მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» Home Page: Public Policy Master Program

სერტიფიცირებული კურსი ტურიზმის განვითარება და სასტუმროების მენეჯმენტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ახალ სერტიფიცირებულ კურსს “ტურიზმის განვითარება და სასტუმროების მენეჯმენტი”.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროგრესული ცვლილებები ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების განვითარებას. მთავრობის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ, და ასევე საქართველოში შექმნილი უსაფრთხო ბიზნეს-გარემო, აღმოჩნდა სწორედ ის მიზეზები რამაც ტურიზმისა და სასტუმროების განვითარების სფეროში უცხოური ინვესტიციების მძლავრი შემოდინება გამოიწვია.

თბილისის ცენტრში დღითიდღე იზრდება მშენებარე ფეშენებელური სასტუმროების რაოდენობა. ეს ახალი ბრენდები, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ ადგილს ქართულ ბაზარზე, საჭიროებენ კვალიფიციურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების მქონე პერსონალს. ასევე სახელმწიფო სექტორის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სასტუმროებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკას ახორციელებენ, თავიანთი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის სჭირდებათ ახალი მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტების დანერგვა და პერსონალის გადამზადება.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია თანამდეროვე სტანდარტებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მოამზადოს და გადაამზადოს ამ სფეროში მომუშავე როგორც კერძო ისე საჯარო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სასწავლო პროცესი უზრუნველყოფს იმ საჭირო ცონდის, გამოცდილების, უნარებისა და ნოვაციების გაზიარებას რომელიც დაეხმარება სტუდენტებს ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში წარმატებული კარიერის შესაქმნელად.

ამერიკიდან მოწვეული ლექტორების, ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების დახმარებით, სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ტურიზმის განვითარების თანამედროვე სტანდარტებს და გაიზიარონ საერთშორისო გამოცდილება. სასწავლო კურიკულუმი მოიცავს როგორც ზოგადი მენეჯმენტის ძირითად საკითხებს - ორგანიზაციული მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევა, ადამიანური რესურსების მართვა, ასევე ტურიზმისა და სასტუმროების მართვასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საგნებს – ფინანსური მენეჯმენტი, სასტუმროების აღრიცხვა, მარკეტინგი, ტურიზმის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება.

სასწავლო გეგმა

ტურიზმის განვითარებისა და სასტუმროების მენეჯმენტის” სერტიფიცეირებული კურსის სასწავლო გეგმა ითვალისწინებს როგორც კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებში ტურიზმისა და სასტუმროების სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადებას ასევე ამ სფეროთი დაინტერესებული მომავალი მენეჯერების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

საგანთა ჩამონათვალი:

  • ორგანიზაციული მართვა
  • ტურიზმის პოლიტიკის განვითარება და დაგეგმვა
  • სასტუმროების მენეჯმენტი
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსების მართვა

მისაღები პროცედურები

კურსებზე მისაღები კრიტერიუმები არ ითვალისწინებს რაიმე აკადემიური ხარისხის ფლობას ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში. დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი პროფესიის ადამინს ეძლევა საშუალება გაიაროს ეს კურსი.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ საიტიდან აქ და ერთი ფოტოსურათი

ამ კურსის ფარგლებში მოქმედებს სპეციალური კორპორატიული ფასდაკლება და აგრეთვე ფასდაკლება ინსტიტუტის სტუდენტებისათვის;

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 # 171575  სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -