სხვა ტიპის ლექტორი

გრიგოლ ჭკადუა

პროფესიული მასწავლებელი

ელფოსტა: g.chkadua@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრი. კალიფორნიის ირვინის უნივერსიტეტის „კონფლიქტების ანალიზი, პოლიტიკის განვითარება და ადვოკატირების“ სერთიფიცირებული კურსდამთავრებული და  შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატის (IOSH) მფლობელი. შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული სპეციალისტი. გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სისტემების შექმნასა და მართვაში, როგორც სახელმწიფო აგრეთვე კერძო სექტორის მიმართულებით. ოთხი წელია რაც GIPA-ს სოფლის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტში პროფესიული მასწავლებლის პოზიციას იკავებს. პროფესიულ კონსულტაციებსა და ტრენინგებს ატარებს სხვადასხვა კერძო კომპანიაში.

სასწავლო კურსები

  • გაცნობითი პრაქტიკა,
  • ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება
  • საფრთხეებისა და რისკის კონტროლი სამუშაო (დასაქმების) ადგილებზე
  • ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი

პროექტები და ღონისძიებები

  • საქართველოს მთავრობის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის პროექტი „დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივების ტრანსპოზიცია საქართველოს კანონმდებლობაში“.
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ანტიკორუფციული საზედამხედველო საბჭოს წევრი (ყოფილი);
  • გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ასოცირების შესახებ შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • DCFTA- სამოქმედო გეგმის ანგარიშების მომზადება;
  • შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ფარგლებში (ამჟამად სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური) ზედამხედველობის განხორციელება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნორმებისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი), იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის საკითხებთან დაკავშირებული ნორმების დაცვაზე.