|
|
|
|
 |
 |

| ?????????: ???????, 0108
???? ?????? #2
???: (+995 32) 931466, 934346
?????: (+995 32) 931466 |
|
|
» თავფურცელი:
მიმდინარე მოვლენები
არქივი 2007, 2006, 2005, 2004
|
სახელმწიფო მმართველობის სკოლა
და კულტურის სამინისტრო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს
18
მარტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო
მმართველობის სკოლასა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და
სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოეწერა
ხელი, რისთვისაც კულტურის მინისტრი ბატონი ნიკოლოზ რურუა სპეციალურად
ესტუმრა GIPA-ს.
მემორანდუმის თანახმად, კულტურის სამინისტრო და GIPA ერთობლივ
ინიციატივებს განახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებით. სახელმწიფო
მმართველობის სკოლა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას
შეუწყობს ხელს, რისთვისაც ჩაატარებს სპეციალურ ტრენინგებს და
სამინისტროს სკოლის მიერ თარგმნილ და მომზადებულ ლიტერატურას მიაწვდის,
ხოლო სკოლის ექსპერტები და სტუდენტები სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფის
მუშაობაში ჩაერთვებიან, ჩაატარებენ კვლევებს და დაამუშავებენ
სამინისტროსთვის აქტუალურ თემებს. კულტურის სამინისტრომ, თავის მხრივ,
ვალდებულება აიღო დაინტერესებული სტუნდენტების სტაჟირებას, სკოლის
საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამებს კონსულტაციის გაწევას
და წარმატებული სტუდენტისათვის სტიპენდიის დანიშვნის საკითხის
განხილვას შეუწყოს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიაზე, ბატონმა ნიკოლოზ რურუამ ხაზი გაუსვა ამ
მემორანდუმის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო
მმართველობის სკოლასა და კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობა
ნაყოფიერი იქნება. მან აგრეთვე ისაუბრა საქართველოს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამების მნიშვნელობასა და GIPA-ს იმ
წარმატებულ კურსდამთავრებულებზე, რომლებიც დღეს საჯარო სექტორში
მოღვაწეობენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ნიკოლოზ რურუამ და სახელმწიფო
მმართველობის სკოლის დეკანმა, მაკა იოსელიანმა მოაწერეს ხელი.
|
|
ფრანგი ტელე ჟურნალისტის
მასტერ კლასი GIPA-ს სტუდენტებისათვის
ოლივიე
მიშელი, ფრანგი ჟურნალისტი და რამდენიმე ცნობილი თოქ-შოუს წამყვანი,
ორი კვირის განმავლობაში
GIPA-ს
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის მეორე კურსის
მაგისტრანტებს ინტენსიურ ტრენინგებს უტარებდა სატელევიზიო ახალი
ამბების მომზადების ტექნიკის სფეროში. ეს ტრენინგი პრაქტიკული
უნარჩვევების გამომუშავებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან
სტუდენტებს რეპორტაჟების მომზადება რეალურ ვითარებაში უხდებათ.
ტრენინგის ორგანიზება
"კანალ ფრანს ინტერნაციონის"
დახმარებით გახდა
შესაძლებელი. ეს ფრანგული ორგანიზაცია მედიის სფეროში თანამშრომლობის
მრავალი პროექტის ავტორი და მხარდამჭერია.
GIPA-სპროგრამა
ჯურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში ორწლიანი ინგლისურენოვანი
სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც არა მარტო ქართველ სტუდენტებს, არამედ
სომეხ, აზერბაიჯანელ და ყაზახ ახალგაზრდა ჟურნალისტებსაც ასწავლის
თავისუფალი მედიის მუშაობის საუკეთესო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს.
|
|
2008
წლის 20
ივლისს
საქართველოს
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები
ივლისს
და
კურსდამთავრებულები:
გიორგი გოგორიშვილი, თემურ თორდინავა, თათია
ბოჭორიშვილი,
გიორგი
შენგელია
, მიხეილ
ძაგანია,
გიორგი
გურგენაძე შეხვდნენ საქართველოს
ექსპრეზიდენტს
ბატონ
ედუარდ
შევარდნაძეს.
შეხვედრა დაახლოებით
2
საათს
გაგრძელდა.
საუბარი ძალზე საინტერესოდ წარიმართა და შემდეგ საკითხებს შეეხო:
კონსტიტუციური მონარქიის შესაძლებლობა საქართველოში, რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები, საქართველოს NATO-ში
ინტეგრაციასა და სხვა . |
|
ძვირფასო GIPA-ს სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო, ლექტორებო და მეგობრებო!
დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს ინარჩუნებთ სიმშვიდეს და იმედს არ კარგავთ. გვინდა გვჯეროდეს რომ თქვენი ოჯახები და მეგობრები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არიან.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ მზად ვართ თქვენ ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გავცეთ და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებაც აღმოგიჩინოთ. ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია: 931466 ან 934346
მოგიწოდებთ დახმარება აღმოუჩინოთ კონფლიქტის ზონიდან დევნილ მოსახლეობას, რომელიც ამჟამად უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. ხუთშაბათს, 14 აგვისტოს, 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე, ინსტიტუტის ეზოში დაიწყება დახმარებისათვის საჭირო ნივთების შეგროვება. ძირითადი საჭიროებებია ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები, მშრალი საკვები, ჭურჭელი, პირადი ჰიგიენის საგნები, ბავშვის ჰიგიენის საგნები და ა.შ. დღის ბოლოს ინსტიტუტი შეგროვებულ ნივთებს გადასცემს დახმარების შესაბამის შტაბებს.
წინასწარ მადლობას გიხდით გამოჩენილი სოლიდარობისა და გულისხმიერებისათვის.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადმინისტრაცია.
|
გამარჯვებული ფეხბურთელების დაჯილდოვება
შაბათს 24 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები და ადმინისტრაცია შეიკრიბა, რათა ინსტიტუტის ფეხბურითის ყოველწლიური ჩემპიონატის გამარჯვებული სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა გუნდი დაეჯილდოვებინა. ფინალი, სადაც ჩემპიონები ზოგადი მენეჯმენტის სტუდენტებს დაუპირისპირდნენ, დაძაბული გამოდგა. ტურნირის ბედი პენლების სერიამ გადაწყვიტა.
ცნობილი ქართველი ფეხბურთელები რევაზ და არჩილ არველაძეები სპეციალურად ესტუმრნენ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, რათა გამარჯვებულთათვის თასები და საპატიო სიგელები გადაეცათ.
დაჯილდოვების ცერემონიისათვის მოწყობილ შავ-თეთრ წვეულებაზე განსაკუთრებულად გემრიელი ფეხბურთის მოედნის ფორმის უზარმაზარი ტორტი გამოდგა, რომელსაც დიდი შოკოლადის ბურთი ამშვენებდა. |
GIPA-ს სტუდენტები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ
2008 წლის 12 მაისს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები: გიორგი გოგორიშვილი, თემურ თორდინავა, თათია ბოჭორიშვილი, სოფო კანდელაკი, გია ზაქარაია, გიორგი გურგენაძე შეხვდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. საუბარი ძალზე საინტერესოდ წარიმართა და შემდეგ საკითხებს შეეხო: კონსტიტუციური მონარქიის შესაძლებლობა საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. |
|
ქ-ნ კოლინ გრაფი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ქ-ნ კოლინ გრაფი ესტუმრა. ქ-ნი გრაფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ევროპისა და ევრაზიის საკითხთა განყოფილებაში. ქ-ნ გრაფმა წაიკითხა ლექცია თემაზე ”ამერიკის სახალხო დიპლომატიის როლი გლობალურ თანამეგობრობაში”.
ლექციის დასაწყისში, ქ-ნ გრაფმა მოყვა თავისი სტუდენტური წლებისა და ლონდონის უნივერსიტეტში მუშაობის შესახებ. მოგვიანებით ლექცია ინტერაქტიულ შეხვედრაში გადაიზარდა და სტუდენტები აქტიურად ჩაებნენ ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებისათვის სახალხო დიპლომატიის როლის შესახებ მსჯელობაში. ლექციის დასასრულს, ქ-ნ გრაფმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა კოსოვოსა და აფხაზეთის საკითხების შესახებ და აღნიშნა, რომ კოსოვო არ განიხილება პრეცედენტად აფზაზეთის კონფლიქტის მოგვარებისას. სტუდენტთა კითხვები აგრეთვე შეეხებოდა მედიის თავისუფლებასა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასა და სხვა საკითხებს.
ქ-ნი გრაფის რადიო GIPA-სთან ინტერვიუს შეგიძლიათ მოუსმინოთ პარასკევს, 19:00 საათზე. |
მდგრადი განვითარება გლობალიზაციის პირობებში
1 აპრილს, სპეციალურად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისათვის ბატონმა ჯორჯ მაქგარნმა, საქართველოში დემოკრატიის განვითარების ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტმა, ჩაატარა ლექცია თემაზე ”შესაძლებელია თუ არა მდგრადი განვითარება გლობალიზაციის პირობებში?”
ბატონი მაქგარნი საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული პროფესორი გახლავთ მენეჯმენტისა და გარდამავალის ეკონომიკისადმი ინოვაციური მიდგომის დარგში. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ბატონმა მაქგარნმა სახელი გაითქვა თავისი აკადემიური საქმიანობით და წვლილი შეიტანა როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამის განვითარების, მენეჯმენტისა და კვლევების წარმართვის კუთხით, ასევე საერთაშორისო განვითარების პროექტებსა და კონფლიქტების დარეგულირების დარგში. იგი წარმატებით მოღვაწეობდა ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორიცაა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბოსტონის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა და სხვა. სხვადასხვა დროს ბ-ნი მაქგარნი გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო დონორების მრჩეველი და ექსპერტი. |
ბ-ნი გიორგი გაბაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა
6 მარტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ბ-ნი გიორგი გაბაშვილი ესტუმრა და სტუდენტებს შეხვდა. საათნახევრიანი შეხვედრის განმავლობაში ბატონმა გიორგიმ ისაუბრა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაზე, ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ბ-ნი გიორგი, აგრეთვე, ესაუბრა სტუდენტებს იმ სამუშაოზე, რომელიც კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისრომ გასწია, როგორც თბილისის ისტორიული უბნების კეთილმოწყობისათვის, ასევე ზოგადად ქართული კულტურის განვითარების საქმში.
ბ-ნ გიორგი გაბაშვილის ინტერვიო რადიო GIPA-სთან შეგიძლიათ მოისმინოთ აქ. |
ბრიტანეთის ელჩი GIPA-ში
21 თებერვალს საქართველოს საზოაგდოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ბრიტანეთის ელჩი, ბ-ნი დენის კიფი ესტუმრა. ბ-ნი კიფი უკვე 10 თვეა საქართველოში იმყოფება და ქართულიც კარგად შეისწავლა. ბ-ნმა ელჩმა ვრცლად მოუყვა სტუდენტებს ბრიტანეთის საგარეო უწყების მუშაობასა და პრიორიტეტებზე. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტებზე კავკასიაში და ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმიანობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სტუდენტების მიერ დასმული კითხვები ძირითადად გასულ არჩევნებსა და კოსოვოს დამოუკიდებლობას შეეხებოდა. ბ-ნმა დენის კიფმა აღნიშნა, რომ კოსოსვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პრეცედენტი აფხაზეთისა და ოსეთისთვის. |
სათხილამურო ტურნირი გუდაურში
დიდთოვლობის შემდეგ გუდაური სათხილამურო შეჯიბრებს მასპინძლობს. პირველი ასეთი სამთო-სათხილამურო ტურნირი 23 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა გამართა.
ეს ტურნირი უკვე ხუთი წელია რეგულარულად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ინსტიტუტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ლექტორები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიებისა და საელჩოების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
შეჯიბრმა ექვსი საუკეთესო მოთხილამურე გამოავლინა. გოგონებს შორის გამარჯვება ინსტიტუტის სტუდენტმა ნანიკო კლდიაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბიჭებში საუკეთესო თი-ბი-სი-ს წარმომადგენელი გიორგი გალოგრე გამოდგა. ყველაზე უარესი შედეგის მაჩვენებემა, 12 წლის გიორგი მოსიძემ ტრადიციული პრიზი, კერამიკული ჩაიდანი, დაიმსახურა.
წელს ტურნირის მთავარი სპონსორი თი-ბი-სი ბანკი გახლდათ, რომელმაც მთლიანად დააფინასა საპრიზო ფონდი. გამაგრილებელი სასმელები შეჯიბრის მონაწილეებისათვის კომპანიება ყაზბეგი და სამგორი მოგვაწოდეს. |
NATO-ს დღე GIPA -ში
11 თებერვალს ”საინფორმაციო ცენტრმა ნატოს შესახებ” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისათვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ საინფორმაციო სემინარი მოაწყო. მოწვეული სპიკერი საქართევლოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი გახლდათ.
11 თებერვალს ”საინფორმაციო ცენტრმა ნატოს შესახებ” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისათვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ საინფორმაციო სემინარი მოაწყო. მოწვეული სპიკერი საქართევლოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი გახლდათ.
ბ-ნმა მენარარიშვილმა ილაპარაკა საქართველო-ნატოს ურთიერთობის უმთავრეს საკითხებზე და აგრეთვე, იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომელნიც ბუქარესტის მომავალ სამიტზე განიხილება. მან განიხილა პარტნიორობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) გადასვლის პერსპექტივა და ისაუბრა იმ სამუშაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს სამხედრო და უშიშროების სფეროებში და, აგრეთვე, პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსპორმაციის კუთხით, რათა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება შესაძლებელი გახდეს.
ბოლოს, ნ-მა ირაკლი მენაღარიშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა. სტუდენტებმა ბ-ნ მენაღარიშვილს თხოვეს ბუქარესტის სამიტის შემდეგაც ჩაეტარებინა ლექცია ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის შედეგების განსახილველად. |
ახალი ლექციების კურსი - დეველოპერული საქმიანობის პრინციპები
12 თებერვალს საქართევლოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა კომპანიებთან ARCI, CI&D Architects and GEOGraphics ერთად ახალი კურსის - დეველოპერული საქმიანობის პრინციპები - პრეზენტაცია ჩაატარა.
ვინაიდან დეველოპერულ საქმიანობას დიდი მნიშვნლობა ენიჭება ქვეყნის მუნიციპალურ განვითარებაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ჩათვალა, რომ მომავალი სახელმწიფო მოხელეებისათვის ამ ტიპის ცოდნა აუცილებელია. ლექციათა ეს კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოკლე სერტიფიცირებული კურსის - ქალაქის მართვა და განვითარება - ნაწილი გახდება, ხოლო სექტემბრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის აუცილებლად შესასწავლ დისციპლინათა სიაში შევა.
აღსანიშნავია, რომ ეს ახალი კურსი კომპანიებმა ARCI, CI&D Architects, GEOGraphic საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით სპეციალურად შეიმუშავეს. |
ზურაბ ნოღაიდელი ჯიპას სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს
მომავალი სემესტრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბ-ნი ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო
პოლიტიკის სტუდენტებს ლექციების კურსს წაუკითხავს.
ბ-ნმა ნოღაიდელმა პოლიტიკური კარიერა 1990 წელს დაიწყო, როდესაც იგი პარლამენტის წევრი გახდა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. იგი ორჯერ გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრი: 2000-2001 და 2003-2005 წლებში, ხოლო 2005 წლიდან 2007
წლის ბოლომდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
ბ-ნ ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეფორმების წყალობით, მთლიანი შიდა პროდუქტის
ზრდამ 2005 წელს 9.6% შეადგინა, ხოლო 2006 წელს - 9.4%, რამაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებადი
ეკონომიკის მქონე ქვეყანად აქცია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, საგადასახადო რეფორმები, რომელთა გატარების შემდეგ გადასახადების
ამოღება საგრძნობლად გაზარდა, და ბიზნესის ხელშესაწყობად გატარებული რეფორმები.
შედეგად, საქართველომ 2007 წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში 112 ადგილიდან 37 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მსოფლიო ბანკმა და აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტომ ბ-ნი ნოღაიდელი ბიზნესის საუკეთესო რეფორმატორად აღიარა. |
|
|
|