|
|
მისამართი: თბილისი, 0108 მარი ბროსეს #2 ტელ: (+995 32) 931466, 934346 ფაქსი: (+995 32) 931466 |
|
|
|
» თავფურცელი: სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
სასწავლო გეგმა
- ინგლისური ენა (ნინო ხურციძე)
შესავალი კურსი, რომელიც მოიცავს იურისპუდენციის ძირითად ტერმინოლოგიას. ამ კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ზოგად იურიდიულ ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე ისევე, როგორც ფრანგულ ფრაზეოლოგიას, რომელიც ფართოდ გამოიყენება იურიდიულ ლექსიკონში. ეს კურსი სტუდენტს ეხმარება უკეთესად აითვისოს პროგრამის მიერ გათვალისწინებული მომდევნო საგნები, რომლებიც ისწავლება ინგლისურ ენაზე.
ECTS კრედიტი: 4
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 24
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება – 15%
შუალედური გამოცდა – 30%
საშინაო დავალება – 15%
საბოლოო გამოცდა – 40%
- სამართლებრივი მართლწერა (ნინო ხურციძე)
კურსი მოიცავს კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის განსჯის და საკონსტიტუციო განმარტების უნარების შესწავლას, დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტების ჩამოყალიბებას და მათ ჩართვას სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტაციაში.
ECTS კრედიტი: 5
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 24
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა – დასწრება – 15%
შუალედური გამოცდა – 30%
საშინაო დავალება – 15%
საბოლოო გამოცდა– 40%
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი (გიორგი ტუღუში)
კურსის მიზანია სტუდენტთათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო რეჟიმების შესახებ. კურსი აგებულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მასალებზე დაყრდნობით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროსა და ევროსაბჭოს სისტემებზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და რეგიონალური სისტემების შედარებითი ანალიზი.
ECTS კრედიტი: 6
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 48
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა - 5%
დასწრება – 5%
2 შუალედური გამოცდა – 20+20%
პრეზენტაცია – 5%
საბოლოო გამოცდა– 45%
- საერთაშორისო ხელშეკრულებითი სამართალი (ირაკლი სოკოლოვსკი)
ამ კურსის მიზანია განიხილოს ხელშეკრულებითი სამართალი შედარებით პერსპექტივაში. კურსი მოიცავს სამოქალაქო და საერთო სამართლის სისტემებს (შერეული სისტემების ჩათვლით), განსაკუთრებით კი შოტლანდიის, ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის სამართალს. კურსის დამთავრებისათვის სტუდენტებს უნდა შეეძლოთ: 1) გამოამჟღავნონ ხელშეკრულებითი სამართლის საფუძვლიანი ცოდნა; 2) სამართლებრივი სწავლებისადმი შედარებითი მიდგომის შეფასების უნარს; 3) კრიტიკული შენიშვნების ჩამოყალიბებისა და განსახილველი საკითხების გარშემო დებატებში ჩაბმის უნარს; 4) უნდა შეეძლოთ დაყენებული პრობლემის პრაქტიკულად გადაწყვეტა.
ECTS კრედიტი: 6
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 48
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება – 5%
შუალედური გამოცდა – 35%
საშინაო დავალება – 5%
პრეზენტაცია – 5%
საბოლოო გამოცდა– 50%
- საერთაშორისო სავაჭრო სამართალი (ვასილ კენკიშვილი)
მოცემული კურსი აანალიზებს საქონლით, მომსახურებითა და ინტელექტუალური საკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივ რეჟიმს. კურსის მსვლელობისას მოხდება შედარება ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებასთან (როგორც საერთაშორისო ვაჭრობის კლასიკურ მოდელთან). მოცემული კურსი იწყება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლებრივი სტრუქტურის და ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მიმოხილვით. ასევე, განხილული იქნება საერთაშორისო სავაჭრო რეგულირების კონკრეტული ასპექტები, მათ შორის, ტარიფები, ქვოტები და არასატარიფო ბარიერები, უპირატესი ხელშეწყობის და ეროვნული რეჟიმების მოთხოვნები, თავისუფალი სავაჭრო ზონებისა და საბაჟო კავშირების, დამპინგის და სუბსიდირების სამართლებრივი რეგულირება, გენერალური შეთანხმება მომსახურებით ვაჭრობისა და შეთანხმება ვაჭრობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ღონისძიებების შესახებ. მოცემული კურსი სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის, ვინაიდან საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია 2000 წლიდან, თუმცა ამ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაცია ჯერ არ მომხდარა. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ საკმარისი ცოდნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან ურთიერთობისათვის (მაგალითად, ქართული კანონმდებლობის WTO-ს შეთანხმებებთან ჰარმონიზაციისათვის, WTO-ში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საერთაშორისო სავაჭრო დავების გადაწყვეტისათვის).
ECTS კრედიტი: 6
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 36
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება – 15%
შუალედური გამოცდა – 20%
საშინაო დავალება – 15%
საბოლოო გამოცდა– 50%
- შედარებითი კორპორაციული სამართალი (მაია ოქრუაშვილი)
შედარებითი კორპორაციული სამართლის კურსისას განხილული იქნება საქართველოში კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირების სამართლებრივი სტატუსი. ასევე, შესწავლილ იქნება ტრანსნაციონალური კორპორაციების სამართლებრივი საკითხები. ამასთან, განხილულ იქნება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში კორპორაციების შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხები.
ECTS კრედიტი: 6
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 36
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება – 5%
საშინაო დავალება - 15%
შუალედური გამოცდა – 20%
საბოლოო გამოცდა– 50%
- კორპორაციული მართვა (კახა კუჭავა)
საგანი შეისცავლის იმ პროცესების, ჩვეულებების, წესების, კანონების და ინსტიტუტების ერთობლიობას, რომელიც ზეგავლენას ახდენს კორპორაციის მართვის, ადმინისტრირებისა და კონტროლის მექანიზმებზე. კორპორაციული მართვა აგრეთვე მოიცავს ურთიერთობებს მრავალ მონაწილეს შორის და მიზებს, რომელთა მისაღწევადაც იმართება კორპორაციები. ძირითადი მონაწილეები არიან აქციონერები/მეწილეები, მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.
ECTS კრედიტი: 6
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 36
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება - 15%
პრეზენტაცია - 10%
შუალედური გამოცდა – 30%
საბოლოო გამოცდა - 50%
- საერთაშორისო სისხლის სამართალი (კახა წიქარიშვილი)
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასწავლო კურსი მოიცავს ამ დარგის უმთავრესი ინსტიტუტების და პრინციპების მიმოხილვას. კურსის პირველი ნახევარი დაეთმობა საერთაშორისო სისხლის სამართლის ძირითად პრინციპებს და ცალკეულ დანაშაულთა შემადგენლობების განხილვას, ხოლო მეორე ნახევარში შეისწავლება აღსრულების მექანიზმები, პროცედურები და განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები. კურსის მიზანია ასევე იმ მჭიდრო კავშირურთიერთობების შესწავლა, რომელიც არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართალსა და ადამიანის საერთაშორისო უფლებებს შორის.
ECTS კრედიტი: 5
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 30
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა – 5%
საშინაო დავალება - 10%
შუალედური გამოცდა – 35%
საბოლოო გამოცდა – 50%
- საერთაშორისო კერძო სამართალი (ვახტანგ ზაალიშვილი)
კურსი მოიცავს პრინციპებს, რომელსაც იყენებს სამართალი, როდესაც საერთაშორისო ელემენტები ერთვება სამართლებრივ ურთიერთობებში. სადაო ნორმებისა და მათი გამოყენების წესების სტრუქტურას, საზოგადოებრივი წესრიგის, იმპერატიულ სამართალსა და საერთაშორისო შეთანხმებებში სხვადასხვა ტიპის კორექტივებს. საერთაშორისო კერძო სამართალის მნიშვნელოვანი ნაწილი გულისხმობს ვალდებულებითი, საოჯახო, სამეწარმეო, კერძო და სამემკვიდრეო სამართლის წესების გამოყენებას. პროცედურული ნორმების გამოყენებას, დავებისა გადაწყვეტაში საერთაშორისო ელემენტების მონაწილეობისას და სასამართლო საერთაშრისო იურისპუდენციას.
ECTS კრედიტი: 5
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 30
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა - 10%
დასწრება – 10%
2 შუალედური გამოცდა –25+25%%
საბოლოო გამოცდა– 30%
- საერთაშორისო საჯარო სამართალი (ნინო ხურციძე)
საერთაშორისო საჯარო სამართალი მოიცავს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედებებთან დაკავშირებულ ზოგადი გამოყენების წესებსა და პრინციპებს, მათ შორის ურთიერთობებსა და მათ ზოგიერთ ურთიერთობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
ECTS კრედიტი: 6
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 36
შეფასების სისტემა:
დასწრება - 20%
შუალედური გამოცდა – 30%
ნაშრომი - 20%
საბოლოო გამოცდა– 30%
- შედარებითი სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულება (კახა წიქარაშვილი)
კურსი მოიცავს როგორც მატერიალურ, ასევე საპროცესო სისიხლის სამართლის პრინციპების და ცალკეული ინსტიტუტების განხილვას შედარებითი კუთხით. კურსის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდება სისხლის სამართლის ზოგად ინსტიტუტებზე ინგლისურ-ამერიკულ და კონტინენტური ევროპის სისტემებში. ეს ინსტიტუტებია სასჯელის სახეები და მიზნები, დანაშაულის ელემენტები, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, ანაშაულის სტადიები, თანამონაწილეობა და სხვა. რაც შეეხება სისხლის სამართლის პროცესს, კურსი ყურადღებას გაამახვილებს ინკვიზიციური და შეჯიბრობითი პროცესის ძირითად ნიშნებზე და მათ გამოვლინებებზე სხვადასხვა სისტემაში.
ECTS კრედიტი: 4
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 30
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა – 5%
საშინაო დავალება – 10%
შუალედური გამოცდა – 35%
საბოლოო გამოცდა – 50%
- ევროკავშირისა და ევროპის გაერთიანების სამართლის საფუძვლები (ლეილა მარშანია)
კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ევროპის კავშირის საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლები. ლექციების განმავლობაში ყურადღება მიექცევა შემდეგ საკითხებს: ევროპის კავშირის ინსტიტუტები; ევროპის კავშირის სამართლის სისტემა; ევროპის კავშირის სამართალსა და წევრი ქვეყნების სამართალს შორის ურთიერთობა.
ECTS კრედიტი: 6
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 36
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა – 25%
პრეზენტაცია – 15%
შუალედური გამოცდა – 25%
საბოლოო გამოცდა– 35%
- საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები (ვასილ კენკიშვილი)
საერთაშორისო ბიზნეს გარიგებების საგნის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების სამართლებრივი ასპექტები. აღნიშნული კურსი მიმოიხილავს ხელშეკრულებების ფორმირების, ფორს მაჟორის, უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისა და ინვესტორებთან ურთიერთობების, საერთაშორისო სავაჭრო სამართლის, დაზღვევის, აკრედიტივების, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს, სამართლისა და სასამართლო იურისდიქციის არჩევის, სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებს, ბიზნეს მოლაპარაკებათა წარმართვის საფუძვლებს. კურსის დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ სათანადო ცოდნა უცხოურ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ბიზნეს ურთიერთობების წარმართვისა და ადგილობრივ ბიზნესმენებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნეს გარიგების საკითხებზე კონსულტაციების გაწევა.
ECTS კრედიტი: 6
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 36
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება – 10%
შუალედური გამოცდა – 35%
საშინაო დავალება – 5%
საბოლოო გამოცდა – 50%
- შედარებითი კონსტიტუციური სამართალი (ლევან ბოძაშვილი)
ეს კურსი მოიცავს კონსტიტუციური სამართლის ძირითადი ასპექტების ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კოსტიტუციის სხვადასხვა მოდელებზე და სტუდენტები გაეცნობიან დასავლეთის ქვეყნების (ევროპა, ა.შ.შ.) კონსტიტუციების ზოგად ცნებებს. კურსის მსვლელობისას გაკეთდება შედარებითი ანალიზი საქართველოსა და სხვა ქვეყვების კონსტიტუციებს შორის, რათა ხაზი გაესვას იმ განსხავავებებსა და საერთო ნიშნებს რაც მათ აქვთ.
ECTS კრედიტი: 5
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 24
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა/დასწრება- 15%
პრეზენტაცია - 35%
საბოლოო გამოცდა- 50%
- მედია სამართალი (სანდრო ბარამიძე)
კურსი აცნობს სტუდენტებს საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს სხვადასხვა ქვეყნებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის ფუნქციონირებას.
ECTS კრედიტი: 4
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 24
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა - 10%
დასწრება - 10%
პრეზენტაცია- 20%
საშინაო დავალება- 10%
საბოლოო გამოცდა- 50%
- საბანკო სამართალი (ბაადურ ყიფიანი)
შეისწავლის: საბანკო და ფინანსურ სამართალს; საქართველოს საბანკო კანონმდებლობას; საბანკო ინსტიტუტების განვითარების ისტორიას; ცენტრალური ბანკებს და მათ სტატუსს; საკრედიტო ინსტიტუტების კლასიფიკაციას და მათ სისტემებს; ევროსაბჭოს საბანკო დირექტივებს, როგორც ბაზისს საქართველოს საბანკო კანონმდებლობისა და რეგულაციების; თანამედროვე საფინანსო სისტემებს და რეგულაციებს; საადვოკატო უნარ-ჩვევებს. პრაქტიკული კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სასამართლო პროცესამდელ და საპროცესო საადვოკატო უნარ-ჩვევების სწავლებას, რაც გამყარებული იქნება პრაქტიკული ნაწილით. აუცილებელი პირობაა სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა. კლიენტის ინტერვიუდან დაწყებული, სტუდენტები შეიძენენ გამოცდილებას თუ როგორ მოამზადონ საქმის წარმოების გეგმა, გააცნონ მტკიცებულება მეორე მხარეს, შეადგინონ სარჩელები და მოთხოვნები, მოემზადონ პროცესისთვის, ასევე დაამუშაონ ძირითადი საპროცესო უნარ-ჩვევები, როგორიცაა საწყისი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა, დასკვნითი სიტყვა. ყველა მასალა და ინსტრუქცია მოცემული იქნება ინგლისურ ენაზე. უნარ-ჩვევების სწავლება მოხდება ამერიკული მოდელის მიხედვით.
ECTS კრედიტი: 5
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 24
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა - 10%
დასწრება - 5%
შუალედური გამოცდა - 20%
საშინაო დავალება - 15%
საბოლოო გამოცდა - 50%
- ჯანმრთელობის დაცვის სამართალი (ნინო კიკნაძე)
როგორც ცნობილია, იურისპუდენცია მოიცავს სხვადასხვა დისციპლინებს, როგორიცაა სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი, საკორპორაციო სამართალი და სხვა. მსოფლიოში აღიარებულ დისციპლინას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, რომელიც აერთიანებს პაციენტისა და ჯანდაცვის სპეციალისტის უფლებებსა და ვალდებულებებს, მარგინალური ჯგუფების უფლებებსა და თავისუფლებებს, ჯანმრთელობის სფეროში არსებულ კანონმდებლობას, სასამართლო საქმიანობას, ზიანის ანაზღაურების პრინციპებს და სხვა.
ECTS კრედიტი: 5
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 30
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა – 5%
პრეზენტაცია – 15%
შუალედური გამოცდა –30%
საბოლოო გამოცდა – 50%
- საერთაშორო საფინანსო სამართალი და ფინანსების განვითრება (ვასილ კენკიშვილი)
აღნიშნული კურსი მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, და სხვ.) მიერ სხვადასხხვა საერთაშორისო პროექტების (როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო) დაფინანსების სამართლებრივ საკითხებს. კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო საკრედიტო ხელეკრულების გაფორმების საკითხი. ასევე, განხილულ იქნება ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივი საკითხები.
ECTS კრედიტი: 5
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 24
შეფასების სისტემა:
მონაწილეობა - 10%
შუალედური გამოცდა - 40%
საბოლოო გამოცდა - 50%
- ზოგადი მენეჯმენტი (ნინო დოლიძე)
კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები და მათი მიმართება საჯარო სექტორთან. კურსი ეხმარება მსმენელებს მენეჯმენტის, როგორც ეფექტური მუშაობის ძირეული ნაწილის, საფუძვლებისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, რაც ხელს შეუწყობს მათი ლიდერული უნარების გაძლიერებას და ორგანიზაციული შრომიუნარიანობის ამაღლებას.
ECTS კრედიტი: 5
აუდიტორიული საათების რაოდენობა: 30
შეფასების სისტემა:
დასწრება/მასალის დამუშავება-30%
ტესტი-20%
ჯგუფური დავალება-30%
მომერანდუმი-20%
|
|
|