|
|
მისამართი: თბილისი, 0108 მარი ბროსეს #2 ტელ: (+995 32) 931466, 934346 ფაქსი: (+995 32) 931466 |
|
|
|
» თავფურცელი: ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა
სასწავლო გეგმა
- სახელმწიფო მმართველობის საფუძვლები (ნინო დოლიძე)
კურსის მიზანია სახელმწიფო მმართველობის პრინციპებისა და დამახასიათებელი ნიშნების შესწავლა; ორგანიზაციული მენეჯმენტის, როგორც სამეცნიერო დარგის, ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიის გაცნობა; ორგანიზაციული მენეჯმენტის, მმართველობის თანამედროვე მეთოდების გამოყენება დღევანდელ სამთავრობო და არასმათავრობო სტრუქტურებში; სახელმწიფო სისტემაში მიმდინარე რეფორმების ანალიზი; სახელმწიფო სამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური საკითხების განხილვა.
ECTS კრედიტი: 5
საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა - 10%
შუალედური და ფინალური გამოცდა/ტესტი - 20%X3=60%
პრეზენტაცია – 30%
- შესავალი კურსი საჯარო პოლიტიკის ანალიზში (ნინო ღონღაძე)
კურსი შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკის არსს, მის პრინციპებსა და დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. იგი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს, თუ როგორ ხდება სახელმწიფოში პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელება და შეფასება.
ECTS კრედიტი: 4
საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა: 10%
პირველი მემორანდუმი - 10%
მეორე მომორანდუმი ნაწილი პირველი - 15%
შუალედური გამოცდა – 20%
მეორე ჯგუფური მემორანდუმი, ნაწილი მეორე და მისი პრეზენტაცია - 15%
საბოლოო გამოცდა – 30%
- მენეჯმენტის საფუძვლები და პროექტის მართვა (ნინო დოლიძე)
კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს მენეჯმენტის საფუძვლები, რაც მათ საშუალებას მისცემს გაერკვნენ იმ ძირითად პრინციპებსა და საკითხებში, რაც აუცილებელია თანამედროვე მართვისთვის. კურსის მსვლელობისას სტუდენტები შეეხებიან მანეჯმენტის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებს და ასევე გავითვალისწინებულ იქნება ის უნარჩვევები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული მენეჯერისთვის და პროექტის მართვისთვის. ასევე გათვალისწინებულ იქნება ამ უნარების მიმართება საჯარო სექტორთან. კურსი ეხმარება მსმენელებს მენეჯმენტის, როგორც ეფექტური მუშაობის ძირეული ნაწილის, საფუძვლებისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, რაც ხელს შეუწყობს მათი ლიდერული უნარების გაძლიერებას და ორგანიზაციული შრომიუნარიანობის ამაღლებას.
ECTS კრედიტი: 5
საათების რაოდენობა: 45 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
საკლასო დისკუსიებში მონაწილეობა 10%
სავარჯიშოები 30%
პროექტის პრეზენტაცია 10%
საბოლოო გამოცდა 50%
- დემოკრატიის პრინციპები (გიორგი მარგველაშვილი)
კურსის ფარგლებში განიხილება დემოკრატიული განვითარების ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის უფლებები და მათი ფუნდამენტალური კავშირი დემოკრატიულ რეჟიმთან; თანასწორობა, თავისუფლება და კანონის უზენაესობა, როგორც ნებისმიერი ადამიანის განუყოფელი უფლება; მთავრობის ანგარიშვალდებულება მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე; სახელმწიფოებრიობის განვითარება და სოციალური კონტრაქტის არსი; დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება განვითარებად ქვეყნებში.
ECTS კრედიტი: 4
საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა ჯგუფურ დისკუსიებში – 10%
ჯგუფური პრეზენტაციები – 15%X6=90%
- საჯარო გამოსვლები (მარინა იოსელიანი)
კურსი მიზნად ისახავს ეფექტური საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შემუშავებას. კურსის განმავლობაში სტუდენტები ეცნობიან ეფექტური საჯარო გამოსვლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს: სხეულის ენა, აუდიო და ვიზუალური დამხმარე საშუალებები, ურთიერთობა აუდიტორიასთან და სხვა.
ECTS კრედიტი: 2
საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
დასწრება/აქტივობა – 10%
შუალედური პრეზენტაცია – 20%X2=40%
საბოლოო პრეზენტაცია – 50%
- ტრეინინგი კომუნიკაციასა და ლიდერობაში (რუსიკო მშვიდობაძე)
სასწავლო კუსრის მიზანია ადამიანის ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების გამომუშავება და მოდიფიკაცია სამუშაოს უფრო ეფექტურად შესასრულებლად. ტრეინინგის დანიშნულებაა მისცეს ადამიანებს საშუალება შეიძინონ საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები კონკრეტული დავალების ადექვატურად შესასრულებლად. ტრეინინგი, განსხვავებით განათლების ტრადიციული მეთოდებისგან, მიმართულია ქცევის იმ სპეციფიური ფორმებისა და ჩვევების გამოსამუშავებლად, რომლებიც კონკრეტულ საქმიანობას უკავშირდება. ლიდერობა, ისევე როგორც ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, უმნიშვნელოვანესია საჯარო სექტორში დაკავებული პირებისათვის. ამ კურსის განმავლობაში პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით სტუდენტები ზემოხსენებულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, რაც შემდგომში მათ ეფექტურ საქმიანობას ხელს უწყობს.
ECTS კრედიტი: 3
საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
დასწრება – 10%
კოლოქვიუმში მონაწილეობა - 30%
პრეზენტაცია სემინარზე - 30%
საბოლოო დავალება – 30%
- საარჩევნო ტექნოლოგიები (დიმიტრი შაშკინი)
კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან საარჩევნო კამპანიის ტიპებს, მოდელებს და ეტაპებს. აგრეთვე ამომრჩეველთა ფსიქოლოგიურ ტიპებს. კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ საარჩევნო კამპანიის თავისებურებები და ამ კამპანიის ელემენტები. განხილული იქნება საარჩევნო კამპანიის მენეჯმენტი, დაგეგმვა და მესიჯი, ამ კამოპანიის გაშუქება ფასიანი და უფასო მედიის საშუალებით.
ECTS კრედიტი: 2
საათების რაოდენობა: 18 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 15%
დავალებები – 30%
საარჩევნო კამპანიის მომზადება/ჩატარება – 30%
საბოლოო ტესტი – 25%
- სოციოლოგიური კვლევის მეთოდები (მარიამ სეხნიაშვილი)
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან სოციალური კვლევისა და სტატისტიკის საფუძვლებს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ისინი ეცნობიან კვლევის მეთოდებს, შეფასების ინსტრუმენტებსა და მონაცემთა ანალიზის ხერხებს.
ECTS კრედიტი: 4
საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 15%
პრეზენტაცია სემინარზე – 30%
შუალედური გამოცდა – 20%
საბოლოო ნაშრომი – სოციოლოგიური კვლევა – 35%
- სამართლის საფუძვლები (სერგო ბირკაძე)
კურსის მიზანია: საჯარო მოხელისათვის აუცილებელი განათლების მიცემა (გაღრმავება) სამართლის სფეროში; სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, მათ შორის სამართლებრივი აქტების შექმნის, მათი ანალიზის, შესაბამისი შენიშვნებისა თუ რეკომენდაციების მომზადების ცოდნა; დადგენილი ნორმების რეალურ შემთხვევებთან შეფარდების (მისადაგების) უნარის გამომუშავება; ამა თუ იმ ნორმისათვის სწორი ინტერპრეტაციის მიცემა.
ECTS კრედიტი: 5
საათების რაოდენობა: 35 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურიბა 10%
დავალებები 10%
გამოკითხვა ზეპირი (ან/და წერითი), კოლოქვიუმი, ტესტირება, პრეზენტაცია 20%
შუალედური გამოცდა 30%
საბოლოო გამოცდა 30%
- ადგილობრივი მართვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები (ოთარ მელქაძე)
კურსის მიზანია გადასცეს მსმენელებს საბაზისო ცოდნის ის მარაგი, რომელიც ხელს შეუწყობს სპეციალური საგნების კომპლექსურ შესწავლას. ამ მიზნით შემოთავაზებული სასწავლო პროგრამის ამოცანაა ერთიან ჭრილში განიხილოს სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრობლემები, იერარქიული ინსტიტუციონალური სისტემა და მათი ურთიერთმიმართების საკითხები.
ECTS კრედიტი: 4
საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციებზე განხილულ თემებზე საკონტროლო საკითხებზე 5 წერილობითი პასუხები, მათი სრულყოფილი ვარიანტის მაქსიმალური შეფასება 5%, ჯამურად 5X5% = 25 %
განვლილ მასალებზე 3 ტესტი, თითოეულის მაქსიმალური შეფასება 5 %, ჯამურად 15%
ორი რეფერატი, თითოეულის მაქსიმალური შეფასება 15 %, ჯამური 30%
საბოლოო წერილობითი გამოცდა – მაქსიმუმი 30 %
- ეკონომიკის საფუძვლები (თენგიზ შერგელაშვილი)
კურსის მონაწილეები შეისწავლიან ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, ასევე დაეუფლებიან ინფორმაციას ძირითადი ცნებების შესახებ; შეისწავლიან როგორც მაკრო, ასევე მიკროეკონომიკის ძირითად საკითხებს. სტუდენტებს ჩამოუყალიბდებათ მოვლენების ეკონომიკური თვალსაზრისით შეფასების უნარი, გაეცნობიან საბაზრო სისტემის ფუნქციონირებას და სახელმწიფოს როლს ეკონომიკასთან მიმართებაში.
ECTS კრედიტი: 5
საათების რაოდენობა: 40 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურიბა – 20%
კოლოქვიუმში მონაწილეობა (სამჯერ წერითი კოლოქვიუმი თითოეული 15%) – 45%
პრეზენტაცია სემინარზე – 10%
საბოლოო გამოცდა – 25%
- საგადასახადო პოლიტიკა (დავით ნარმანია)
კურსის მიზანად ისახავს სტუდენტებისთვის საგადასახადო პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხების შესწავლას, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითად ელემენტებში გარკვევას და საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდების დაუფლებას. სასწავლო კურსის შესწავლის ობიექტია საქართველოს საგადასახადო სისტემა და საგადასახადო-საფინანსო ურთიერთობები, რომელიც ყალიბდება საბიუჯეტო პროცესისა და გადასახადების ადმინისტრირების დროს. გადასახადები არა მარტო სახელმწიფოს მთავარი შემოსავლის წყაროა, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარების ინსტრუმენტიც. ეს კურსი განიხილავს ეფექტური საგადასახადო სისტემის კრიტერიუმებსა და საგადასახადო ადმინისტრირების ასპექტებს საქართველოში.
ECTS კრედიტი: 3
საათების რაოდენობა: 16 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 10%
შუალედური გამოცდა – 20%X2=40%
საბოლოო გამოცდა – 50%
- ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (დავით ნარმანია)
კურსის მიზანია სტუდენტებისთვის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური საკითხების შესწავლა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს ძირითად ეკონომიკურ საფუძვლებში გარკვევას და ადგილობრივი მნიშვნელობის ეკონომიკური საკითხების ეფექტური მართვის სწავლებას. სასწავლო კურსის შესწავლის უმთავრესი ობიექტია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები - ფინანსები და ქონება, მათი ფორმირებისა და განკარგვის წესი, ადმინისტრირება და მართვა. კურსის განმავლობაში მონაწილეები ეცნობიან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ძირითად მახასიათებლებს, მის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებს, ადგილობრივი ხელისუფლების როლსა და ფუნქციას რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ECTS კრედიტი: 4
საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 10%
შუალედური გამოცდა – 20%X2=40%
საბოლოო გამოცდა – 50%
- ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები (ალექსანდრე სვანიშვილი)
კურსი სტუდენტებს აცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ისტორიას საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მსოფლიოში არსებულ თვითმმართველობის მოდელებს, მათ სტრუქტურას და კომპეტენციებს, საარჩევნო სისტემებს და სხვა საკვანძო საკითხებს.
ასევე სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, მათ ფუნქციებსა და კომპეტენციებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. სტუდენტები გაერკვევიან თუ როგორ ხდება ადგილობრივი ორგანოების ფორმირება თბილისში და მის ფარგლებს გარეთ, რა განსხვავებაა და რა მსგავსებაა დედაქალაქის თვითმმართველობის სისტემასა და სხვა მუნიციპალიტეტებს შორის. სტუდენტები შეისწავლიან დეცენტრალიზაციის არსსა და ბუნებას, მის აუცილებლობასა და დამახასიათებელ თვისებებში. ისინი ისწავლიან თუ რა არის საზოგადოებრივი მომსახურება, მათ სახეებსა და მეთოდებში.
ECTS კრედიტი: 6
საათების რაოდენობა: 40 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 10%
შუალედური ტესტები – 15%X3=45%
საკურსო ნაშრომი – 20%
საბოლოო გამოცდა – 30%
- საჯარო ფინანსები (ნოდარ ხადური)
საჯარო ფინანსები თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიული და გამოყენებითი სასწავლო კურსია. კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, საზოგადოებრივი საქონელის, გარეგანი ეფექტების შესწავლაში.
ECTS კრედიტი: 4
საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 10%
შუალედური გამოცდა – 30%
პრეზენტაციის მომზადებას და წარმოდგენას - 20%
საბოლოო გამოცდა – 40%
- მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ლიზა სოფრომაძე)
სემინარების მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლეობის მონაწილეობის ფორმების შესახე, რა მეთოდები არსებობს მოსახლეობის აზრის გაზიარებისა, რა გზებითაა შესაძლებელი მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღებისას, რა დადებითი და უარჱოფითი ფაქტორები ახლავს მოსახლეობის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისას; სემინარზე განხილული იქნება საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება, საქართველოს რეალობა, რა მეთოდები მუშაობს საქართველოში და რა არა. სტუდენტებს მიეცემა დავალებები მოიძიონ ინფორმაცია თანამონაწილეობის ფორმების შესახებ და თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გააკეთონ ანალიზი მეთოდების მიზანშეწონილობის შესახებ.
ECTS კრედიტი: 3
საათების რაოდენობა: 16 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
სემინარების მსვლელობისას აქტიურობა – 20%
საკურსო ნაშრომი – 30%
პრეზენტაცია - 20%
საბოლოო გამოცდა – 30%
- ინფრასტრუქტურა და ქალაქგეგმარება (ვატო ლეჟავა)
კურსის მიზანია სტუდენტებს შეექმნას აკადემიური საფუძველი ურბანული (მუნიციპალური) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პოლიტიკის ფორმირების საკითხებში; კურსი ასევე ითვალისწინებს ურბანული ტერიტორიებისა და დასახლებათა რაობის, ურბანული ინფრასტრუქტურის ტიპებისა და კლასიფიკაციის და სხვა საკვანძო საკითხების გაცნობას. კურსის გავლის შემდეგ წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ ინფრასტრუქტურის პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის საჭირო საბაზო ცოდნა და ინფორმაცია.
ECTS კრედიტი: 5
საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 16%
ინდივიდუალური საკვლევი დავალებები – 34%
საბოლოო გამოცდა – 50%
- ურბანული განვითარება (ვლადიმერ ვარდოსანიძე)
კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს ურბანიზებულ გარემოში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების ადეკვატური ხედვისა და შეფასების უნარის გამომუშავება სტუდენტებში. ამ ძირითადი მიზნის მისაღწევად კურსის ფარგლებში თეორიულ დონესა და კონკრეტულ მაგალითებზე მიმდინარეობს შემდეგი ამოცანაბზე მუშაობა: ურბანული გარემოს სოციოკულტურული და სივრცით-გეგმარებითი შემადგენლობის სინკრეტიზმის; ტრადიციული და თანამედროვე სუბკულტურების გარემომაფორმირებელი კომპონენტების გამოვლენა და შედარებითი ანალიზი; მოსახლეობის სივტცითი ქცევის მოდელების ანალიზი; ქალაქური გარემოს ჩამოყალიბებისსა და მონიტორინგის მეთოდები და ხერხები; ურბანული განვითარების კონკრეტული მაგალითების ანალიზი, შეფასება და შედეგების პროგნოზირება. კურსი სტუდენტებს აცნობს ურბანული განვითარების მსოფლიო პრაქტიკას, მის საკანონმდებლო-ნორმატიულ და ინსტიტუციურ მხარეებს, საქართველოს ქალაქების თავისებურებებსა და მათ წინაშე მდგარ ამოცანებს.
ECTS კრედიტი: 3
საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 20%
საკურსო ნაშრომი - 30%
პრეზენტაცია სემინარზე - 15%
საბოლოო გამოცდა – 35%
- ურბანული პოლიტიკა და მართვა (თამარ სულუხია)
კურსის მიზანია გადასცეს მონაწილეებს ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც დაეხმარება მათ ქალაქის პოლიტიკის ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებაში. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ სწორი ურბანული პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების, შეფასებისა და გაანალიზებისათვის საჭირო საბაზო ცოდნა.
ECTS კრედიტი: 4
საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 10%
რეფერატი/ესსე – 20%
ტესტი – 20%
გამოცდის ნაშრომი – 50%
- კულტურული მემკვიდრეობა (ცირა ელისაშვილი)
კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია კულტურის პოლიტიკის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საჯარო მოხელეებს სწორი და ერთიანი ურბანულ-კულტურული პოლიტიკის ფორმირებაში; გააცნობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებულ პრობლემათა ხასიათსა და მიზეზების შესახებ. სალექციო კურსში განხილულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა, ისტორიულ არეალებში შექმნილი მდგომარეობა, საერთაშორისო გამოცდილება და სხვა საკითხები.
ECTS კრედიტი: 3
საათების რაოდენობა: 21 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 10%
შუალედური გამოცდა – 40%
საბოლოო ნაშრომი – 50%
- ქართული მართლწერა და მართლმეტყველება (სალომე ომიაძე)
კურსი ემყარება საქმიანი მიმოწერისას დაშვებული შეცდომების, მასმედიის ენასი გავრცელებული ნორმატიული ხასიათის დარღვევებისა და სტილისტიკური უზუსტობების ანალიზს. მცდარ ფორმათა მოტივაციის ამოცნობა ეფექტური გზაა შემდგომსი (წერილობითი დოკუმენტის შექმნისას) შეცდომათა თავიდან ასაცილებლად, რაც, თავის მხრივ, მართლწერისა და მართლმეტყველების აღნიშნული კურსის მიზანს წარმოადგენს.კურსის მიზანია ხელი შეუწყოს მართლმეტყველებისა და მართლწერის პრაქტიკული საკითხების შესწავლას. კურსში კომპაქტურადაა წარმოდგენილი მორფოლოგიისა და სინტაქსის, ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის საკითხები, გათვალისწინებულია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესები.
ECTS კრედიტი: 2
საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
ლექციის მსვლელობისას აქტიურობა – 20%
წერითი გამოკითხვა - 40%
საშინაო დავალების შესრულება - 20%
საბოლოო ზეპირი გასაუბრება – 20%
- კომპიუტერული ტექნოლოგიები (კახა სხულუხია)
კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს თანამედროვე კომპიუტერული სისტემების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა, მიაწოდოს მათ ამ უკანასკნელის შესახებ ძირითადი თეორული და პრაქტიკული ცოდნა, რაც თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფო მმართველობის სკოლის სხვა დისციპლინათა შესწავლისას, მათ წინაშე დასმული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისათვის.
ECTS კრედიტი: 2
საათების რაოდენობა: 22 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება – 8%
დავალება – 10%X4=40%
შუალედური გამოცდა – 15%X2=30%
საბოლოო გამოცდა – 22%
- ინგლისური ენა (მირანდა ბეროშვილი, ნინო ნაკაშიძე)
ინგლისური ენის კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთა ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებას. კურსში ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ინგლისურ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენისა და კითხვის უნარების და სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას.
ECTS კრედიტი: 3
საათების რაოდენობა: 40 სააუდიტორიო საათი
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება – 10%
საშინაო დავალება + უცხო სიტყვები+აქტიურობა – 25%
ორი შუალედური გამოცდა – 25%
საბოლოო გამოცდა – 40%
|
|
|