» Home Page: Public Policy Master Program
სერტიფიცირებული პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობა და ღონისძიებათა
მართვა
პროგრამა მიზნად ისახავს გააცნოს მსმენელებს
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის ძირითადი პრინციპები და
მოამზადოს პროფესიონალი მენეჯერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ აღნიშნულ სფეროში
მოღვაწეობას.
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ როგორც საჯარო, ასევე კერძო თუ არასამთავრონო
სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომელთა ძირითადი ფუნქციები დაკავშირებულია მათი
ორგანიზაციის თუ ცალკეული პროდუქციის იმიჯის შექმნასთან/გაძლიერებასთან და
ადამიანების, იდეების, ადგილებისა თუ ღონისძიებების პრომოუშენთან.
თეორიულ ნაწილთან ერთად პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით, კურსის ბოლოს
კი სტუდენტები დაგეგმავენ და განახორციელებენ რეალურ ღონისძიებას, რაც თავს მოუყრის
როგორც მათ მიერ მიღებულ თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც.
პროგრამის სამი საუკეთესო სტუდენტი გაივლის ორთვიან სტაჟირებას საქართველოს
სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.
სერტიფიცირებული პროგრამის დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს ეძლევათ საშუალება,
შეღავათიანი პირობებით ჩააბარონ სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამაგისტრო
პროგრამებზე.
პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისაგან:
სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე. სწავლა
დაიწყება 29 ოქტომბერს. ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ, 18:30-დან.
პროგრამის ღირებულებაა 1500 GEL. სწავლის
საფასურის გადახდა ხდება სწავლის დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში.
მიღება
პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ 9
სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
საბუთების მიღება იწარმოებს ინტიტუტის
შენობაში მეოთხე სართულზე.
საკონტაქტო პირი:
ნინო ღონღაძე
საქართველოს
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
სახელმწიფო მმართველობის სკოლა, მე-4 სართული
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 93 14 66, (995 32) 99 61 83
ელ-ფოსტა:
nino_g@gipa.ge
|