|
|
მისამართი: თბილისი, 0108 მარი ბროსეს #2 ტელ: (+995 32) 931466, 934346 ფაქსი: (+995 32) 931466 |
|
|
|
ერუდიტ კლუბი
2007 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
ფუნქციონირებს კლუბი
"ერუდიტი", რომელიც სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო
პროგრამის სტუდენტების მიერ დაარსდა. აღნიშნული კლუბის მიზანია ინტელექტუალური
ღონისძიებების მოწყობისა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან ინტენსიური შეხვედრების
გზით სტუდენტების ერუდიციის ამაღლება. დასწრება და მონაწილეობის მიღების უფლება
აქვს ნებისმიერ პიროვნებას რომელსაც გააჩნია მოტივაცია და სურვილი გაიგოს
საინტერესო ამბები და ეზიაროს GIPA-ში დამკვირებულ
Guest-Speaker
- ის ტრადიციას.
სწორედ ამ მიზნით, კლუბ
"ერუდიტის" ფარგლებში თვეში ერთხელ ხდება ცნობილი
პიროვნებებისა და საინტერესო ადამიანების მოწვევა. ჩვენი ინსტიტუტის კაფემ უკვე
არაერთგზის უმასფინძლა ასეთ შეხვედრას. კლუბი
"ერუდიტი" კვლავ ინტენსიურად
აგრძელებს თავის საქმიანობას.
|
|
|