მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი: სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა

სასწავლო გეგმა

აკადემიური კალენდარი

საგნები

  1. სახელმწიფო მმართველობის საფუძვლები და ორგანიზაციული მენეჯმენტი (ნინო დოლიძე)
    საგანი მოიცავს სახელმწიფო მართვის ბუნებას, პრინციპებსა და მათი რეალიზაციის მექანიზმებს, აღწერს საჯარო მოხელის საქმიანობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მმართველობით და ეთიკურ ასპექტებს.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    აქტიურობა ლექციის მსვლელობისას - 10%
    შუალედური და ფინალური გამოცდა/ტესტი - 3 x 20%=60%
    პრეზენტაცია - 30%
    საბოლოო შეფასება - 100%


  2. საჯარო ორგანიზაციების მართვა და მენეჯმენტი (ტერი ანდერსონი)
    საგანი მოიცავს საჯარო ორგანიზაციების მართვის პრინციპებს; ინდივიდუალური, ჯგუფური და ორგანიზაციული ეფექტურობის ზრდის გზებსა და ტექნიკას.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    გამოცდები - 400
    აქტიურობა - 300
    ჯამური - 700


  3. სამართლის საფუძვლები; ადმინისტრაციული სამართალი (სერგო ბირკაძე)
    საგანი აღწერს სამართლის არსსა და საფუძვლებს, კონსტიტუციისა და სახელმწიფო ორგანოთა ცნებასა და მნიშვნელობას, კანონისა და კანონიერების როლს სახელმწიფო მართვაში, საჯარო მოხელეთა ფუნქციებსა და ვალდებულებებს, მიმართულს კანონიერების დაცვისადმი. განიხილება ურთიერთდამოკიდებულება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, სახელმწიფო უწყებების ადგილი ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემაში.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/მონაწილეობა 10%
    დავალებები 10%
    გამოკითხვა ზეპირი ან/და წერითი,
    კოლოქვიუმი, ტესტირება, პრეზენტაცია 20%
    შუალედური გამოცდა 30%
    საბოლოო გამოცდა 30%


  4. ეკონომიკის საფუძვლები (თენგიზ შერგელაშვილი)
    საგანი იძლევა ფართო ეკონომიკურ სურათს. ძირითადი მიკროეკონომიკური ცნებების განხილვა ამზადებს საფუძველს მაკროეკონომიკის უკეთ შესწავლისათვის. აღიწერება ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობის, ინფლაციისა და სართაშორისო ვაჭრობის პრობლემები, სახელმწიფოს როლი ეკონომიკისა და ბაზრის განვითარებაში.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/აქტივობა - 15%
    კოლოქვიუმში მონაწილეობა - 30%
    II შუალედური გამოცდა - 15%
    პრეზენტაცია - 10%
    საბოლოო გამოცდა -30%


  5. საჯარო ფინანსები და საგადასახადო პოლიტიკა (ნოდარ ხადური)
    კურსი განიხილავს საჯარო ფინანსების საკითხებს, მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში და თანხმლებ ეკონომიკურ ვითარებას. გადასახადები წარმოადგენს არა მარტო სახელმწიფოს ძირითად შემოსავალს, არამედ ასევე ინსტრუმენტს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ჩამოყალიბებისათვის. წარმოდგენილი კურსი მსმენელებს სთავაზობს ეფექტიანი საგადასახადო სისტემის შემუშავების კრიტერიუმებს და აცნობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ასპექტებს. კურსის განმავლობაში განიხილება ქართული საგადასახადო სისტემისა და კანონმდებლობის ძირითადი საკითხები.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება - 5%
    აქტიურობა ლექცია-სემინარებზე - 5%
    ცოდნის შუალედური შემოწმება - თითოეული 30%
    პრეზენტაციის მომზადება და წარმოდგენა - 20%
    საბოლოო გამოცდა - 40%


  6. ფინანსური მენეჯმენტი (ლია ნადიბაიძე)
    მსმენელს უნდა შეეძლოს ორგანიზაციის მიერ მომზადებული ფინანსური დოკუმენტაციის ინტერპრეტაცია, მისი სხვადასხვა ელემენტების გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფინანსური ანგარიშების ძირითადი ელემენტების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების ცვლილების ანგარიშგება) ანალიზი ფინანსური კოეფიციენტის საშუალებით.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/მონაწილეობა 10%
    I შუალედური გამოცდა 20%
    II შუალედური გამოცდა 20%
    საბოლოო გამოცდა 50%


  7. საჯარო პოლიტიკის ანალიზი (ნინო ღონღაძე)
    საგანი აცნობს სტუდენტებს სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების დანიშნულებას, მიზეზებს, შედეგებს, ჩამოყალიბების, რეალიზაციისა და შეფასების მექანიზმებს, საჯარო პოლიტიკის ფორმირების აუცილებელ კონცეპტუალურ საფუძვლებს, შეზღუდვებს, პოლიტიკის ანალიზის მეთოდებსა და პრაქტიკულ ჩვევებს; ახდენს რამდენიმე ანალიტიკური მეთოდის დემონსტრირებას.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    შუალედური გამოცდა - 20%
    საბოლოო გამოცდა - 25%
    მემორანდუმი - 45%
    მონაწილეობა -10%


  8. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული მმართველობა (გიორგი ტუღუში)
    კურსის მიზანია მსმენელებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო რეჟიმების შესახებ. ძირითადი აქცენტი გამახვილებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, მათ შორის უფლებათა დაცვის გაეროსა და ევროსაბჭოს სისტემებზე. კურსი აგებულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მასალებზე დაყრდნობით. განიხილება ასევე უმცირესობათა და თანდაყოლილი უფლებების საკითხიც. კურსი მოიცავს ადამიანის უფლებათა შესაბამისი ინსტრუმენტების განხილვას, მსჯელობას უფლებათა თანამედროვე მდგომარეობას და მათი განხორციელების ასპექტებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და რეგიონალური სისტემების შედარებითი ანალიზი, შესაბამისი იურისპრუდენციის გათვალისწინებით.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 16 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/მონაწილეობა 15%
    პრეზენტაცია 10%
    შუალედური გამოცდა 30%
    საბოლოო გამოცდა 45%


  9. მსოფლიო პოლიტიკა (თორნიკე შარაშენიძე)
    კურსის მიზანია მსოფლიო პოლიტიკის საწყისებისა და დიპლომატიის ისტორიის წარმოდგენა. კურსი მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად თეორიებს - უძველესი სკოლებიდან თანამედროვე მიმდინარეობების ჩათვლით. სტუდენტები მიმოიხილავენ ძირითად ისტორიულ მოვლენებს, გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეთა ცხოვრებას, სხვადასხვა მეცნიერთა და მოაზროვნეთა სწავლებებს. პოლიტიკა განიხილება, როგორც ფილოსოფიური ფენომენი. კურსში ასევე განხილულია დიდი სტრატეგიების კონცეფცია საერთაშორისო გამოცდილებისა და ზესახელმწიფოების სამხედრო სტრატეგიების მაგალითზე. კურსის ნაწილი ეთმობა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 28 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    პრეზენტაციები სემინარზე - 20%
    შუალედური გამოცდა - 40%
    საბოლოო გამოცდა - 40%


  10. კულტურული მემკვიდრეობა (ცირა ელისაშვილი)
    კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებულ პრობლემათა ხასიათისა და მიზეზების შესახებ. სალექციო კურსში განხილულია: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობები; არსებული მდგომარეობის ანალიზი; ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლი ურბანულ-კულტურული პოლიტიკის ფორმირებაში; საერთაშორისო გამოცდილებისა და შესაბამისი მაგალითების მიმოხილვა; რეკომენდაციები ძეგლის მენეჯმენტის სტრუქტურის შესაქმნელად. ნიმუშის სახით აღებულია, თბილისის ისტორიული ნაწილი, რადგან აქ არსებული პრობლემატიკა ანალოგიურია ყველა ისტორიული ქალაქისათვის.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 21 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    მონაწილეობა/დასწრება - 10%
    შუალედური გამოცდა - 40%
    საბოლოო ნაშრომი - 50%


  11. დემოკრატიული განვითარების პრინციპები (გიორგი მარგველაშვილი)
    კურსის ფარგლებში განიხილება დემოკრატიული განვითარების ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის უფლებები და მათი ფუნდამენტალური კავშირი დემოკრატიულ რეჟიმთან; თანასწორობა, თავისუფლება და კანონის უზენაესობა, როგორც ნებისმიერი ადამიანის განუყოფელი უფლება; მთავრობის ანგარიშვალდებულება მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე; სახელმწიფოებრიობის განვითარება და სოციალური კონტრაქტის არსი; დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება განვითარებად ქვეყნებში.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 28 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    მონაწილეობა ჯგუფურ დისკუსიებში - 10%
    ჯგუფური პრეზენტაციები - 15% x 6=90%
    საბოლოო შეფასება - 100%


  12. ადამიანური რესურსების მართვა (თინა ჩხეიძე)
    კურსში განხილულია ორგანიზაციაში თანამშრომლებთან ურთიერთობის ძირითადი მეთოდები და მენეჯმენტის ფილოსოფია. სტუდენტები ეცნობიან რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების სწორი მართვა ორგანიზაციული განვითარებისათვის; როგორ უნდა მოახდინონ ინტეგრაცია იმ სხვადასხვა ღირებულებების, სუბიექტური დამოკიდებულებისა და ქცევის, რომელიც ყოველ ცალკეულ პიროვნებას ახასიათებს, როგორც მთლიანად ორგანიზაციის შიგნით, ასევე ცალკეულ სამუშაო ჯგუფებში.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/აქტივობა 20%
    შუალედური ტესტი I 25%
    შუალედური ტესტი II 25%
    საბოლოო გამოცდა 30%


  13. სტატისტიკა სახელმწიფო მოხელეთათვის (ტერი ანდერსონი)
    კურსის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ კვლევისა და სტატისტიკის საფუძვლებს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ისინი ეცნობიან კვლევის მეთოდებს, შეფასების ინსტრუმენტებსა და მონაცემთა ანალიზის ხერხებს.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    გამოცდები 50%
    ჯგუფური დავალება 30%
    აქტიურობა ლექციის მსვლელობისას 20%


  14. რაოდენობრივი მეთოდები (დენ დერნინგი)
    კურსი შეისწავლის კონკრეტულ რაოდენობრივ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება პოლიტიკის ანალიზის დროს. სტუდენტები ეცნობიან მონაცემთა ანალიზის ხერხებს, სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის ფუნდამენტურ საკითხებს, ხარჯსარგებლის ანალიზს, გადაწყვეტილების მიღების ანალიზსა და თამაშთა თეორიის საწყისებს. კურსი პირობითად შედგება სამი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი შეისწავლის არსებულ მონაცემთა საფუძველზე მომავლის განსაზღვრას. მეორე ნაწილში განხილულია ჩვენს ხელთ არსებული ალტერნატივებიდან ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების ხერხები, ხოლო დასკვნითი ნაწილი შეეხება გადაწყვეტილების მიღებას გაურკვევლობის პირობებში. კურსის შედეგად სტუდენტებს საშუალება აქვთ სიღრმისეულად შეისწავლონ პოლიტიკური პრობლემების მონაცემები ანალიზის საშუალებით, დაინახონ ურთიერთკავშირი განვითარებულ მოვლენებს შორის და განსაზღვრონ მოვლენების სამომავლო განვითარება.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    საშინაო დავალება: 20%
    შუალედური გამოცდა: 35%
    საბოლოო გამოცდა: 35%
    აქტიურობა ლექციების მსვლელობი დროს: 10%


  15. პოლიტიკის ანალიზის ხარისხობრივი მეთოდები (დენ დერნინგი)
    კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ხარისხობრივი ანალიზის ძირითადი პრინციპები; ხარისხობრივი ანალიზის კვლევითი მეთოდების პარადიგმები; მონაცემების შეგროვება, ამ მონაცემების ანალიზისა და სანდოობის შემოწმება.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    საშინაო დავალება: 20%
    შუალედური გამოცდა: 35%
    საბოლოო გამოცდა: 35%
    აქტიურობა ლექციების მსვლელობი დროს: 10%
    (სილაბუსი შემუშავდება კურსის დანიშვნის შემდეგ)


  16. მონაცემთა ანალიზი (ნინო დურგლიშვილი)
    კურსის მიზანია სახელმწიფო მართვის სტუდენტების მიერ მონაცემთა ანალიზის მეთოდების ათვისეება და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება. მონაცემთა ანალიზის ლოგიკური სქემის გაკეთება. სოციოლოგიურ მონაცემთა ანალიზის მოდელების შესწავლა. ზირითადი მეთოდების მიმოხილვა.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/მონაწილეობა - 5%
    კოლოქვიუმებში მონაწილეობა - 30%
    პრეზენტაცია სემინარზე - 35%
    დასკვნითი გამოცდა - 30%


  17. საჯარო გამოსვლები (მაკა იოსელიანი)
    კურსი მიზნად ისახავს ეფექტური საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შემუშავებას. კურსის განმავლობაში სტუდენტები ეცნობიან ეფექტური საჯარო გამოსვლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს: სხეულის ენა, აუდიო და ვიზუალური დამხმარე საშუალებები, ურთიერთობა აუდიტორიასთან და სხვა.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 16 სააუდიტორიო საათი
    (სილაბუსი შემუშავდება კურსის დანიშვნის შემდეგ)


  18. საზოგადოებასთან ურთიერთობა (თორნიკე გურული)
    კურსის მიზანია ჩამოუყალიბოს სტუდენტებს, როგორც მომავალ სახელმწიფო მართვის მოხელეებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები; ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით სტუდენტებს გააცნოს პიარის, როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა თეორიები და ძირითადი პრინციპები. კურსი მიზნად ისახავს პიარის ორი მიმართულებით გაშლას: პიარის თეორია - ამ ბლოკის საშუალებით სტუდენტები გაეცნობიან პიარის, როგორც მეცნიერების, თეორიულ საფუძველს; პიარის პრაქტიკა - ამ ბლოკით სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკულად გაიუმჯობესონ თეორიით მიღებული ცოდნა და გაანალიზონ პიარის პრაქტიკული მნიუშვნელობა მის გამოსაყენებლად სხვადსხვა სფეროში.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 16 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    ლექციაზე დასწრება/აქტიურობა - 10%
    გუნდური კრეატიული დავალების შესრულება - 20%
    2 საშინაო დავალება - 30%
    საბოლოო წერითი გამოცდა - 40%


  19. ტრეინინგი კომუნიკაციასა და ლიდერობაში (რუსუდან მშვიდობაძე)
    პრაქტიკული ტრენინგის კურსი, რომელიც შეასწავლის ლიდერობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის პრაქტიკულ მეთოდებსა და უნარებს, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ თვისებებს. პრაქტიკული მეცადინეობის, სიმულაციური სიტუაციების მეშვეობით სტუდენტები შეიძენენ ზემოაღნიშნულ უნარებს, რომლებიც ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობას შეადგენს.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 44 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დისკუსიებში მონაწილეობა - 10%
    გუნდური მონაწილეობა - 20%
    პრეზენტაცია - 20%
    დავალებები 10 x 5% = 50%


  20. ალგებრა (ლელა თარხნიშვილი)
    კურსის მიზანია იმ აუცილებელი მათემატიკური ცოდნის დაუფლება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც მომავალ სახელმწიფო მოხელეებს ხელს შეუწყობს პროფესიულ საქმიანობაში. მათემატიკური აპარატის გამოყენება ფართოდაა გავრცელებული პოლიტიკის შემუშავების, ანალიზის, პროგნოზის პროცესებში. შესაბამისად პრაქტიკული მათმატიკური უნარ-ჩვევების ფლობა აუცილებელია ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო მოხელისათვის.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა:24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    აქტიურობა პრაქტიკულ მეცადინეობაზე 20%
    თვითშემოწმება ტესტირება 10%
    საშინაო დავალებები 10%
    საბოლოო გამოცდა 60%


  21. ქართული მართლწერა და მართლმეტყველება (სალომე ომიაძე)
    განიხილება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და წერით და სალაპარაკო ენაში ფართოდ გავრცელებული შეცდომები.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    მონაწილეობა/დასწრება - 10%
    წერითი გამოკითხვა - 15% x 2=30%
    ზეპირი გამოკითხვა - 20%
    საშინაო დავალება -10%
    საბოლოო გამოცდა - 30%


  22. ინგლისური ენა (ნინო ნაკაშიძე, მირანდა ბეროშვილი)
    ისწავლება ინგლისური ენის გრამატიკა, ლექსიკა, ტერმინოლოგია, საქმიანი მიმოწერა.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/აქტიურობა 10%
    საშინაო დავალება 25%
    შუალედური შემოწმება 25%
    საბოლოო გამოცდა 40%


  23. კომპიუტერული ტექნოლოგიები (კახა სხულუხია)
    კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს თანამედროვე კომპიუტერული სისტემების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა, მიაწოდოს მათ ამ უკანასკნელის შესახებ ძირითადი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც თავის მხრივ, აუცილებელია სახემწიფო მმართველობის სკოლის სხვა დისციპლინათა შესწავლისას, მათ წინაშე დასმული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისათვის.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 22 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/მონაწილეობა 8%
    დავალება 10% x 4
    შუალედური ჩათვლა 15% x 2
    საბოლოო ჩათვლა 22%
  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -