მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» Home Page: Public Policy Master Program

პროგრამის შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო კურსის საღამოს სწავლების პროგრამა შექმნილია უმაღლესი განათლების მქონე (ბაკალავრიატის ხარისხი) ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან საზოგადოებრივი სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შეუძლია ყოველდღიურად, სამუშაო საათების განმავლობაში დაესწროს ლექციებს; პროგრამა გთავაზობთ საშუალებას აიმაღლოთ პროფესიული დონე სახელმწიფო ადმინისტრირების დარგში, მიიღოთ თქვენთვის საინტერესო აკადემიური ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები სხვადასხვა სფეროებში, რაც აუცილებელია თქვენი კარიერის წარმატებით გასაგრძელებლად და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და მმართველობით პროცესებში ეფექტური მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო მეთოდოლოგია მოიცავს თეორიულ საგნებს, სიტუაციურ ანალიზს, სიმულაციური მოდელების განხილვას. რამდენადაც სასწავლო მასალის დიდი ნაწილი მოწოდებულია ინგლისურ ენაზე, ინგლისურის ცოდნა აუცილებელია.

პროგრამა ოთხსემესტრიანია.

სწავლება მიმდინარეობს საღამოობით, 18:30-21:30, კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

გადასახადი: პროგრამის ღირებულებაა 3,500 ევროს ეკვივალენტი ლარებში სრული სასწავლო კურსისათვის.

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -