მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი: სამართლისა და პოლიტიკის სკოლა

 

ჯანდაცვის სამართალი
ორთვიანი კურსი
 


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი /GIPA/, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ხელშეწყობით აცხადებს სასწავლო კურსს ჯანდაცვის სამართალში. კურსი განკუთვნილია ექიმებისათვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტებისათვის, იურისტებისათვის და იმ პირთათვის, რომლებსაც სურთ ცოდნა გაიღრმავონ ამ სფეროში.

კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.

ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, დასაწყისი 19.00 საათზე.

პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

* ჯანდაცვის პოლიტიკა;
* ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები;
* ჯანდაცვის და სოციალური სფეროს კანონმდებლობა;
* ექიმის შეცდომა;
* პაციენტის უფლებები;
* საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
* სოციალური სტრესი, სტიგმა და ჯანმრთელობა;
* ჯანდაცვის სამართალი და მისი კომუნიკაცია.

სწავლების ძირითადი მიზანია თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გაღრმავება ჯანდაცვის სამართალში.

სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.

კურსის ღირებულებაა 800 ლარი.

სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

კურსში მონაწილეობისთვის გთხოვთ 23 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით წარადგინოთ შემდეგი საბუთები :

შევსებული ანკეტა
ავტობიოგრაფია (CV)

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის ხელმძღვანელს ირინა ბაქრაძეს,
irina@gipa.ge

 

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი