» თავფურცელი:
GIPA Radio ტალღაზე FM 94.3
რადიო GIPA საქართველოს რადიოსივრცეში პირველი ინგლისურენოვანი, 24 საათიანი FM სიხშირის რადიოსადგურია. იგი არაკომერციული მუსიკალური, საინფორმაციო და გასართობი არხია. რადიოს მუშაობას უზრუნველყოფს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა.
-
რადიო GIPA-ს მუშაობა ეფუძნება ჟურნალისტიკის მაღალპროფესიულ სტანდარტებს. მისი მიზანია
-
მსმენელთათვის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება
-
პოლიტიკური და საზოგადოებრივი მსჯელობის უზრუნველყოფა საქართველოსა და კავკასიის რეგიონისათვის აქტუალურ საკითხებზე
რადიო GIPA ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრებ ინგლისურენოვან მსმენელებზე და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილზე, რომელიც დაინტერესებულია ინგლისური ენით. მისი სამომავლო მიზანია, გახდეს ინგლისურენოვანი რეგიონული მაუწყებელი კავკასიის მასშტაბით.
რადიო GIPA ფუნქციონირებს როგორც პროფესიონალური სამაუწყებლო კომპანია. რადიო GIPA-s დახმარება გაუწიეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მთავრობებმა, აშშ-ს სავაჭრო პალატამ საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით GIPA-ს PR მენეჯერს
ნატა თვალჭრელიძეს
ჩამოტვირთეთ პროგრამები