|
|
|
|
 |
 |

| ?????????: ???????, 0108
???? ?????? #2
???: (+995 32) 931466, 934346
?????: (+995 32) 931466 |
|
|
» თავფურცელი:
მოვლენათა არქივი '06
არქივი 2008, 2007, 2005, 2004
5 დეკემბერი, 2006
ინსტიტუტის კაფეში, ლევან სორდიას საარჩევნო კომპანიის ფარგლებში გაიმართა რომან სორდიას წიგნის
”თოლიების დაბრუნებ”-ის პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდნენ მწერალი დათო ტურაშვილი და ესპანელი
პოეტი ჰავიერ ამარო. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მწვავე დისკუსია საქართველოს დაკარგულ
ტერიტორიებთან დაკავშირებით. |
1 დეკემბერი, 2006
ინსტიტუტის კაფეში ლევან სორდიას საარჩევნო კომპანიის ფარგლებში ჩატარდა ფილმის “Good Night, Good Luck”-ის ჩვენება.
ფილმის დასრულებისთანავე გაიმართა დისკუსია თემაზე “მედიის როლი დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე”.
დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქალბატონები თამარ ჩიქოვანი, რუსუდან მშვიდობაძე, ნინია კაკაბაძე და ბატონი
ლაშა ბაქრაძე. |
26 ოტომბერი, 2006
ექსპერტი კონფლიქტოლოგიის დარგში, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა საერთაშორისო პოლიტიკის სტუდენტებს. ხუთშაბათს,
26 ოტომბერს, ექსპერტი კონფლიქტოლოგიის დარგში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა საერთაშორისო პოლიტიკის
პროგრამის სტუდენტებს აფხაზეთისა და ოსეთის საკითხებზე. საუბრის მთავარი თემა გახლდათ კონფლიქტების
წარმოშობის ძირეული მიზეზები და ზემოთხსენებულ რეგიონებში დღესდღეობით მიმდინარე პროცესები. შეხვედრის
დასასრულს ბატონმა პაატამ გიპას ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები. |
3 მაისი, 2006
3 მაისს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე ახალი
ქართულენოვანი ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის გამოცხადებით და უცხოელი
და ქართველი ჟურნალისტების სტუდენტებთან შეხვედრით აღინიშნა. თემაზე “ქართული მედია მსოფლიო კონტექსტში”
უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები წამყვან ქართველ ჟურნალისტებთან ერთად ქართული და მსოფლიო მედია
საშუალებების პრობლემატიკას განიხილავდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ქართველი ჟურნალისტები ეკა ხოფერია,
გიორგი თარგამაძე, ხათუნა მაისაშვილი, ზვიად ქორიძე, ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჟურნალისტიკის პროგრამის დეკანი რევაზ სურგულაძე, აშშ ელჩის მოადგილე მარკ პერი, ბრიტანეთის ელჩი დონალდ
მაკლარენი, ამერიკელი ჟურნალისტები ლორენს შიიტსი, დეივ ბლოსი, ჯოდი მაკფილიპსი, ბოსნიელი ჟურნალისტი
ბორის მრკელა და ინსტიტუტის პედაგოგები და სტუდენტები. |
30 მარტი, 2006
ქ. თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ 29 მაისს, დიდი დიღმის
მიმდებარე ტერიტორიაზე (ფარნავაზის გამზირი) მოეწყო გამწვანების აქცია. სხვა ინსტიტუტების
წარმომადგენლებთან ერთად “ჯიპას” სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებმა და
კურსდამთავრებულებმა 200 ძირი ნერგი დარგეს. |
24-25 მარტი, 2006
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების
პროგრამის ფარგლებში, აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით 2006 წლის 24, 25 მარტს
ჩაატარა ორდღიანი გასვლითი კონფერენცია დაბა ბაკურიანში. კონფერენციის თემა იყო ,,სოფლის მეურნეობის
განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს საქართველოს აგრარულ სექტორში.
კონფერენციაზე განსახილველი საკითხები განისაზღვრა მონაწილე ორგანიზაციების მიერ. დაინტერესებულმა
პირებმა/ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მოხსენებები საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების
პერსპექტივების შესახებ მათი ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე.
პრეზენტაციები
მსოფლიო ბანკი
ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს MCG
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა GRDP
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GTZ
OPTO
AgVantage
CARE
CERMA
ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
Cimmyt
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ELKANA”
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა WFP
სტუმრები
USDA
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
CHF საქართველოს დასაქმებისა და ინფრასტრუქტურის ინიციატივა (DEII)
AgVantage
CARE
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სენაკის აგრო-ეკონომიკური კოლეჯი
წინამძრვრიანთკარის აგრო-ჰუმანიტარული კოლეჯი
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი
ფერმერთა საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრი
მემამულეთა კავშირი
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება და უსასყიდლოდ დაურიგდებათ მონაწილეებსა და
დაინტერესებულ პირებს. |
19 მარტი, 2006
ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა გუდაურში ჩაატარა ღია ჩემპიონატი სამთო სათხილამურო სპორტში.
ტურნირი ორგანიზებულ იქნა სახელმწიფო მმართველობის სკოლის კურსდამთავრებულის ილო ლომიძის მიერ და
მხარდაჭერილ იქნა ს.ს. ”კასტელი-საქართველოს”, ს.ს. "დავით სარაჯიშვილი და ენისელის",
შპს ”ჯეოსელის” და შპს ”დიეიჩელის” მიერ.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ინსტიტუტის
ადმინისტრაციის წევრები და სტუმრები.
სამახსოვრო პრიზით დაჯილდოვდნენ მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გასული ჯაბა გაბრიჩიძე (სახელმწიფო
მმართველობის სკოლის 2001 წლის კურსდამთავრებული) და ქალ მოთხილამურეთა შორის ნანა კლდიაშვილი -
შარშანდელ ტურნირში გამარჯვებული, თბილისის საშუალო სკოლა ”აკადემიურის” მოსწავლე. |
18 მარტი, 2006
18 მარტს ჯიპას პოპულარული ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია ეწვია. იგი კომუნიკაციის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს
შეხვდა და ესაუბრა საინფორმაციო გადაცემების ფორმირებაზე სხვადასხვა პიარტექნოლოგიების გავლენის შესახებ. |
26 თებერვალი, 2006
საქართველოს სპორტის განვითარების კავშირმა (თავმჯდომარე გიორგი ასანიძე) 26 თებერვალს
მოაწყო ზურაბ ჟვანიას სახელობის ახალგაზრდა ფეხბურთელთა მემორიალური ტურნირი.
ინსტიტუტმა ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი "ვაკე-91" ნაკრების 11 წლის ფეხბურთელი გიორგი
პაპუნაშვილი დააჯილდოვა სპეციალური პრიზით. |
20 იანვარი, 2006 წ.
20 იანვარს ესტონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ესტონეთის პარლამენტის წევრი,
მარტ ლაარი, ეწვია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს და შეხვდა სტუდენტებს.
ბატონმა ლაარმა, რომელმაც მეტად ენერგიული რეფორმები განახორციელა ესტონეთში, წაიკითხა
ლექცია თემაზე: “სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში: ესტონეთის გამოცდილება”. |
|
|
|