» Home Page: School of Law and Politics
პედაგოგები
ვახტანგ ზაალიშვილი (საერთაშორისო კერძო სამართალი)- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო კერძო სამართალში. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
2002 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2005 წლიდან დაინიშნა ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ამავე უნივერსიტეტში.
აკადემიურ საქმიანობასთან ერთად ვახტანგ ზაალიშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.
ამჟამად მუშაობს ევროკავშირის პროექტში, ”ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის განვითარებას საქართველოში”.
ირაკლი სოკოლოვსკი (საკონტრაქტო სამართალი და კონტრაქტების შედგენა)- მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
2003-2005 წლებში მასარიკის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო სამართლის დარგში. მუშაობდა ჩეხეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
ამჟამად ირაკლი სოკოლოვსკი არის იურიდიული ექსპერტი ევროკავშირის პროექტში ”საქართველოს პარლამენტის რეფორმის მხარდაჭერა”.
ლევან ბოძაშვილი (საერთაშორისო კონსტიტუციური სამართალი)- ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.
ამჟამად, გახლავთ ევროპის კოლეჯის ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამის მაგისტრანტი.
იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2005 წელს.
2005 წლიდან ლევან ბოძაშვილი დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორად.
2004 წლიდან არის ვენეციის კომისიის წევრი საქართველოს მხრიდან.
ნინო კიკნაძე (საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის სამართალი)- ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის მაგისტრი.
ამჟამად, ნინო კიკნაძე მუშაობს ფონდში ”ღია საზოგადოება საქართველო”, კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის პროექტის დირექტორად.
გიორგი ტუღუში (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი)
1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი.
2001 წელს მიიღო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი.
2004 წელს სწავლა გააგრძელა შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.
2002 წლიდან გახლავთ მოწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, კითხულობს ლექციებს სახელმწიფო მმართველობისა და სამართლის სკოლაში.
გიორგი ტუღუში მუშაობდა თბილისის მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე, საქართველოს პარლამენტში, ურბანულ ინსტიტუტში, გაეროს განვითარების პროგრამაში.
ამჟამად მუშაობს ეუთოს მისიაში საქართველოში.
2005 წლიდან არჩეულია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი და დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტის წევრად.
ზაზა მეიშვილი (საერთაშორისო სისხლის სამართალი)- 1995 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წლიდან ზაზა მეიშვილი წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოადგილეს.
ნინო ხურციძე (ინგლისური ენა, სამართლებრივი მართლწერა, საერთაშორისო საჯარო სამართალი)- ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს ოფისის უფროსი, იურიდიული მრჩეველი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს თავჯდომარე.
2002-2004 წლებში იგი გახლდათ ამერიკის იურისტთა ასოციაციის ვაშინგტონის ოფისის იურისტ-ანალიტიკოსი და მუშაობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკითხებზე.
1996 წელს წარჩინებით დაამთავრა პატერსონის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2002 წლიდან გახლავთ ფილოსოფიის დოქტორის კანდიდატი საერთაშორისო ურთიერთობებში; დისერტაციის თემა ”ევროპის ინსტიტუტები და საქართველოს სახელწიფოებრივი მშენებლობა: საერთაშორისო და ადგილობრივი გავლენები ქართულ სამართლებრივ რეფორმებზე”.
ვასილ კენკიშვილი (საერთაშორისო სავაჭრო სამართალი, საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები, საერთაშორო საფინანსო სამართალი და ფინანსების განვითრება)
2003 წელს გაიმარჯვა კონკურსში და მოიპოვა ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდია. 2004 წელს მან დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის იურიდიული კოლეჯი და მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლებრივ მოძღვრებებში; კონცენტრაცია - საერთაშორისო ბიზნეს სამართალი.
2006 წლიდან ვასილ კენკიშვილი მუშაობს ქართულ-ყაზახური საინვესტიციო ჯგუფის მთავარ სამართლებრივ ოფიცერად.
2006 წლიდან ვასილ კენკიშვილი დაინიშნა საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე.
კახა წიქარიშვილი (შედარებითი სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულება)- 2003 წელს გაიმარჯვა კონკურსში და მოიპოვა ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდია. 2004 წელს დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის იურიდიული კოლეჯი და მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლებრივ მოძღვრებებში; კონცენტრაცია - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო.
ამჟამად, კახა წიქარიშვილი მუშაობს სასამართლო ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილედ.
მაია ოქრუაშვილი (კორპორაციული სამართალი)- დაამთავრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა. არის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრი; კონცენტრაცია: კორპორაციული სამართალი და საერთაშორისო ვაჭრობა.
მაია ოქრუაშვილს მინიჭებული აქვს ლიცენზია ნიუ-იორკის შტატში ადვოკატის პრაქტიკის წარმოებისათვის.
კახა კუჭავა (კორპორაციული მართვა)- 2003 წელს დაამთავრა ნოტინჰემის იურიდიული სკოლა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის წოდება; კონცენტრაცია- კორპორაციული სამართალი.
2005 წლიდან კახა კუჭავა მუშობს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე პროექტში ”კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში.”
ლეილა მარშანია (ევროკავშირისა და ევროპის გაერთიანების სამართლის საფუძვლები)- 2000 წელს დაამთავრა ვილნიუსის უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების განხრით. 2002 დაამთავრა მოსკოვის დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2004 წელს ლუნდის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ევროპულ სამართალში.
2006 წლიდან მუშაობს ევროსაბჭოს სამართლებრივ ჯგუფში იურიდიულ ექსპერტად.
ელენე ჯიბლაძე (ზოგადი მენეჯმენტი)- 2001 წელს დაამთავრა ჯორჯიის უნივერსიტეტის კარლ ვინსონის სახელობის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი საჯარო მენეჯმენტის განხრით.
2004 წელს გაიმარჯვა კონკურსში და მოიპოვა ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო პენსილვანიის უნივერსიტეტში და მიიღო მაგისტრის ხარისხი საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში.
2002 წლიდან მიჰყავს საჯარო მენეჯმენტის კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ამჟამად, ელენე ჯიბლაძე ხელმძღვანელობს აკრედიტაციის ჯგუფს ზოგადი განათლების დეცენტრალიზაციისა და აკრედიტაციის პროექტში, რომელსაც ახორციელებს განათლების განვითარების აკადემია.
ბაადურ ყიფიანი (საბანკო სამართალი)- 1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2000-2002 წლებში სწავლობდა ჯონ მარშალის იურიდიულ სკოლაში. 2003 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
ბაადურ ყიფიანი 1996-2006 წლებში მუშობდა ეროვნულ ბანკსა და პროკრედიტ ბანკში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1996 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საბანკო და კორპორაციულ სამართალში.
გიორგი წიკლაური (საბანკო სამართალი)- დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2007 წლებში იყო ”საქართველოს ბანკის” იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი.
2007 წლიდან გახლავთ მოწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სადაც კითხულობს ლექციებს საბანკო სამართალში.
|