პროფესურა

თემურ ბჟალავა

ასოცირებული პროფესორი

ელფოსტა: temuribj@gmail.com

გამოცდილების მოკლე აღწერა:

ფსიქოლოგიის დოქტორი. სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი - გაცემული ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიის ინსტიტუტის მიერ (1981წ.). მისი 37 წლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო/კვლევით დაწესებულებებს უკავშირდება. აქვს 4 წლიანი გამოცდილება ფსოქოდიაგნოსტიკის და პროფშერჩევის სფეროში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. არის საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი.  აქვს ტელესაკომუნიკაციო, სარეკლამო და კომერციულ სტრუქტურებში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე სხვადასხვა დროს მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. მისი ინიციატივით და ორგანიზატორობით ჩატარდა ახალგაზრდა ფსიქოლოგთა I საკავშირო კონფერენცია. არის რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 17-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. არის 8 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.

სასწავლო კურსები:

  • პიროვნების ფსიქოლოგია
  • პათოფსიქოლოგია
  • ფსიქო-სოციალური აშლილობების პრევენცია

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • პიროვნების კვლევა განწყობის ფსიქოლოგიაში. ნანული ცხვედაძესთან ერთად. თსსუ ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“. ქუთაისი, 2023
  • პიროვნების კვლევა ფიქსირებული განწყობის კვლევის მეთოდებით:  გამოყენების პრაქტიკა, შედეგები, გამოწვევები (ნაწილი 1). (იბეჭდება). ნანული ცხვედაძესთან ერთად. თსსუ ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი. 2023
  • კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა მკურნალი ექიმების პროფესიული განწყობების იმპულსის ჩაქრობის (Burnout) და კაუზალობის აღქმის განწყობის (კონტროლის ლოკუსის) ურთიერთმიმართება. (იბეჭდება). შრომების კრებული. თსსუ ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი. (ავტორთა ჯგუფი). გამომცემლობა „საარი”. 2022
  • პიროვნების განწყობის საკვლევი კითხვარის კონსტრუირების სტანდარტები. მონოგრაფია. ნანული ცხვედაძესთან ერთად. თსსუ ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი. გამომცემლობა „საარი“. 2021
  • Локус контроля населения грузии в условиях пандемии covid19. Вместе с Имедадзе И.В., Сакварелидзе Р.Т., Цулукидзе А.Г. Центр Исследования и Коррекции Психлологической Установки (ТГМУ), Институт Общественных Дел Грузии (GIPA). Научный Вестник «Актуальная Психология” №2(9). Ереван. Армения. 2021
  • იოსებ ბჟალავა - ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. თსსუ ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი. განწყობის ფსიქოლოგიის კლასიკოსები. გამომცემლობა „საარი“. 2021
  • საქართველოს მოსახლეობის კონტროლის ლოკუსი COVID 19 პანდემიის პირობებში. ი.იმედაძე, რ.საყვარელიძე, ა.წულუკიძსთან ერთად. თემატური კრებული „კოვიდ19 და ფAსიქოლოგია“. თსსუ ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი. განწყობის ფსიქოლოგიის კლასიკოსები. გამომცემლობა „საარი“. 2021
  • განწყობის მთლიანობის პრობლემა პრაქტიკულად ჯანმრთელ და შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებთან. თსსუ ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი. გამომცემლობა „Newton”. 2020

  • განწყობის ინტერმოდალური ერთიანობის ზოგიერთი ექსპერიმენტული მასალა. თსსუ ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქუთაისი. საქართველო. 2019
  •  К вопросу о коррекции установки на стресс. VII Международная Научная Конференция. Актуальные Проблемы Теоретической и Прикладной Психологии. Научный Вестник «Актуальная Психология». Ереван, Армения. (Совместно с Р.Т.Сакварелидзе). 2019

კვლევითი ინტერესები:

განწყობის ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგიის როგორც გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგის განვითარება, პიროვნების ფსიქოლოგია, პათოლოგიური ფსიქოლოგია, ადიქცია და მისი პრევენცია.