» თავფურცელი: სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
პროგრამის შესახებ
სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა იძლევა ღრმა თეორიულ
ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საჯარო პოლიტიკის ანალიზსა და სახელმწიფო მმართველობის
ზოგად მენეჯმენტში. პროგრამა შეგიქმნით ფართო წარმოდგენას საჯარო სექტორისათვის
დამახასიათებელი პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ.
აკადემიური წელი იწყება სექტემბეში. პროგრამა ორწლიანია და შედგება ოთხი სემესტრისაგან. სამი სემესტრი დაეთმობა
აუცილებელი საგნების შესწავლას, მეოთხე სემესტრში სტუდენტები იმუშავებენ სადიპლომო ნაშრომებზე და გაივლიან სამუშაო პრაქტიკას საჯარო და
არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზხაციებში, რაც ინსტიტუტის მზარდ რეპუტაციასთან ერთად საჯარო თუ სხვა სექტორების
წარმომადგენლებთან საუკთესო კონტაქტების დამყარების საფუძველი გახდა. ლექციები და სემინარები ტარდება ყოველ დღე 10:00- 16:00.
სახელმწიფო მმართველობის პროგრამა შეიცავს სახელმწიფო მმართველობისა და მასთან დაკავშირებული სფეროებისათვის
აუცილებელ კურსებს, რომლებსაც ასწავლიან როგორც ადგილობრივი, ასევე აშშ-დან მოწვეული პედაგოგები, რომლებიც ქმნიან სპეციფიკურ კურსს
ყველა საგანში.
პედაგოგებს აქვთ როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული გამოცდილება. მრავალი მათგანი მუშაობს საჯარო სექტორში ან
სამსახურეობრივი კავშირი აქვს მასთან. თეორიისა და პრაქტიკის ამგვარი სინთეზი გადამწყვეტ როლს თამაშობს სტუდენტების მომზადებაში.
ქართველ ლექტორებთან ერთად, სახელმწიფო მმართველობის პროგამიაში ლექციებს ჯორჯიის
და ტროის (აშშ) უნივერსიტეტებიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები კითხულობენ.
ყოველივე ზემოთქმული განაპირობებს პროგრამის კურსდამთავრებულების წარმატებას კარიერულ წინსვლასა და
პროფესიულ განვითარებაში.
|