|
|
|
|
 |
 |

| ?????????: ???????, 0108
???? ?????? #2
???: (+995 32) 931466, 934346
?????: (+995 32) 931466 |
|
|
» თავფურცელი:
მოვლენათა არქივი '07
არქივი 2008, 2006, 2005, 2004
27 დეკემბერი, 2007
27 დეკემბერს 18:30 საათზე საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამას სტუმრად ეწვევა საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის
ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი არჩილ გეგეშიძე. მისი კვლევის სფერო მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და პოლიტიკური
რისკის ანალიზის საკითხებს. საუბრის თემა იქნება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები. |
20 დეკემბერი, 2007
გაიმართა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამების მეორე კურსის სტუდენტების შეხვედრა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთან, ბ-ნ ალექსი ალექსიშვილთან. შეხვედრის განმავლობაში გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები ერთობლივი პროექტების
განსახორციელებლად ეკონომიკის სფეროში, რაც სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრების სახით იქნება წარდგენილი. ბ-ნი ალექსიშვილის განმეორებითი შეხვედრა
სტუდენტებთან შედგება 27 დეკემბერს. |
18 დეკემბერი, 2007
18 დეკემბერს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლის მოწვევით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი
არხის პროდიუსერ ირმა ნადირაშვილთან და ჟურნალისტ ვახო სანაიასთან ერთად სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო არხის საკადრო პოლიტიკაზე,
სატელევიზიო პროგრამირებაზე, მარკეტინგულ პოლიტიკაზე, მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე. |
პრემიერ მინისტრი GIPA-ს ესტუმრა
ორშაბათს, 17 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი ლადო გურგენიძე ესტუმრა და სტუდენტებს
შეხვდა.
ბატონმა გურგენიძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ და სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.
პრემიერ მინისტრთან შეხვედრის სრული აუდიო ჩანაწერში შეგიძლიათ მოისმინოთ აქ. |
GIPA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მაისაშვილი სტუმრობს
პარასკევს, 14 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს პრეზიდენტობის კანდიდატი ბ-ნი გიორგი მაისაშვილი ესტუმრა და სტუდენტებს შეხვდა.
ბატონმა გიორგიმ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მისეულ ხედვაზე. მან სტუდენტებს მოუყვა თავისი ეკონომიკური პროგრამის შესახებ,
რომელიც საქართველოში დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმებასა და გაყიდვებსა და ფუფუნებაზე გადასახადების შემოღებას ითვალისწინებს. შეხვედრის დასასრულს
ბატონმა მაისაშვილმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, რომელნიც სასამართლო და განათლების სისტემების რეფორმას, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, ნატოში
ინტეგრაციასა და კონფლიქტების დარეგულირებას ეხებოდა.
ბ-ნი მაისაშვილის სპეციალური ინტერვიუ რადიო GIPA-სთან შეგიძლიათ მოისმინოთ პარასკევს, 19:00-ზე, ახალი ამბების შემდეგ. |
10 დეკემბერი, 2007
10 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაგეგმილ შეხვედრების ფარგლებში
ბ-ნ ლევან გაჩეჩილაძეს უმასპინძლა.
ბ-ნ გაჩეჩილაძემ თავისი საპრეზიდენტო პროგრამა მიმოიხილა, რომლის ძირითადი მიმართულება საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის
წყობაზე გადასვლის 200 დღიან გეგმას მოიცავს.
ბ-ნ ლევან გაჩეჩილაძემ და ”გაეთიანებული ოპოზიციის” წევრებმა ქ-ნ თინა ხიდაშელმა, ბატონებმა დავით ზურაბიშვილმა და კოკა გუნცაძემ,
აგრეთვე, უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს ნატო-ში ინტეგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, სასამართლო და განათლების რეფორმების შესახებ.
ბ-ნ გაჩეჩილაძის ინტერვიუ რადიო GIPA-სთან შეგიძლიათ მოისმინოთ პარასკევს, 14 დეკემბერს 19:00-ზე, ახალი ამბების შემდეგ. |
6 დეკემბერი, 2007
ხუთშაბათს, 6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე ესტუმრა და
GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა. ეს გახლდათ პირველი ღონისძიება იმ შეხვედრების სერიიდან, რომელთაც საქართველოს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტი პრეზიდენტობის კანდიდატებთან გეგმავს.
შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. ბატონმა გამყრელიძემ ვრცლად ისაუბრა თავის პროგრამასა და გეგმებზე, რომლთა სისრულეში მოყვანას
იგი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს. მან, აგრეთვე, პასუხი გასცა სტუდენტების შეკითხვებს ჯანდაცვის, კონფლიქტების
მოგვარებისა და საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობის თაობაზე.
ბ-ნი გამყრელიძის სპეციალური ინტერვიუ რადიო GIPA-ს ჟურნალისტ ნინო ექვთიმიშვილთან შეგიძლიათ მოისმინოთ პარასკევს,
19:00-ზე, ახალი ამბების შემდეგ. |
29 ნოემბერი, 2007
ხუთშაბათს, 29 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ფინანსთა მინისტრი, ბატონი ნიკა გილაური ეწვია. იგი GIPA-ს
სტუდენეტებს შეხვდა და ფინანსთა სამინისტროში ახალგაზრდა პროფესიონალების მისაზიდად შექმნილი დასაქმების პროგრამა განიხილა. მინისტრმა ისაუბრა
ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაზე და დეტალურად მოუყვა სტუდენტებს, როგორ და რა საკითხებზე მუშაობს თითოეული დეპარტამენტი
(დეტალური პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ). როგორც მან აღნიშნა, ამჟამად სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 35 ვაკანსიაა. ფინანსთა
სამინისტროში მუშაობის მსურველებს შეუძლიათ გააგზავნონ თავიანთი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე hr@mof.ge.
ვაკანსიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ. |
24 ოქტომბერი, 2007
ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს, 16 საათზე ინსტიტუტს ესტუმრა ბატონი ვახტანგ ხმალაძე. საუბრის თემა: კონსტიტუციური მონარქია. |
18 ოქტომბერი, 2007
18 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ამ ჯერად ჯიპას ცნობილი
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ესტუმრა. ამ ჟამად “უმუშევარი” ბიზნესმენი, როგორც მან საკუთარ თავს უწოდა, წლების მანძილზე რუსეთში ერთ-ერთი
უდიდესი კონგლომერატის “სისტემას” ვიცე-პრეზიდენტი და ამავე ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანია “როსნოს გენერალური დირექტორი იყო.
მან თავს უფლება მისცა გრძელვადიანი შვებულება აეღო და ამჟამად საქართველოში იმყოფება.
შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა, თავდაპირველად ბატონი ლევანი მოგვიყვა თავისი გამოცდილების შესახებ, შემდეგ კი სტუდენტების
დასმულ შეკითხვებს უპასუხა. |
11 სექტემბერი, 2007
კახეთის რეგიონის სოფელ კაჭრეთში კაჭრეთის პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნა. ცენტრმა ყოველწლიურად ოთხასამდე სტუდენტი
უნდა მოამზადოს სოფლის მეურნეობის, აგრო ბიზნესის, მარცვლეულის წარმოების, ხის დამუშავებისა და რამდენიმე სხვა მიმართულებით.
ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კახა ლომაია, განათლების მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია, გაეროს მუდმივი
კოორდინატორი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში რობერტ ვოტკინსი,
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი, საქართველოს
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი ლევან ცუცქირიძე და ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები ქეთი ნატრიაშვილი,
ნესტან ციციშვლი და ზაზა ზედგინიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში და კერძოდ კახეთის რეგიონში აგრო ტურიზმის
განვითარებაზე და მის მჭიდრო კავშირზე სოფლის მეურნეობის განვითარებასთან. განათლების მინისტრმა ხაზი გაუსვა
პროფესიული ცენტრების გახსნის მნიშვნელობას. ლომაიას თქმით, ათასობით სტუდენტი და ზრდასრული შეძლებს ასეთ
სასწავლებლებში შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული ჩვევების მიღებას.
ცენტრის დირექტორმა, ნათელა პაპუნაშვილმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს, გაეროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს გაწეული დახმარებისთვის. მან
სტუმრებს დაათვალიერებინა ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის
დახმარებით მოწყობილი ვენახი და საფუტკრეები.
დონორი ორგანიზაციები შეთანხმდნენ რომ თანამშრომლობა კაჭრეთის პროფესიული განათლების ცენტრთან
მომავალშიც გაგრძელდება.> |
20 ივლისი, 2007
დავით ბაქრაძე, ინსტიტუტის 1996 წლის სახელმწიფო მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებული, საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.
ჩვენ ვულოცავთ ბატონ დავითს ახალ პოსტს და წარმატებებს ვუსურვებთ. ბატონი დავითი გიორგი არველაძესთან (საქართველოს ეკონომიკური
განვითარების მინისტრი) ერთად საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მეორე წევრია, რომელსაც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აქვს
დამთავრებული. |
30 ივნისი, 2007
30 ივნისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების
მემორანდუმის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო და თავდაცვის საკითხებზე ლექციათა რეგულარული ციკლის ორგანიზებას,
ინსტიტუტს სტუმრად ეწვია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ლევან ნიკოლეიშვილი, მან საერთაშორისო პოლიტიკის
პროგრამის სტუდენტებისათვის და ასევე სხვა დაინტერესებულ პირთათვის წაიკითხა ლექცია თემაზე "შეიარაღებული ძალების სტრუქტურა,
ამოცანები და სახეობების მიმოხილვა". ბატონმა ლევანმა ვრცლად ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს ფუნქციებსა და ამოცანებზე, გაერთიანებული
შტაბის სტრუქტურასა და იმ მისიაზე რაც დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აკისრიათ. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო
სტუდენტებს მიერ დასმულ შეკითხვებს. |
7 ივნისი, 2007
ხუთშაბათს, 7 ივნისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ეწვია ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ბატონი გიორგი
არველაძე. ბატონი მინისტრი შეხვდა სამაგისტრო პროგრამების სტუდნეტებს.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, გამოყო ტურიზმის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური
განვითარებისათვის. დისკუსიის დროს განხილულ იქნა საგადასახადო რეფორმა, საშემოსავლო და სოციალური გადასახადების
გაერთიანების შესაძლო შედეგები, ძველი თბილისის უბნებსა და საკურორტო ზონებში მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებული
აქტუალური საკითხები. მინისტრი შეეხო ფოთის პორტის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის პერსპექტივასაც.
შეხვედრა წარიმართა ძალზედ საინტერესოდ, ინტერაქტიურ რეჟიმში. სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქვეყანაში მიმდინარე
პროცესების განხილვაში. |
25 მაისი, 2007
პარასკევს, 25 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ეწვია სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი პეტრე
ცისკარიშვილი. ბატონი მინისტრი შეხვდა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. შეხვედრის ძირითადი თემა იყო
სამინისტროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და მისი განვითარების პერსეპექტივები. მინისტრი ასევე შეეხო სოფლის
მეურნეობის დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობასა და მეღვინეობის პრობლემას. |
22 მაისი, 2007
22 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო სამსახურის რეფორმის
პროექტის მიერ ორგანიზებულ იქნა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ
ინსტიტუტის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, აგრეთვე სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების
წარმომადგენლები.
შეხვედრის პირველ ნაწილში ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ იქნა კვლევითი პროექტი, ”სახელმწიფო მართვის ანალიზი: საჯარო მომსახურების
რეფორმის გავლენა”. პროექტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს ერთის მხრივ, დიალოგი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საჯარო სამსახურის
მომავალი ფორმის შესახებ და საქართველოში სამოქალაქო მომსახურების რეფორმის მხარდაჭერა; მეორეს მხრივ კი ინსტიტუტის კვლევითი
შესაძლებლობებისა და მისი საზოგადოებრივი როლის კიდევ უფრო გაძლიერება აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.
შეხვედრის მეორე ნაწილში - პრეზენტაციის შემდეგ - გაიმართა დისკუსია საჯარო მომსახურების რეფორმის თაობაზე. დისკუსიაში აქტიური
მონაწილეობა მიიღო დამსწრე საზოგადოებამ. განხილულ იქნა განსხვავებული პოზიციები და დაიგეგმა სამომავლო ამოცანები მომდევნო შეხვედრისა და
საქმიანობისათვის. |
17 მაისი, 2007
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, კომპლექსური თანამშრომლობის მიზნით,
2007 წლის 17 მაისს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რითაც საფუძველი ჩაეყარა განათლების, პოლიტიკის ანალიზისა და
უსაფრთხოების საკითხების განხილვის პროცესში ყოვლისმომცველ თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამხედრო და ეროვნული
უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ოფიციალური პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებისა და ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფის ერთობლივ მუშაობას ამ საკითხებზე. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს სამხედრო
და თავდაცვის საკითხებზე ლექციათა რეგულარული ციკლის ორგანიზებას ინსტიტუტში, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური
პირები და მისი საერთაშორისო პარტნიორები ჩაატარებენ. ინსტიტუტი და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივად შექმნიან სამხედრო ისტორიის
კლუბს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სამხედრო ისტორიის სიღრმისეულ ანალიზს.
ურთიერთგაგების მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების მნიშვნელოვან და ახალ ეტაპს, მას
ახალ საფეხურზე გადაყავს სახელმწიფო უწყებებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა. მემორანდუმის ხელმოწერა ხაზს
უსვამს პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი კვლევისა და პროფესიული დებატების არსებობის საჭიროებას სახელმწიფოსა და აკადემიურ ინსტიტუტებს
შორის, რაც წარმოადგენს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საგანმანათლებლო და ანალიტიკური საქმიანობის ერთ-ერთ ქვაკუთხედს. |
26 აპრილი, 2007
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს სტუმრად ეწვია საქართველოს ფინანსთა მინისტრი,
ბატონი ალექსი ალექსიშვილი. შეხვედრის თემა ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის უახლეს
სტატისტიკას, ტენდენციებს და სამომავლო პერსპექტივებს.
მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ და მომავალში მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებზე,
მათ შორის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე. წარმოდგენილ იქნა 2007
წლის ფინანსთა სამინისტროს გეგმები. ხაზგასმულ იქნა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს იმისათვის
რათა მაქსიმალურად მიმზიდველი პირობები შეიქმნას უცხოური ინვესიტიცებისთვის.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინსტიტუციონალური და ფიზიკური ინფრასტრუქტურის არსებობის გარდა, ინვესტორთა
მოზიდვისათვის მნიშვნელოვანია საგადასხადო განაკვეთების შეცვლა, მან დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას საგადასახადო
კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, უფრო კონკრეტულად კი მოგების გადასახადის შემცირების მიზანი, რომელიც 20%-დან
15%-მდე მცირდება და საშემოსავლო და სოციალური, გადასახადების გაერთიანების ტექნიკური მხარე, აგრეთვე ამ გადასახადების
გაერთიანების ეფექტი სამუშაო ბაზარზე.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და გამოეხატათ თავიანთი აზრი ამა თუ იმ
საკითხთან დაკავშირებით. |
18 აპრილი, 2007
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუმრები იყვნენ ბატონი ჯეიმს მაქი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის
გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანაშემწე სამხრეთ კავკასიაში, ალიანსის პოლიტიკისა და უსაფრთხოების
საქმეების სამმართველოს საქართველოს საკითხთა კოორდინატორი და ელენე ხოშტარია, ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის
დეპარტამენტის უფროსი. შეხვედრის მთავრი თემა იყო საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის საკითხები.
ბატონმა მაკკეიმ ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, აღნიშნა თუ რატომ შედის ნატოს
ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობა, რა გეგმები აქვს ალიანსს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, რა პასუხისმგებლობა
აკისრია ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას ამ საკითხთან მიმართებაში. რადგან თანამშრომლობის პროცესი აქტიურად
მიმდინარეობს, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს იმ რეფორმების შესახებ, რაც ხორციელდება რათა ხელისუფლებას
სიღმისეული, ადექვატური შეკითხვები დაუსვას.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს. |
26 მარტი, 2007
სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს მიერ 2007 წელი ჩრდილო-ატლანტიკური
ალიანსის წლად გამოცხადდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლები, ჯიპას სტუდენტები და თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები. |
24 მარტი, 2007
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დაარსების 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დილის
10 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ჟურნალისტური განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი რეგიონული
კონფერენცია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით.
კონფერენციის შემდეგ, შედგა საზეიმო მიღება, რომელსაც სკოლის კურსამთავრებულები, პედაგოგები და საპატიო სტუმრები
დაესწრნენ. სტუმრებს ჯიპას რექტორი ლევან ცუცქირიძე და ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი მიესალმნენ. |
23 მარტი, 2007
ამა წლის 23 მარტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ჩატარდა სადისკუსიო კლუბ "ერუდიტის"
პრეზენტაცია. ეს კლუბი მიზნად ისახავს სტუდენტების ზოგადი განათლების დონის ამაღლებას. კლუბის საპატიო წევრები არიან
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ გამართავენ დისკუსიებს ახალგაზრდობასთან და შეეცდებიან
მათ მიაწოდონ მეტად საინტერესო ინფორმაცია. |
22 მარტი, 2007
ხუთშაბათს, 22 მარტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კაფეში გაიმართა სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა
შეხვედრა გოჩა სვანიძესთან, საადვოკატო სააგენტო “სვანიძე და პარტნიორების” ხელმძღვანელ-პარტნიორთან. შეხვედრაზე განხილულ
იქნა საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვისა და გარანტიების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და საკანონმდებლო სფეროსთან
დაკავშირებული სხვა საკითხები. |
21 მარტი, 2007
21 მარტს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენეტები ძველი თბილისის გამგებელს, ლაშა ფურცხვანიძეს შეხვდნენ.
ბ-ნ ფურცხვანიძესთან შეხვედრა, რომელიც ამავდროულად საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული ურბანული ძეგლების საბჭოს წევრია,
სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის I კურსის ინიციატივით შედგა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. |
15 მარტი, 2007
15 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის კაფეში გაიმართა შეხვედრა ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარესთან და
ორგანიზაცია “Georgian Event”-ის დირექტორთან, ბატონ დავით რაქვიაშვილთან. ბატონმა დავითმა, რომელიც მრავალი
წარმატებული პროექტის ავტორია, ისაუბრა ღონისძიებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის შესახებ. მან სტუდენტებს გააცნო მისეული
ხედვა იმ უნარებისა და თვისებების თაობაზე, რაც ადამიანს ესაჭიროება ნებისმიერი საქმის წარმატებულად ორგანიზებისა და
დასრულებისათვის. |
9 მარტი, 2007
არტ-კაფე “ქარავანში” მოეწყო ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის ფარგლებში 2006 წლის მანძილზე
გამოცემული შემდეგი წიგნების პრეზენტაცია: ჩვენი თაობის პრივილეგია, თანამედროვე მენეჯმენტის საფუძვლები, საჯარო
ფინანსები, ეთიკა სახელმწიფო მმართველობაში, პრაქტიკულ შემთხვევათა სასწავლო კრებული, გენდერის ინტეგრაცია საჯარო
სამსახურში, საჯარო პოლიტიკისა და ეკონომიკის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. ინსტიტუტის რექტორმა ლევან ცუცქირიძემ და
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელმა ლიზა სოფრომაძემ ისაუბრეს სკოლის მუშაობაზე და სამომავლო
გეგმებზე ახალი წიგნებისა და სახელმძღვანელოების შექმნის კუთხით. რედაქტორებმა, გიორგი მარგველაშვილმა, ნინო დოლიძემ,
ნოდარ ხადურმა და მამუკა მახათაძემ გააცნეს მოწვეულ საზოგადოებას წარმოდგენილი წიგნები. |
14 თებერვალი, 2007
ინსტიტუტს ეწვია თბილისის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორი და ადგილობრივი მმართველობის პროგრამის
კურსდამთავრებული, ლევან კოპლატაძე. სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა თბილისის
მეტროპოლიტენის მუშობასთან დაკავშირებული პრობლემები თუ წარმატებები. |
9 თებერვალი, 2007
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კაფეში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო
სააგენტოს თანამშრომლებს საზეიმოდ გადაეცათ სახელმწიფო მმართველობის სკოლის მიერ ჩატარებული კურსის
დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები. სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ქალბატონი მაკა
იოსელიანი მიესალმა კურსდამთავრებულებს, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ბატონ ივანე
ნაკაიძეს და საპატიო სტუმრებს. |
2 თებერვალი, 2007
ინსტიტუტს შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაცია ეწვია. ბატონი ელჩი, ტომ ადამსი, სახელმწიფო
დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფო დახმარების კოორდინატორი, ბატონი დუგლას მენარჩიკი,
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარების კოორდინატორი ევროპასა და ევრაზიაში, დაინტერესდნენ
ინსტიტუტის სასწავლო, სამეცნიერო და სხვა ტიპის პროგრამებით, რომელთა ნაწილსაც შეერთებული შტატების მთავრობა
აფინანსებს. |
1 თებერვალი, 2007
სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა, ნინო ღონღაძემ და ლევან სამადაშვილმა, და ამავე
პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა, ნატა მაღრაძემ, მონაწილეობა მიიღეს დალჰაუზის უნივერსიტეტის (ჰალიფაქსი, კანადა)
მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე სახელმწიფო მმართველობა, სადაც 1 თებერვალს გააკეთეს პრეზენტაცია “ურთიერთობა
ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობათა შორის საქართველოში.” გიპას სახელმწიფო მმართველობის პროგრამის წარმომადგენელთა
მონაწილეობა კონფერენციაში უზრუნველყო კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ. |
|
|
|