» თავფურცელი: სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
მისაღები პროცედურები
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისათვის აბიტურიენტები უნდა ფლობდნენ სამართლის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხს
მისაღები პროცედურები:
- გამოცდა ინგლისურ ენაში (TOEFL)
- წერითი გამოცდა ინგლისურ ენაზე: გამოცდა შედგება ღია შეკითხვებისაგან, რომელთა შესახებაც უნდა იმსჯელონ აბიტურიენტებმა
- გასაუბრება მიმღებ კომისიასთან
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
- შევსებული ანკეტა (ანკეტა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან ან აიღოთ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში); ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა
- უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი
- CV
- სამოტივაციო წერილი
- აპლიკაციის ღირებულების გადახდის ქვითარი 30 ლარი. ჩამოტვირთეთ საბანკო რეკვიზიტები აქ
საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტში 2009 წლის 4 მაისიდან 12 ივნისამდე.
ღია კარის დღეები ჩატარდება 14:00
შერჩევის კრიტერიუმები:
- ლიდერობის პოტენციალი;
- წერის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
- ინფორმაციის ფლობა შესასწავლი სფეროს შესახებ;
- მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს ირინა ბაქრაძეს - irina@gipa.ge
|