მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი: სამართლისა და პოლიტიკის სკოლა

ადმინისტრაცია და ლექტორები

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა: ბ-ნი ბაკურ კვაშილავა, დეკანი.

საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამა:


  • Mr. T.Sharashenidze, Program Coordinator თორნიკე შარაშენიძე (სახელმწიფო მართვის მაგისტრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) - პროგრამის კოორდინატორი,  ლექტორი. კითხულობს ლექციებს დიპლომატიის ისტორიასა და დაზვერვის თეორიასა და პრაქტიკაში.

    თორნიკე იურის-ძე შარაშენიძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. მას შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო პოლიტიკისა და მსოფლიო ეკონომიკის მიმომხილველად წამყვან ქართულ გაზეთებში.

    2002 წელს თორნიკე შარაშენიძემ წარმატებით დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის სკოლა, რის შემდეგაც მუშაობდა ჯერ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში და საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად.

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ასწავლის 2004 წლიდან. არის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ერთ-ერთი დამაარსებელი.  ახლახან დაასრულა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - იდეოლოგიათა შესაძლო გავლენა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე.


  • ნათია ჭიღვარია - ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (GIPA). საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის მკვლევარი ასისტენტი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.

    ელ ფოსტა: natia@gipa.ge


ლექტორები:

  • Ms. T.Kupunia თეონა ყუფუნია სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი.  კითხულობს ლექციებს კვლევის მეთოდებში.

    თეონა ყუფუნიამ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტის კვალიფიკაცია.

    2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრის ხარისხი.

    2004 – 2005 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI).

    2007 წელს დაამთავრა Linköping –ს უნივერსიტეტი (შვედეთი) საერთაშორისო და ევროპული ურთერთობების სამაგისტრო პროგრამა.

    თეონა ყუფუნია ამჟამად მუშაობს World Vision საქართველოს ოფისში პროექტების მენეჯერად ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის განხრით.

    2007 წლიდან დღემდე გახლავთ საქართველოში MEER (Middle East and Eastern Europe) რეგიონის ATAC-ის (Anti-Trafficking Action Coalition) საკონტაქტო პირი.


  • Mr. B.Kvashilava ბაკურ კვაშილავა (საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, იელის უნივერსიტეტი) სახელმწიფო ინსტიტუტები, საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკური განვითარება.

    კითხულობს ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში და შედარებით პოლიტიკაში

    ბაკურ კვაშილავამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის კვალიფიკაცია.

    შემდეგ იგი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის აპარატში, საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურში რეფერენტად.

    2001 წელს ბაკურ კვაშილავამ გაიმარჯვა კონკურსში და მოიპოვა ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდია. 2003 წელს მან დაამთავრა იელის უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში; კონცენტრაცია - პოლიტიკური რისკის ანალიზ.

    2005-2007 წლებში ბაკურ კვაშილავა მუშაობდა ეუთოს საქართველოს მისიაში.


  • Ms. N.Natsvlishvili ნათია ნაცვლიშვილი (სახელმწიფო პოლიტიკის მაგისტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი) ეკონომიკა. კითხულობს ლექციებს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

    ნათია ნაცვლიშვილმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსი სახელმწიფო პოლიტიკაში, საერთაშორისო სავაჭრო და საფინანსო ურთიერთობების განხრით, 2002 წელს. ამერიკაში გამგზავრებამდე ნათია ნაცვლიშვილს მიღებული ჰქონდა მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან.

    ამჟამად ნათია ნაცვლიშვილი მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამაში დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელად. სავალუტო ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ნათია ნაცვლიშვილი მუშაობდა საერთაშორიო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობაში და ახორციელებდა საქართველოს ფულად-სკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კვლევას და მონიტორინგს. იგი ასევე მუშაობდა საქართველოში ეუთოს მისიასა და ეროვნულ ბანკში.


  • Mr. G.Tugushi გიორგი ტუღუში სახელმწიფო მართვის მაგისტრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ადამიანთა უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი ლუნდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ლექტორ�.

    1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი.

    2001 წელს მიიღო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი.

    2004 წელს სწავლა გააგრძელა შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.

    2002 წლიდან გახლავთ მოწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, კითხულობს ლექციებს სახელმწიფო მმართველობისა და სამართლის სკოლაში.

    გიორგი ტუღუში მუშაობდა თბილისის მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე, საქართველოს პარლამენტში, ურბანულ ინსტიტუტში, გაეროს განვითარების პროგრამაში.

    ამჟამად არის სახალხო დამცველი.

    2005 წლიდან არჩეულია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი და დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტის წევრად.


  • Ms. T. Beruchashvili თამარ ბერუჩაშვილი სახელმწიფო მართვის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, ქიმიურ მეცნიერებათა მაგისტრი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.  კითხულობს ლექციებს საერთაშორისო ვაჭრობაში.

    დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფრანგული ენის სპეციალობით, ქიმიის ფაკულტეტი ბაკალავრისა და მაგისტრის წოდებით, ამერიკის ინდიანას უნივერსიტეტი ასევე მაგისტრის წოდებით საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.

    თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე.

    აგრეთვე მუშაობდა ანალიტიკოსად სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლების ცენტრში, დოქტორ ბზეჟინსკის ოფისში, ვაშინგტონში.

    თამარ ბერუჩაშვილი დღესდღეობით ითვლება რამოდენიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრად, იგი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი.

    გამოქვეყნებული აქვს ოცამდე პუბლიკაცია საერთაშორისო ვაჭრობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე.

    ამჟამად არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.


  • Mr. D. Lezhava დავით ლეჟავა ეკონომიკური მეცნიერების მაგისტრი, ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი.  უილიამსის კოლეჯი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ, 2002: განვითარების ეკონომიკა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, საქართველო, 1994: მყარი სხეულების ფიზიკა. კითხულობს ლექციებს სტატისტიკაში

    1987 წელს დავით ლეჟავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1987–1992 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი. 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1995 წლის შემდეგ იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი“. 2002 წელს დავით ლეჟავამ დაამთავრა უილიამსის კოლეჯი და მიიღო მიღებული მაგისტრის ხარისხი განვითარების ეკონომიკაში.

    დავით ლეჟავა ამჟამად მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში, მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.


  • Mrs. N Sharashidze ნია შარაშიძე ეკონომიკური მეცნიერების მაგისტრი.  უილიამსის კოლეჯი, მასაჩუსეცის შტატი, აშშ, 2002: განვითარების ეკონომიკა, სახელმწიფო ფინანსები. კითხულობს ლექციებს ეკონომიკაში

    ნია შარაშიძემ დაამთავრა უილიამსის კოლეჯის სამაგისტრო კურსი ეკონომიკის განვითარების სპეციალობით. მას აქვს მიღებული მაგისტრის ხარისხი განვითარების ეკონომიკაში. ამერიკაში გამგზავრებამდე ნია შარაშიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, მონაცემთა ანალიტიკოსის სპეციალობით და ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.

    ნია შარაშიძე ამჟამად მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობაში საქართველოში ფისკალურ ეკონომისტად. მის მოვალეობებში შედის ფისკალური სექტორის (სახელმწიფო შემოსავლების და ხარჯების) ვითარების ანალიზი, ვაჭრობასა და სამოქალაქო სექტორის რეფორმის მონიტორინგი. ასევე სიღარიბის დაძლევისა და ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის ანალიზი. სხვადასხვა დროს ნია შარაშიძე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საგადასახადო დეპარტამენტში, სხვადასხვა დონორის პროექტებში საქართველში და მსოფლიო ბანკში ვაშინგტონში.


  • დავით ჭოჭუა - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (ვენის დიპლომატიური აკადემია), ევროკავშირის პოლიტიკის მაგისტრი (ლუნდის უნივერსიტეტი) კითხულობს სალექციო კურსს საერთაშორისო ორგანიზაციები.

    2008 წლის სექტემბრიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ. 2008 წლის აპრილიდან სექტემბრამდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მრჩეველი. 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის აპრილამდე მუშაობდა ვენაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ანტი-ტერორისტულ განყოფილებაში, 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ოქტომბრამდე კი საქართველოს სტრატეგიისა და საგარეო ურთიერთობების ფონდში.

    2007 წლის იანვარში აირჩიეს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ მდივნად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების საბჭოს რესტრუქტურიზაციის პროექტის ანალიტიკოსად. 2003 - 2004 წლებში იყო გაზეთ 24 საათის ინგლისური ვერსიის მთავარი რედაქტორი.
    პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს გაზეთ 24 საათში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.


  • ალექსანდრე კუპატაძე - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (უპსალის უნივერსიტეტი შვედეთი) და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი (წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი). კითხულობს სალექციო კურსს ტრანსნაციონალური დანაშაული.

    1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი, 202 წელს უპსალის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა. 2002-2005 წლებში მუშაობდა თბილისში, ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევით ცენტრში ასოცირებულ მეცნიერ თანამშრომლად. 2005 წლიდან ასწავლის და მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში თემაზე: ორგანიზებული დანაშაული კორუფცია და ფერადი რევოლუციები: საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი.

    არის ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და მუშაობს ისეთ თემებზე როგორიცაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, დემოკრატიზაცია პოსტსაბჭოთა ევრაზიის ქვეყნებში, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოლიტიკა, კორუფცია და ა.შ.


  • დავით თევზაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. გენერალ ლეინტენანტი. კითხულობს ლექციებს ომის თეორიისა და განვითარების შესახებ.

    დავით თევზაძემ 1971 წელს, დაამთავრა: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, 1978 წელს თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1997 წელს კანზასის სამეთაურო და გენშტაბის კოლეჯი აშშ-ში (ფორტ ლივენუერსი). არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი მკვლევარი. ნიუ იორკის სამეცნიერო აკადემიის წევრი. ევროპული იდეების შესწავლის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.

    სხვადასხვა დროს დავით თევზაძე მუშაობდა: თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად, საქართველოს სამხედრო ძალების კონტროლის უფროსად. 1998-2004 წლებში გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    დავით თევზაძეს გამოქვეყნებული აქვს ორმოცზე მეტი ნაშრომი ფილოსოფიასა და ლოგიკაში. სტატიები პოსტ-საბჭოთა კავშირის შესაძლო განვითარების, თანამედროვე ნაციონალიზმის, უტოპიური საზოგადოებების, მშვიდობის შესახებ. აგრეთვე პოეზიის ორი კრებული.

    ამჟამად დავით თევზაძე გახლავთ ევროკავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი.
     


  • თინა ბურჯალიანი - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. კითხულობს სალექციო კურსს მრავალმხრივი დიპლომატია.

    თინა ბურჯალიანმა 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა ნოტინგემის უნივერსიტეტში სპეციალობაზე - ადამიანის უფლებები. 2005 წელს მიენიჭა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი წოდება suma cum laude ამერიკული უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის სკოლაში..

    2004-2005 წლებში მუშაობდა ამერიკული უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის სკოლასთან არსებულ ომის დანაშაულის კვლევის ცენტრში. 2005 წელს მუშაობდა იურიდიულ ფირმაში Holland and Knight LLP როგორც უცხოელი იურისტი. 2004 წელს იყო საქართველოს გენერალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად. 2007 წლიდან დღემდე გახლავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

 

 

 

 

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -