად შეისწავლი ინგლისურ ენას, განავითარებ კომუნიკაციური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარებს და გაეცნობი კვლევის თანამედროვე სტანდარტებს.

სწავლების მესამე წლიდან, პროგრამა ითვალისწინებს დამატებითი სპეციალობის (მაინორი) არჩევას:

1. საჯარო მმართველობის მაინორის არჩევის შემთხვევაში - გაეცნობი საჯარო მმართველობის ძირითად პრინციპებს, მენეჯმენტს, როგორც ორგანიზაციული გარემოსა და მის შიდა ფაქტორებს, ასევე ადამიანური რესურსების მართვას. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, შექმნი საჯარო პოლიტიკის დოკუმენტს. გაეცნობი როგორც ლიდერობის თეორიებს, ასევე წარმატებული ლიდერისთვის საჭირო უნარებს.

2. საერთაშორისო ურთიერთობების მაინორის არჩევის შემთხვევაში - ისწავლი მსოფლიო პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებს, საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ცნებებს. კურსის განმავლობაში გაეცნობი ევროინტეგრაციის პროცესებს, საერთაშორიო ორგანიზაციების როლსა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას, საქართველოს სამეზობლო გეოპოლიტიკას და სხვა რეგიონალური მოთამაშეების როლს. ასევე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკას.

3. სოციოლოგიის მაინორის არჩევის შემთხვევაში - გაეცნობი როგორც კლასიკურ ისე თანამედროვე სოციოლოგიურ თეორიებს. პროგრამის ფარგლებში მიიღებ სოციოლოგიურ ცოდნას სხვადასხვა დარგში: განათლება, შრომა, ურბანისტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, პოლიტიკა და გენდერი.

ვინ ვიქნები?

სწავლის დასრულების შემდეგ, ხარისხი გაიცემა სოციალური მეცნიერებების კვალიფიკაციით, შესაბამისი მაინორის მითითებით.

დასაქმდები კერძო, ასევე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში - ყველგან, სადაც არის მოთხოვნა კვალიფიცირებულ სპეციალისტზე, რომელიც საფუძვლიანად ფლობს ცოდნას საზოგადოების - მისი მცირე და დიდი ჯგუფების - თავისებურებებისა და დინამიკის შესახებ.


პროგრამის კურიკულუმი

მისაღები ადგილების რაოდენობა: 40

პროგრამის კოდი აბიტურიენტთა ცნობარში: 1530107

სწავლების ენა: ქართული

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:

1. ქართული ენა და ლიტერატურა

2. ინგლისური ენა 

3. ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ისტორია, მათემატიკა ან გეოგრაფია

*ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის

საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი:

  • რომელსაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი
  • რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები

პირველკურსელთა რეგისტრაცია:

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა იწარმოებს ელექტრონულად: https://portal.gipa.ge/bachelor

1. რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი.
  • 1 ფოტოსურათი, ზომით ¾
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
  • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს

2. ხელშეკრულების გაფორმება:

მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებების სკოლაში (თბილისი, ვახტანგ გორგასლის 101)

*  იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია)

პროგრამის წლიური ღირებულება: 4200 ლარი

საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა: 

 I სასწავლო წელს:

  • 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 70%-იანი ან 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, GIPA-ს 1000 ლარიანი ფასდაკლება 

II სასწავლო წელს:

სტუდენტები, რომელთა GPA იქნება 3,5 და მეტი, მომავალ სემესტრში ისარგებლებენ 1000 ლარამდე ფასდაკლებით (რეიტინგის შესაბამისად):

- 1000 ლარი
- 900 ლარი
- 800 ლარი
- 700 ლარი
- 600 ლარი

სტუდენტებს, რომელთა GPA იქნება მაქსიმალური (4.0) მომდევნო სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით.

გადახდა:

სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

*დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL


სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.


ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდებიThe Hague University of Applied Sciences

ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში. 


ჰანოვერის უნივერსიტეტი (გერმანია) Leibniz Universität Hannover

ჰანოვერის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰამოვერში.


კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)

უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ კალიარიში. 


პერუჯის უნივერსიტეტი (Italy, Perugia)

პერუჯის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პერუჯაში. 


პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში.


პასაუს უნივერსიტეტი

პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და  ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა


ფლორენციის უნივერსიტეტი:

ფლორენციის უნივერსიტეტის წარმოშობა თარიღდება 1321 წელს ფლორენციის
რესპუბლიკის მიერ დაარსებული Studium Generale-ით. ფლორენციის უნივერსიტეტი
არის იტალიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ცენტრი კვლევისა და
უმაღლესი განათლების მიმართულებით. მასში დასაქმებულია 1,800 ლექტორი და
სამეცნიერო პერსონალით, 1,600 ტექნიკური . და ადმინისტრაციული პერსონალი და
1600-ზე მეტი მკვლევარი ასისტენტი და დოქტორანტი.
კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
2022 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს
შორის დაინერგა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში,
ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში
სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.


რომის საპიენცის უნივერსიტეტი:

დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


ოსტრავას უნივერსიტეტი:

ოსტრავას უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ
ოსტრავაში, მორავია-სილეზიის რეგიონში, ჩეხეთის რესპუბლიკა. იგი დაარსდა 1991
წელს, წარმოადგენს უახლეს საჯარო უნივერსიტეტს ოსტრავაში. იგი შედგება ექვსი

ფაკულტეტისა და ორი ინსტიტუტისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ
საუნივერსიტეტო განათლებას.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე,
ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულება: პოლიტიკური მეცნიერება, ბიზნესი, ეკონომიკა; სამართალი;


დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:

დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT  წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:

ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი არის ჰოლანდიური
პროფესიული საუნივერსიტეტო ინსტიტუტი უმაღლესი განათლებისა და კვლევისთვის.
27000-ზე მეტი სტუდენტით და 3000-ზე მეტი პერსონალით ზვოლესა და ალმერეს
უბნებზე, ვინდესჰაიმი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოყენებითი მეცნიერებების
უნივერსიტეტი ნიდერლანდებში.
2022-2025 წწ. GIPA-სა და Windesheim-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს
შორის თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში;
(International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური
პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი; სართაშორისო ურთიერთობები;

1. სად დავსაქმდები?

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც არის მოთხოვნა შესაბამისი კვალიფიკაციის კურსდამთავრებულზე. პროგრამა იძლევა საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, ისევე როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ წარმატებული კარიერა.

2. რომელი მაინორების არჩევა შემეძლება მესამე წლიდან?

სწავლების მესამე წლიდან, პროგრამა ითვალისწინებს დამატებითი სპეციალობის (მაინორი) არჩევას - ან საჯარო მმართველობის, ან საერთაშორისო ურთიერთობების, ან სოციოლოგიის მიმართულებით. სამივე მიმართულების არჩევის შემთხვევაში სტუდენტი იღებს დარგობრივ ცოდნას.

3. როგორი კომუნიკაციაა ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის? 

GIPA-ში არსებული ორგანიზაციული კულტურა, ჯგუფებში სტუდენტთა მცირე რაოდენობა და კოორდინატორების სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს, სტუდენტებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციას შორის სტუდენტზე მორგებული, მოქნილი (ბარიერების არმქონე) ინტერაქცია უზრუნველვყოთ. პროცესის არაფორმალური ხასიათი და ინტერაქციის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სასწავლო პროცესში სტუდენტთა მაქსიმალურ ჩართულობასა და სასწავლო პროცესის ეფექტურობას.

4. სად ვიმუშავებ?

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს ფართო პროფილის განათლებას, შემდგომ კი დამატებითი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის კურსდამთავრებულებს ბევრად უმარტივდებათ შრომის ბაზარზე დამკვიდრება. შენ შეძლებ მიღებული ცოდნა გამოიყენო დასაქმდები კერძო, ასევე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში - ყველგან, სადაც არის მოთხოვნა კვალიფიცირებულ სპეციალისტზე, რომელიც საფუძვლიანად ფლობს ცოდნას საზოგადოების - მისი მცირე და დიდი ჯგუფების - თავისებურებებისა და დინამიკის შესახებ.

5. როგორ დამეხმარება GIPA დასაქმებაში?

სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით, GIPA რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის:

  • შენი ინფორმირება ვაკანსიების, სტაჟირებების და სხვა კარიერული შესაძლებლობების შესახებ და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, როგორიცაა: გასაუბრებისთვის მომზადება, CV-ს, სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციის და სხვა დოკუმენტების მომზადება 
  • შენი საჭიროებიდან გამომდინარე, კარიერული განვითარების სხვადასხვა მასტერკლასების და ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო კომუნიკაცია
  • შრომის ბაზრის კვლევა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა და საჭიროების მიხედვით, დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესება, მოცემულ შედეგებზე დაყრდნობით, აკადემიური პროცესის დახვეწა და შესაბამისი კადრების მომზადება
  • დასაქმების ფორუმების ორგანიზება

6. რით განსხვავდება არსებული პროგრამა ბაზარზე არსებული სხვა პროგრამებისგან?

პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების (Liberal Arts ) სწავლების პრინციპებს და გულისხმობს კონკრეტულ სპეციალობის შეძენასთან ერთად ფართო ცოდნის მიღებას როგორც სოციალური მეცნიერებების სფეროში, ისე ზოგადი განათლების კუთხით. პროგრამა შინაარსობრივ ნაწილთან ერთად გამოირჩევა მის განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კურსდამთავრებულთა განათლების მაღალ ხარისხს.

მარიამ კეკელიშვილი

კოორდინატორი

მობ: (+995) 598 72 71 84

ელ-ფოსტა: m.kekelishvili@gipa.ge

მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქ. N101, 0114, თბილისი, საქართველო

ადმინისტრაცია

ლექტორები