პროფესურა

მიხეილ დარჩიაშვილი

ასისტენტ-პროფესორი

მიხეილ დარჩიაშვილს  დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში 14 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია.

მან დიპლომატიური კარიერა 2001 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხედრო- პოლიტიკურ დეპარტამენტში დაიწყო.

2004-2008 წლებში მიხეილ დარჩიაშვილი მუშაობდა თავდაპირველად პირველი მდივნის ხოლო შემდგომ პოლიტიკური მრჩევლისპოზიციაზე ნატოსთან საქართველოს მისიაში, ნატოს შტაბ-ბინა, ქალაქი ბრუსელი, ბელგია.

2008-2013 წლებში მიხეილ დარჩიაშვილი მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში, თავდაპირველადუფროსი მრჩევლის, ხოლო შემდგომ საგანგებო და სრულუფლებიანი  დესპანის პოზიციაზე.

2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ნოემბრამდე  მიხეილ დარჩიაშვილს ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილისპოსტი. აღნიშნულ პოზიციაზე მიხეილ დარჩიაშვილის საპასუხისმგებლო მიმართულებებს საერთაშორისო ურთიერთობები დათავდაცვის პოლიტიკა და დაგეგმვა წარმოადგენდა.

ამჟამად მიხეილ დარჩიაშვილს უკავია სახელმწიფო მართვის პროგრამის მენეჯერის პოზიცია USAID-ის პროექტში - დემოკრატიულიმმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში.

მიხეილ დარჩიაშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრი. იგი არის GIPA-სკურსდამთავრებული და მინიჭებული აქვს სახელმწიფო მართვის მაგისტრის (MPA) ხარისხი .