მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი: სახელმწიფო მმართველობის სკოლა

სკოლის შესახებ

სახელმწიფო მმართველობის სკოლა, წარსულში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ინსტიტუტის ყველაზე ძველი წარმონაქმნია.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი დაარსდა 1995 წელს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო მმართველობის ეროვნული აკადემიის ერთობლივი პროექტის საფუძველზე. სწორედ ამ სკოლის ბაზაზე დაფუძნდა შემდგომში ინსტიტუტი.

დღეს სახელმწიფო მმართველობის სკოლას ჰყავს 369-ზე მეტი კურსდამთავრებული. საშუალოდ 100 სტუდენტი ამთავრებს სკოლას ყოველწლიურად.

სახელმწიფო მმართველობის სკოლის მიზანია განათლების მიცემა მომავალი სახელმწიფო მოხელეებისათვის და საქართველოს ხელისუფლების უზრუნველყოფა პროფესიონალებით, რომლებიც დანერგავენ დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკას, გაატარებენ რეფორმებს და დააჩქარებენ გარდამავალ პერიოდს.

2004 წელს სახელმწიფო მმართველობის სკოლამ ფინანსური და ინსტიტუციონალური განვითარების უფრო მაღალ დონეს მიაღწია. გასულ წელს შესრულდა შემდეგი მიზნები:

  • მიმდინარე პროგრამების მოდიფიცირება და გაუმჯობესება;
  • პედაგოგების სიის შევსება;
  • ახალი სახელმძღვანელოებისა და სატრენინგო მასალების შექმნა;
  • ახალი პროგრამების შემუშავება;
  • ფინანსური განვითარება.
  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -