» თავფურცელი: სახელმწიფო მმართველობის სკოლა
წერილი სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანისაგან
მოხარული ვარ, მივესალმო სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
განსაკუთრებით სასიხარულოა გაზრდილი ინტერესი სკოლის მიმართ.
სახელმწიფო მმართველობის სკოლას წილად ხვდა პატივი, წვლილი
შეიტანოს ქვეყნის მომავალი ლიდერების აკადემიურ და პროფესიონალურ განვითარებაში. ინსტიტუტის
წარმატება მეტწილად სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მხარდაჭერამ განაპირობა. განსაკუთრებით
აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორების დახმარება ფინანსური, პროგრამული და პედაგოგიური
კადრებით უზრუნველყოფის კუთხით. ინსტიტუტის კვლევითი შესაძლებლობების შემდგომ
განვითარებას ხელს უწყობს სისტემატიური დისკუსია ფორუმის საშუალებით, რომელშიც
ჩართულნი არიან სტუდენტები თუ სხვა დაინტერესებული პირები საერთაშორისო და ადგილობრივი
დონეებიდან. შეერთებული შტატების საგანმანათლებლო ინსტიტუტებიდან მოწვეული ლექტორთა
ჯგუფი სკოლაში არებულ პროგრამებს ჭეშმარიტად საერთაშორისო ხასიათს სძენს.
ძვირფასო სტუდენტებო, ვიმედოვნებ, რომ თქვენი მოლოდინი
თქვენს მიერ არჩეულ პროგრამასთან დაკავშირებით ასრულდება და სწავლის დასრულების
შემდეგ ქვეყნის საჯარო თუ კერძო სექტორის განვითარება გარკვეულწილად თქვენი
პასუხისმგებლობის ნაწილად მიგაჩნიათ. GIPA, როგორც თქვენი ალმა მატერი,
აფასებს მუდმივ კავშირს კურსდამთავრებულებთან და მზადაა, მომავალშიც უზრუნველგყოთ
სასარგებლო ცოდნით. ასევე იგი მოხარული იქნება, გაიზიაროს თქვენი მომავალი
პროფესიული გამოცდილება.
ამიტომ, ინსტიტუტში გატარებული დრო თქვენთვის არა
მხოლოდ 2 სასწავლო წელი იქნება, არამედ მომავალი ხანგრძლივი ურთიერთობის
საწინდარიც თქვენს ჯგუფელებსა და ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
გისურვებთ ინტენსიური, სასარგებლო და სასიამოვნო
გამოცდილების მიღებას ჩვენს ინსტიტუტში.
/ მაკა იოსელიანი /

|