| » თავფურცელი: სახელმწიფო მმართველობის სკოლა
სოფლის მეურნეობის მართვა – ექვსთვიანი კურსი
კურსი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გადაცემას აგრარულ სფეროში, პრაქტიკული
უნარების განვითარებას და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას.
სოფლის მეურნეობის მართვის კურსი განსაკუთრებით დაეხმარება ადგილობრივი მმართველობსა და
თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს და საჯარო მოხელეებს მენეჯერული უნარების განვითარებაში,
რათა მათ შეძლონ ეკონომიკური პროექტების ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება და საქართველოს ბუნებრივი
რესურსების წარმატებული მართვა.
კურსი გადასცემს მონაწილეებს არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც.
ის გააცნობს მონაწილეებს ფართო საერთაშორისო გამოცდილებას და აღჭურვავს იმ უნარებით, რაც საჭიროა აგრარული
განვითარებისას წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად, ეფექტური დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
სასწავლო პროგრამა
კურსი მოიცავს თანამედროვე აგრარული მენეჯმენეტისა და განვითარების მთავარ საკითხებს
მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით. ლექციებისა და სემინარების დროს მონაწილეებს საშუალება ექნებათ,
გააანალიზონ აგრარული პრობლემები სხვადახვა პერსეპქტივიდან.
კურსი, პედაგოგი
- აგრარული პოლიტიკა – ზურაბ ჩეკურაშვილი, თამაზ კუნჭულია
- სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ფინანსები – თამაზ კუნჭულია
- სოფლის მეურნეობის განვითარება – ზურაბ ჩეკურაშვილი, თამაზ კუნჭულია
- სოფლის მეურნეობის მენეჯმენტი – რევაზ ასათიანი
- სოფლის მეურნეობის მარკეტინგი – რევაზ ასათიანი, ლევან ჩიტეიშვილი
- ბუნებრივი რესურსების მართვა – სანდრო ურუშაძე, გიზო ურუშაძე, დავით კერესელიძე, გელა ჯავახიშვილი, ბეჟან თუთბერიძე, ანზორ მესხიშვილი, გია ქაჯაია
- საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური სოფლის მეურნეობაში – რევაზ ასათიანი
კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე. სწავლების ენა – ქართული. ლექციები ტარდება კვირაში
სამჯერ, საღამოს საათებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის ასისტენტს
ნინო ღონღაძეს.
|