მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამა

საზაფხულო სკოლა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის საზაფხულო სკოლა განკუთვნილია სახელმწიფო მოხელეთათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომელთათვის, საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტებისა და მათთვის, ვინც დაინტესებულია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებით.

კურსის მსვლელობისას, სტუდენტები გაეცნობიან შედარებითი პოლიტიკის და დიპლომატიის აქტუალურ საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურასა და ფუნქციებს. საზაფხულო სკოლა გთავაზობთ შემდეგ სალექციო კურსებს:

  • “მსოფლიო დიპლომატიის ისტორია”
  • “შედარებითი პოლიტიკის საფუძვლები”
  • “საერთაშორისო ორგანიზაციები”

კურსის ხანგრძლივობაა ორი თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს მიენიჭებათ სერთიფიკატი. მათ, ვისაც სურვილი ექნება მომავალში სწავლის გაგრძელებისა, აღნიშნული კურსების კრედიტები ჩაეთვლებათ სამაგისტრო პროგრამის საერთო ქულათა ჯამში.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ინსტიტუტის ბიბლიოთეკითა და ელექტრონული რესურსებით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 15 ივნისამდე.

საკონტაქტო პირი: ნათია ჭიღვარია, საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ასისტენტი. natia @ gipa.ge სწავლის ღირებულებაა 600 ლარი. გასაუბრება ჩატარდება 24 ივნისს. სწავლა დაიწყება 26 ივნისს.

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -