შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების 2 წლიანი უმაღლესი პროფესიული პროგრამა შემუშავდა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაცია - RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, დანერგოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემა, შექმნას შესაბამისი პრევენციის მექანიზმები და უზრუნველყოს ეფექტიანი მართვა ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის.

 

რას ვისწავლი?

მიიღებ სიღრმისეულ ცოდნას შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით და შეძლებ:

  • მაღალპროფესიულ დონეზე შეადგინო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი გეგმა
  • შეაფასო პროფესიული დაზიანებები და აკონტროლოს რისკი
  • შეაფასო, გააკონტროლო და განსაზღვრო ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეების პრევენციული ზომები
  • დაიცვა ელექტრო უსაფრთხოებისა და  სახანძრო უსაფრთხოების წესები
  • გაწიო პირველადი გადაუდებელი დახმარება
  • გაატარო საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებები
  • შეაფასო გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების გავლენა
  • განახორციელო გარემოსდაცვითი სისტემის აუდიტი და მონიტორინგი
  • აკონტროლო წყლის წყაროების დაბინძურება
  • აკონტროლო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ჰაერში გაფრქვევის შემცირება

 

ვინ ვიქნები?

სწავლის დასრულების შემდეგ, მოგენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომისუსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში და სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციით, შეძლებ დასაქმებას შემდეგი მიმართულებით:

მშენებლობა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნავთობისა და გაზისმრეწველობა, ლოჯისტიკა, საზღვაო/საჰაერო/სახმელეთო ტრანსპორტი, მძიმე მრეწველობა, სამთომრეწველობა, კომუნიკაცია, ტურიზმი, სარესტორნო და გასართობი ბიზნესი, ვაჭრობა, განათლება დაკონსულტირება.  

პროგრამის ვებ გვერდი:   იხ. პროგრამის ვებ-გვერდი

იხილეთ სასწავლო პროგრამა 

    მისაღები ადგილების რაოდენობა: 48

    სწავლების ენა: ქართული

    სწავლება  განხორციელდება ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა.

    მიღების წინაპირობები:

    პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული ზოგადი განათლება და წარმატებით გაიარეს ერთიანი  პროფესიული ტესტირება.

    რეგისტრაცია:

    • აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა (პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესის თანახმად), ერთიანი პროფესიული ტესტირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2024 წლის 22 აპრილიდან  16 მაისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
    • რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოთ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების” უმაღლესი პროფესიული პროგრამა და შეავსოთ შესაბამისი ველები.
    • რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ერთიანი პროფესიული ტესტირების  შესახებ (დრო, ადგილი და ყველა ტესტირებასთან დაკავშირებული დეტალები. ტესტირების ვადები: 1-2 ივნისი)

    ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგები ავტომატურად გადმოეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

    ჩარიცხვა მოხდება ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგებისა და რეიტინგული სიების საფუძველზე.

     

    ხელშეკრულების გაფორმება:

    ხელშეკრულების გასაფორმებლად, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის მოწმობის ასლი
    • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი -ატესტატი (დედანი,/ნოტარიულად დამოწმებული ასლი) 
    • ფოტო3x4-ზე

     ერთიანი პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დოკუმენტები შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: გურამ ფანჯიკიძის ქ. N1/ პეკინის გამზ. N42ა, თბილისი,0160 ან გამოაგზავნოთ ელექტონულად  შემდეგ მისამართზე: hsetvet@gipa.ge

    სწავლა დაიწყება 2024 წლის 16 სექტემბერს.

    2 წლიანი პროგრამის ჯამური ღირებულება: 7497

    აქედან, სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა - 6497 ლარი

    სტუდენტის ინდივიდუალური გადასახადი - 1000 ლარი (წელიწადში 500 ლარი).

    10% იანი ფასდაკლება ვრცელდება იმ პროფესიულ სტუდენტზე, რომელსაც პროფესიული ტესტირების საფუძველზე რეიტინგულ სიაში აქვს ყველაზე მაღალი ქულა/შეფასება და სარგებლობს ქვემოთ ჩამოთვლილი სოციალური სტატუსებიდან ერთ-ერთით:


    ა) სოციალურად დაუცველი პირი - უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე არაუადრეს 2 თვისა


    ბ)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - უნდა წარმოადგინონ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი)


    გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირი - უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი


    დ) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილი/ოჯახის წევრი - უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ პირთან ოჯახური კავშირი.



    საბანკო რეკვიზიტები:


    სს „ თიბისი ბანკი“
    საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL


    *გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი გვარი, პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება 

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)   სოფლის მეურნეობის განვითარებისა და
    პროფესიული სწავლების დეპარტამენტის პარტნიორი ორგანიაზაციებია:

    შპს ,,ექსპერტს ფორ სოლუშენს"
    შპს ,,აი სი პი’’
    შპს ,,საფკო’’
    შპს ,,ჯეო სეიფთი’’
    შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრი’’
    შპს ,,ურბანა’’
    შპს ,,აბტ ინტერნეიშენალი"
    შპს ,,იუ-ჯი-თი’’
    შპს ,,მაზა დეველოპმენტი’’
    შპს ,,გეოკაპიტალი’’
    შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი’’
    შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
    შპს ,,CBD Development’’
    შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია’’
    სს ,,სილქნეტი’’
    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
    სს ,,RMG Copper’’ შპს,, RMG Gold’’
    შპს ქართლის ქარის ელექტროსადგური
    შპს ,,კოსი"
    შპს ,,თბილცემენტ გრუპი’’
    იტალიური კომპანია HSE Consulting srl

    1. როგორ დავრეგისტრირდე პროფესიულ პროგრამაზე:

    • რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ მისამართზე:  https://vet.emis.ge/#/registration
    • შეიყვანეთ პირადი მონაცემები (გთხოვთ მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი)
    • გაიარეთ ავტორიზაცია
    • აირჩიეთ შესაბამისი პროგრამა - შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
    • აირჩიეთ პროგრამის განმახორციელებელი ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
    • დაადასტურეთ მონაცემების სისწორე
    • დაელოდეთ საგამოცდო ბარათს, სადაც აღნიშნული იქნება გამოცდის დრო და ადგილი

     2. ვინ მასწავლის ჯიპაში?

    პროფესიული პროგრამის მოდულებს ახორციელებენ პროფესიული მასწავლებლები- დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს  თეორიული ცოდნა განამტკიცონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს (ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და კომპანიების წარმომადგენლებს).

     3. რით განსხვავდება არსებული პროგრამა ბაზარზე არსებული სხვა პროგრამებისგან?

    პროგრამა აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სწავლების უახლესი თეორიული, პრაქტიკული მეთოდებით. პერიოდულად, სტუდენტებს აქვთ საშუალება, შეხვდენენ დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს მრგვალი მაგიდის ფორმატში და განიხილონ დარგში არსებული გამოწვევები. მონაწილეობა მიიღონ ექსტრაკურიკულურ აქტივობებსა და შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროგრამებში და განახორციელონ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით პროექტები.

    4. როგორ დამეხმარება ჯიპა დასაქმებაში?

    თქვენ საშუალება გაქვთ პროფესიულ მოდულებს დაეუფლოთ და ყოველდღიურ სასწავლო პროცესში შეხება გქონდეთ დარგის წამყვან, მაღალკვალიფიციურ, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვის სფეროში მოქმედ ექსპერტებთან / სპეციალისტებთან. აგრეთვე, სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით, იმართება დასაქმების ფორუმები, პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა და ინფორმაციის გაზიარება/კონსულტირება ვაკანსიების, სტაჟრების და სხვა კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

    5. როგორია რეგისტრაციის და მიღების პროცედურები/ვადები?

    • პროფესიულ პროგრამებზე ერთიანი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრაციის ვადა 2024 წლის 22 აპრილიდან, 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით არის განსაზღვრული
    • ერთიანი პროფესიული ტესტირება გაიმართება 2024 წლის 1-2 ივნისს
    • ტესტირების შედეგების 10 ივნისის გამოქვეყნება
    • რეიტინგული სიები გამოქვეყნდება 25 ივნისს
    • საბოლოო არჩევანი 25-27 ივნისს შესაძლებელია გაკეთდეს
    • საბუთების მიღების ვადები 28 ივნისიდან-16 ივლისამდე იწარმოებს
    • რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://vet.emis.ge/#/registration (რეგისტრაციაზე დახმარების მიზნით მიმართეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირებს)

    ნესტან ინასარიძე

    პროფესიული სწავლების ხარისხის მართვის მენეჯერი

    მობ: +995 599 71 84 00

    ეკა მოლაშხია 

    პროგრამის კოორდინატორი

    მობ: +995 577 10 11 07

    მისამართი: გურამ ფანჯიკიძის ქ. N1/ პეკინის გამზ. N42ა, თბილისი, 0160

    ელ-ფოსტა: hsetvet@gipa.ge

    ადმინისტრაცია

    მასწავლებლები