?????????: ???????, 0108
???? ?????? #2
???: (+995 32) 931466, 934346
?????: (+995 32) 931466

» თავფურცელი:

 

 საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა

მიზნად ისახავს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. ახალი სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს შეიძინონ აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პოლიტიკური კომუნიკაციის სფეროებში წარმატების მისაღწევად როგორც სახელმწიფო, ისე კომერციულ ან არასამთავრობო ორგანიზაციებში.

სასწავლო პროგრამა მოიცავს თეორიულ ლექცია-სემინარებს და პრაქტიკულ ლაბორატორიულ მეცადინეობებს. სწავლის პერიოდში სტუდენტები დაამუშავებენ და წარმოადგენენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებს.

სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ინსტიტუტის ბაზაზე არსებული ინგლისურენოვანი რადიოსადგურისთვის "რადიო GIPA" და სტუდენტური გაზეთისთვის "Brosse Street Journal" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სარეკლამო პროექტების განხორციელებაში.

სწავლა ორწლიანია და ოთხი აკადემიური სემესტრისგან შედგება. ლექციებსა და სემინარებს ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები გაუძღვებიან. სტუდენტთა განკარგულებაში იქნება ტელე და რადიოაპარატურა, ვიდეო და ფოტოკამერები, ციფრული სამონტაჟოები, კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვა სასწავლო რესურსები. წარმატებული სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას სხვადასხვა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებსა და პრეს-სამსახურებში.

სწავლების საფასურია 3000 ევროს ეკვივალენტი ლარში.

მისაღები პროცედურები
* წერითი გამოცდა მშობლიურ ენაზე; გამოცდა შედგება ღია შეკითხვებისგან, რომელთა შესახებაც აპლიკანტებმა უნდა იმსჯელონ
* გასაუბრება მიმღებ კომისიასთან




მოთხოვნები
* შევსებული სააპლიკაციო ფორმა
* ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში
* ნიშნების ფურცლის ასლი დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლიდან
* სამოტივაციო წერილი
* ავტობიოგრაფია
* სარეკომენდაციო წერილი
* ინგლისური ენის მინიმალური ცოდნა (სასურველია)

საბუთების მიღება წარმოებს 2009 წლის 15 თებერვლამდე.

სასწავლო პროგრამა:
ძირითადი და არჩევითი კურსები
* საზოგადოებასთან ურთიერთობის პრინციპები და ტექნოლოგია
* ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
* კომუნიკაციის ფსიქოლოგია
* კომუნიკაციის ისტორია და თეორია
* მარკეტინგისა და რეკლამის საფუძვლები
* საზოგადოებრივი აზრი
* პოლიტიკური კომუნიკაცია
* საჯარო გამოსვლის სტრატეგია
* საჯარო სიტყვის წერის ტექნიკა
* ლიდერშიპი და გუნდური კომუნიკაცია
* კრიზისის კომუნიკაციის მენეჯმენტი
* კორპორაციული კომუნიკაცია
* ღონისძიებათა მენეჯმენტი
* პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
* პრეს-სამსახურის მართვა და მედია-სტრატეგია
* პრეს-რელიზის წერის ტექნიკა
* პროექტის მენეჯმენტი
* საჯარო კამპანიების მენეჯმენტი
* მედია-ოსტატობა (ბეჭდვითი, სამაუწყებლო, ვიზუალური, მულტიმედია)
* ფოტოჟურნალისტიკა
* დიზაინი (ბეჭდური და ვებ-დიზაინი)
* ზოგადი მენეჯმენტი
* ბიზნესის საფუძვლები
* კვლევის მეთოდები
* ეთიკის პრინციპები
* მედიასამართალი
* ვიდეო, აუდიო და ფოტო რედაქტირების კომპიუტერული პროგრამები
* ქართული ენა და წერის ტექნიკა

საბუთების მიღება იწარმოებს ინსტიტუტის შენობაში, მე-3 სართულზე.

საკონტაქტო პირი: ნინო დანელია
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, მე-3 სართული
მის: ბროსეს ქ. #2, თბილისი 0108
ტელ: (995 32) 93 14 66, (995 32) 93 43 46
ელ- ფოსტა: dane@gipa.ge
 

 
  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -