» თავფურცელი: სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
პროგრამის შესახებ
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამა სტუდენტებს ამ სფეროში
მრავალმხრივ განათლებას სთავაზობს. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო პოლიტიკის
ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე: საერთაშორისო უსაფრთხოება და საერთაშორისო განვითარება.

საერთაშორისო პოლიტიკის რთულ გარემოში ეფექტურად მომუშავე პროფესიონალების აღსაზრდელად,
აუცილებელია ყურადღების გამახვილება ერთის მხრივ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ კვლევებზე, მეორეს მხრივ
საერთაშორისო განვითარებასა და ეკონომიკაზე. რაციონალური ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება
და გატარება სახელმწიფოს ძლიერების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. იგი განაპირობებს
ქმედითი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, საჭიროების შემთხვევაში კი მათ ეფექტურ
გამოყენებას პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს
უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკური, სტრატეგიული ასპექტები და საერთაშორისო
განვითარების საკითხები.
მრავალმხრივი სასწავლო პროგრამა სტუდენტებს ეხმარება საერთაშორისო პოლიტიკის, სამხედრო
სტრატეგიის, საერთაშორისო განვითარებისა და დიპლომატიის ისტორიის აქტუალური საკითხების შესწავლა-ანალიზში.
დაინტერესებულ სტუდენტებსა და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტებს ინსტიტუტი
სთავაზობს სამაგისტრო პროგრამას ორი განხრით: საერთაშორისო უსაფრთხოება და საერთაშორისო განვითარება.
მათ, ვისთვისაც შედარებით ხანმოკლე, თუმცა ინტენსიური სასწავლო პროგრამაა მისაღები, დააინტერესებს
ინსტიტუტში არსებული საზაფხულო სკოლის 2-თვიანი კურსი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში.
|