მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი: ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა

მოვლენები

"GIPA ქალაქისთვის"
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 7 დეკემბერს მოეწყო პროექტ "GIPA ქალაქისთვის" პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი გულისხმობს ქალაქის მართვის პროცესში სტუდენტების ჩართულობას, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროექტების მომზადებასა და საკრებულოში წარდგენაში. პრეზენტატორი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი ილია მიქელაიშვილი.
სტუდენტები წყნეთის ბავშვთა სახლში
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა 6 დეკემბერს განხორციელეს საქველმოქმედო აქცია წყნეთის ბავშვთა სახლში, პროექტ ”მინდა გავხდე ქალაქის მერი”-ს ფარგლებში, ილია მიქელაიშვილის შტაბის ორგანიზებით.
10 დეკემბერი, 2007

GIPA-ს თვითმმართველობის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ პროექტში ”მინდა თბილისის მერი გავხდე”. პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ შეძენილი ცონდა და გამოავლინონ ლიდერობის უნარ-ჩვევები.

არჩევნების სიმულირება 10 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას ინსტიტუტის სტუდენტები, ლექტორები, რექტორატი და თანამშრომლები მიიღებენ.

დღეისათვის სულ 3 ”მერობის კანდიდატია”: თემურ თორდინავა, ილია მიქელაიშვილი და ეკატერინე გოგიჩაიშვილი.

14 თებერვალი, 2007
ინსტიტუტს ეწვია თბილისის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორი და ადგილობრივი მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებული, ლევან კოპლატაძე. სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა თბილისის მეტროპოლიტენის მუშობასთან დაკავშირებული პრობლემები თუ წარმატებები.
7 დეკემბერი, 2006
GIPA-ს ადგილობრივი მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები ახორციელებენ პროექტს ”მინდა გავხდე ქალაქის მერი”. იდეის ავტორია ლევან სორდია. პროექტის კოორდინატორია აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენელი საქართველოში დიმა შაშკინი, რომელიც ადგილობრივი მმართველობის მეორე კურსის სტუდენტებს უკითხავს სალექციო კურსს საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
28 ოქტომბერი, 2006
28 ოქტომბერს ადგილობრივი მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ მარის პუკისს, ლატვიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მმართველობის პროფესორს და ლიგიტა ზაცესტას, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ასოციაციის გენერალურ დირექტორს. ლატვიელმა სტუმრებმა ისაუბრეს ადგილობრივი თვითმართველობისა და ცენტრალური მთავრობის ურთიერთობაზე ლატვიაში.
27 ოქტომბერი, 2006
27 ოქტომბერს გიორგი გოცირიძე, გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრის გეოგრაფიკის დირექტორთა საბჭოს წევრი, ეწვია ადგილობრივი მმართველობის პროგრამის სტუდენტებს. სტუმარმა მოუთხრო დამსწრეებს გეოგრაფიულ-ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ და გაუზიარა მათ ამ სფეროში მიღებული გამოცდილება.
  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -