მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» Home Page: Public Policy Master Program

სასწავლო კურსი

  1. მათემატიკა - Calculus პროგრამა (ოთარ ნაფეტვარიძე)
    კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საშუალო სკოლისა და უმაღლესი მათემატიკის ის ელემენტები, რაც აუცილებელია სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული შემდგომი კურსების შესასწავლად: მიკრო და მაკრო ეკონომიკა, საჯარო ფინანსები, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა; გარდა ამისა, სტუდენტები შეძლებენ ძირითადი მათემატიკური ფუნქციებით ოპერირებას, შეისწავლიან უმაღლესი ალგებრისა და მათემატიკური ანალიზის საფუძვლებს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება 10%
    ტესტი 3x20%
    საბოლოო ნაშრომი 30%


  2. მიკროეკონომიკა (არჩილ მესტვირიშვილი)
    მსმენელებს კურსი სთავაზობს ეკონომიკის ძირითადი პრინციპების შესწავლას - წარმოედგენას უქმნის ე.წ. ”ზოგად ეკონომიკურ სურათზე”. მნიშვნელოვანი მიკროეკონომიკური საკითხების განხილვა საფუძველს უქმნის მაკროეკონომიკის ღრმა და საფუძვლიან გააზრებას.

    ECTS კრედიტი: 7
    საათების რაოდენობა: 46 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    ტესტები 20%
    შუალედური გამოცდა 35%
    საბოლოო გამოცდა 45%


  3. საჯარო მმართველობა (ნინო დოლიძე)
    კურსის მიზანია სახელმწიფო მმართველობის პრინციპებისა და დამახასიათებელი ნიშნების შესწავლა; ორგანიზაციული მენეჯმენტის, როგორც სამეცნიერო დარგის, ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიის გაცნობა; ორგანიზაციული მენეჯმენტის, მმართველობის თანამედროვე მეთოდების გამოყენება დღევანდელ სამთავრობო და არასმათავრობო სტრუქტურებში; სახელმწიფო სისტემაში მიმდინარე რეფორმების ანალიზი; სახელმწიფო სამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური საკითხების განხილვა.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება 10%
    შუალედური და ფინალური გამოცდა/ტესტი 20%x3=60%
    პრეზენტაცია 30%


  4. გამოყენებითი სტატისტიკა (ნინო ტორონჯაძე)
    წარმოდგენილ კურსში თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პროცესების სწორი აღქმისა და დამუშავებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები სრულყოფილად არის გადმოცემული. როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორისათვის მონაცემთა ბაზის შექმნა, მათი ანალიზი და დამუშავება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. კუმპიტერულ ეპოქაში სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობის უნარ-ჩვევები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმებულთა წარმატებული კარიერისათვის. კურსის მიზანია სტუდენტებს განუვითარდეთ მონაცემთა სწორად გაანალიზებისა და ინტერპრეტირების უნარი, რაც დღევანდელ ტურბულენტირ გარემოში სწორი გადაწყვეტილების მიღების აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს.

    ECTS კრედიტი: 7
    საათების რაოდენობა: 33 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    შუალედური გამოცდა 40%
    საბოლოო გამოცდა 60%
    დაწვრილებითი სილაბუსი შემუშავდება კურსის დაწყების წინ


  5. საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართალი (ერეკლე გლურჯიძე)
    კურსის მიზანია, მსმენელთათვის გასაგები გახადოს კანონის მნიშვნელობა ადმინისტრაციულ საქმიანობაში და განიხილოს კანონი, როგორც ხელისუფლების ქმედებათა საფუძველი. მომავალი სახელმწიფო მოხელეებისათვის აუცილებელია საკუთარი ოფიციალური ვალდებულებების, ისევე როგორც უფლებების გათავისება, როგორც იმ პირებისათვის, რომლებსაც უშუალოდ კანონის განხორციელებასთან ექნებათ საქმე. კურსში განხილულია ასევე საკონსტიტუციო სისტემაც და ხელისუფლების შტოების ურთიერთმიმართება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. კურსი იყოფა ორ ნაწილად და მოიცავს კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლებს.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება 10%
    დისკუსიებში მონაწილეობა 10%
    პირველი ტესტი 30%
    მეორე ტესტი 30%
    საბოლოო გამოცდა 20%


  6. საჯარო ორგანიზაციების მენეჯმენტი (მამუკა მახათაძე)
    კურსი შეიცავს ორგანიზაციული საწყისებისა და მენეჯმენტის პრინციპების შესწავლას, მათ შესაბამისობას სახელმწიფო ორგანიზაციებთან. მენეჯმენტი ნებისმიერი წარმატებული სამუშაოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და არის ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტური გამოყენებით მიზნის მიღწევის საშუალება. კურსის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს მართვის უნარები თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ჩვევების დანერგვის გზით ორგანიზაციული საქმიანობისა და პიროვნული ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებით.

    ECTS კრედიტი: 6
    საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    მონაწილეობა 30%
    ტესტები 20%
    ჯგუფური დავალება 30%
    ინდივიდუალური ნაშრომი 20%


  7. მაკროეკონომიკა (არჩილ მესტვირიშვილი)
    კურსის განმავლობაში მსმენელები განიხილავენ მიმართებას სოციალურ, პოლიტიკურ, საკანონმდებლო და ეკონომიკურ ინსტიტუტებსა და ეკონომიკურ მდგრად განვითარებას შორის. სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეისწავლიან წარმატებული ეკონომიკური განვითარების ძირითად ფაქტორებსა და დაბრკოლებებს, გაეცნობიან საბაზრო ეკონომიკის მთავარ პრინციპებს.

    ECTS კრედიტი: 7
    საათების რაოდენობა: 46 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    ტესტები 20%
    შუალედური გამოცდა 35%
    საბოლოო გამოცდა 45%


  8. დემოკრატიული განვითარების პრინციპები (გიორგი მარგველაშვილი)
    კურსის ფარგლებში განიხილება დემოკრატიული განვითარების ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის უფლებები და მათი ფუნდამენტალური კავშირი დემოკრატიულ რეჟიმთან; თანასწორობა, თავისუფლება და კანონის უზენაესობა, როგორც ნებისმიერი ადამიანის განუყოფელი უფლება; მთავრობის ანგარიშვალდებულება მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე; სახელმწიფოებრიობის განვითარება და სოციალური კონტრაქტის არსი; დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება განვითარებად ქვეყნებში.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 27 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    მონაწილეობა ჯგუფურ დისკუსიებში: 10 %
    ჯგუფური პრეზენტაციები: 15%x6=90%


  9. საჯარო პოლიტიკა (ქეთი მელიქაძე)
    კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ საჯარო პოლიტიკის ანალიზს, იკვლევენ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მის მიზეზებს, შედეგებს და საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების ჩამოყალიბების ძირითად საფეხურებს. კურსის განმავლობაში გამოიყენება პოლიტიკის ანალიზის პრაქტიკული მეთოდოლოგია.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    ლექციებზე დასწრება, დისკუსიები 30%
    საბოლოო გამოცდა 70%


  10. საჯარო ფინანსები (ნოდარ ხადური)
    კურსში განხილულია საჯარო ფინანსების მართვისა და სახელმწიფო ხარჯვებთან დაკავშირებული ძირითადი სამეცნიერო თეორიები, თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკული საქმიანობის შედარებითი ანალიზი. განხილულია აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ორგანოებში და ის ეკონომიკური გარემო, რომელშიც ხდება გადაწყვეტილებების შემუშავება და განხორციელება. კურსი ასევე მოიცავს საჯარო ბუღალტერიის ელემენტებსაც.

    ECTS კრედიტი: 6
    საათების რაოდენობა: 42 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    სემინარებში მონაწილეობა/დასწრება: 10%
    შუალედური ტესტები: 30%x3=90%


  11. კვლევის მეთოდები (ნინო ტორონჯაძე)
    კვლევის მეთოდების შერჩევა, სტატისტიკური მონაცემების სწორად მოძიება, დამუშავება და შესაბამისი გამოყენება სახელმწიფო სამსახურში ხშირად ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც მენეჯერისაგან განსაკუთრებულ, სისტემურ ცოდნასა და უნარს მოითხოვს. წარმოდგენილი კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ აითვისონ ისეთი აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ მათ არა მარტო სადიპლომო პროექტის განხორციელებაში, არამედ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარების დროს.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    შუალედური გამოცდა 40%
    საბოლოო გამოცდა 60%


  12. ორგანიზაციული ქცევა (მამუკა მახათაძე)
    კურსის მიზანია, სტუდენტებმა საფუძვლიანად შეისწავლონ ორგანიზაციათა მართვის თანამედროვე მიდგომები. კურსი ძირითადად ეფუძნება ორგანიზაციული მენეჯმენტის თანამედროვე თეორიების განხილვას, ორგანიზაციული ქცევის გაანალიზებას ბიჰევიორისტული თვალსაზრისით, მოტივაციისა და ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენების უნარ-ჩვევების შემუშავებას. ლექციების დროს განხილული იქნება რეალური თუ სიმულაციური შემთხვევები როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/ მონაწილეობა დისკუსიებში: 25%
    შუალედური გამოცდა: 25%
    საბოლოო პროექტი: 50%
    დაწვრილებითი სილაბუსი შემუშავდება კურსის დაწყების წინ


  13. საჯარო სექტორის ეკონომიკა, ბიუჯეტი და საგადასახადო სისტემა (ნოდარ ხადური)
    გადასახადები წარმოადგენს არა მარტო სახელმწიფოს ძირითად შემოსავალს, არამედ ასევე ეფექტურ ინსტრუმენტს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ჩამოყალიბებისათვის. წარმოდგენილი კურსი მსმენელებს სთავაზობს ეფექტიანი საგადასახადო სისტემის შემუშავების კრიტერიუმებს და აცნობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ასპექტებს. კურსის განმავლობაში განიხილება ქართული საგადასახადო სისტემისა და კანონმდებლობის ძირითადი საკითხები.

    ECTS კრედიტი: 7
    საათების რაოდენობა: 48 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    სემინარებში მონაწილეობა/დასწრება: 10%
    შუალედური ტესტები: 30%x3=90%
    დაწვრილებითი სილაბუსი შემუშავდება კურსის დაწყების წინ


  14. საჯარო პოლიტიკის ანალიზი (ვაჟა სალამაძე)
    კურსის მიზანია პოლიტიკის ანალიზის ძირითადი თეორიების შესწავლა და ანალიტიკური აზროვნების განვითარება. ყურადღება, ძირითადად, გამახვილებულია პრაქტიკული სიტუაციების განხილვაზე სოციოლოგიური და პოლიტიკური კუთხით. კურსის თეორიული ნაწილი საფუძველს უქმნის სტუდენტებს ანალიტიკური მეთოდების დაუფლებისა და გამოყენებისათვის.

    ECTS კრედიტი: 7
    საათების რაოდენობა: 48 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება და დისკუსიებში მონაწილეობა 10%
    ჯგუფური სავარჯიშო 30%
    ჯგუფური სავარჯიშოს პრეზენტაცია 10%
    საბოლოო ნაშრომი 50%


  15. პროექტების მართვა (ზურაბ ჯაფარიძე)
    კურსის მიზანია პროექტების მენეჯმენტის ციკლის ძირითადი კონცეფციის შესწავლა და დამუშავება. კურსის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული იქნება პროექტების მართვის ძირითად საკითხებსა და ზოგად მიმოხილვაზე; სტუდენტები შეისწავლიან პროექტის იდენტიფიკაციის, შემუშავების, განხორციელების, შეფასების ეტაპებზე და იმ მეთოდებზე, რომლებიც თითოეული ეტაპის შესრულებისათვის გამოიყენება. კურსი შედგება როგორც თეორიული ნაწილისაგან, ასევე პრაქტიული ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოებისაგან.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 21 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება 15%
    დისკუსიებში მონაწილეობა 15%
    ჯგუფური პროექტი 30%
    ინდივიდუალური პროექტი 40%


  16. ადამიანური რესურსების მართვა (თინა ჩხეიძე)
    კურსში განხილულია ორგანიზაციაში თანამშრომლებთან ურთიერთობის ძირითადი მეთოდები და მენეჯმენტის ფილოსოფია. სტუდენტები შეისწავლიან, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების სწორი მართვა ორგანიზაციული განვითარებისათვის; როგორ მოახდინონ ინტეგრაცია იმ სხვადასხვა ღირებულებების, სუბიექტური დამოკიდებულებისა და ქცევის, რომელიც ყოველ ცალკეულ პიროვნებას ახასიათებს, როგორც მთლიანად ორგანიზაციის შიგნით, ასევე ცალკეულ სამუშაო ჯგუფებში.

    ECTS კრედიტი: 7
    საათების რაოდენობა: 42 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება 10%
    შუალედური გამოცდა 25%x2=50%
    საბოლოო გამოცდა 40%


  17. სიტუაციური ანალიზი საჯარო პოლიტიკაში (ვაჟა სალამაძე)
    კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს განუვითაროს ის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისათვის. კურსი დაფუძნებული იქნება რეალური შემთვევებისა და სიტუაციების ანალიზზე, კურსის მონაწილეები მოამზადებენ ინდივიდულურ და ჯგუფურ პროექტებს საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემებისა და საკითხების გარშემო.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 21 სააუდიტორიო საათი
    დაწვრილებითი სილაბუსი შემუშავდება კურსის დაწყების წინ


  18. ფაკულტატიური კურსები: გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა (ნანა ბარამიძე, ნატო ავალიანი)
    სამაგისტრო პროგრამის ბოლო ეტაპზე სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გაიარონ ვიწრო სპეციალიზაცია გარემოს დაცვის ან ჯანდაცვის პოლიტიკის განხრით.

    ECTS კრედიტი: 7
    საათების რაოდენობა: 42 სააუდიტორიო საათი
    დაწვრილებითი სილაბუსი შემუშავდება კურსის დაწყების წინ
  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -