|
|
მისამართი: თბილისი, 0108 მარი ბროსეს #2 ტელ: (+995 32) 931466, 934346 ფაქსი: (+995 32) 931466 |
|
|
|
» თავფურცელი: სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
ლექცია რეზერვის შესახებ
2 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს სტუმრად ეწვია თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დეპარტამენტის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი აკაკი მახარაშვილი, მან სტუდენტების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ქართულის ჯარის და რეზერვის შესახებ. შეხვედრის ბოლოს სტუმარმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს |
ნატო-სამხრეთ კავკასია: თანამშრომლობა მშვიდობისათვის
3-5 აპრილს ფრიდიხ ნაუმანის ფონდმა მოაწყო სემინარი თემაზე ”ნატო-სამხრეთ კავკასია: თანამშრომლობა მშვიდობისათვის”. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის მკვლევარი-ასისტენტი ნათია ჭიღვარია და ამავე პროგრამის სტუდენტები ლადო სვანაძე და ირმა ხვედელიანი. სემინარის მსვლელობისას განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ცვლილებები ნატოში, აზერბაიჯანის, სომხეთის და ნატოს თანამშრომლობის საკითხები და სხვა. |
 |
საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ლექტორი სტუმრად ტეფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლაში
საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ლექტორი, კახა ხიზანიშვილი, ამჟამად საქართველოს პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლაში, რომლის კურსდამთავრებულიც გახლავთ. მან ვრცლად ისაუბრა ქართული პოლიციის და სადაზვერვო სამსახურების გარდაქმნის შესახებ, ასევე შეეხო ჩვენი ქვეყნის რთულ და დაძაბულ ურთიერთობას რუსეთის მთავრობასთან. |
 |
აკირა კუროსავას ფილმის “შვიდი სამურაი” ჩვენება
საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამა აგრძელებს სტუდენტებისათვის ფილმების ჩვენებას კინოთეატრ ამირანის დარბაზ ამარკორდში.
10 დეკემბერს ჩატარდა აკირა კუროსავას ფილმის “შვიდი სამურაი” ჩვენება. ფილმი გადაღებულია 1953 წელს და საინტერესოა როგორც ისტორიული ასევე სტრატეგიის თეორიის თვალსაზრისით. სიუჟეტი ეხება მე-16 საუკუნის იაპონიის ისტორიულად რთულ პერიოდს, როცა ცენტრალიზებულმა ხელისუფლებამ მარცხი განიცადა და ცალკეული რეგიონების მმართველები ერთმანეთს დომინანტობისათვის ებრძოდნენ. იარაღის და დენთის გამოგონებამ ცვლილება შეიტანა ომის სტრატეგიაში და სამურაების საბრძოლო ხელოვნება ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა.
შემდეგი ფილმის “აპოკალიფსი დღეს” ჩვენება შედგება იანვრის ბოლოს. |
 |
ეროლ მორისის დოკუმენტური ფილმის “ომის ბურუსი: 11 გაკვეთილი რობერტ მაკნამარას ცხოვრებიდან” ჩვენება
12 ნოემბერს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის სტუდენტებისათვის კინოთეატრ “ამირანის” მცირე დარბაზში შედგა ეროლ მორისის დოკუმენტური ფილმის “ომის ბურუსი: 11 გაკვეთილი რობერტ მაკნამარას ცხოვრებიდან” ჩვენება. ფილმში გასული საუკუნის ომისა და მშვიდობის საკითხები XX საუკუნის ერთერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწის თვალთახედვით არის განხილული. რობერტ მაკნამარა იგონებს გასულ საუკუნეს, მოგვითხრობს მისი მონაწილეობის შესახებ და მსჯელობს, თუ რა გავლენა მოახდინეს ამ მოვლენებმა XI საუკუნის მსოფლიოსათვის.
საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამა კინოთეატრ “ამირანის” ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე კვლავ გააგრძელებს ფილმების ჩვენებას, რის შესახებაც რეგულარულად გაცნობებთ. ამით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ახალ ტრადიციას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი სტუდენტებისათვის ხარისხობრივად განსხვავებული განათლების მიცემას. |
 |
 |
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები
10 ნოემბერს, საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამამ, სტუდენტებთან შესახვედრად ინსტიტუტში მოიწვია უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირქტორი ალეკო მაისურაძე. შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები. სტუმარმა ისაუბრა ნატოს სამოქმედო გეგმის შესახებ, განიხილა საქართველოს მხრიდან განხორციელებული რეფორმები და უპასუხა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
 |
 |
ექსპერტი კონფლიქტოლოგიის დარგში, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა საერთაშორისო პოლიტიკის სტუდენტებს
ხუთშაბათს, 26 ოტომბერს, ექსპერტი კონფლიქტოლოგიის დარგში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის სტუდენტებს აფხაზეთისა და ოსეთის საკითხებზე. საუბრის მთავარი თემა გახლდათ კონფლიქტების წარმოშობის ძირეული მიზეზები და ზემოთხსენებულ რეგიონებში დღესდღეობით მიმდინარე პროცესები. შეხვედრის დასასრულს ბატონმა პაატამ გიპას ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები. |
 |
 |
ეუთოს მისიის ელჩი საქართველოში ესაუბრა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის სტუდენტებს
ეუთოს ელჩი საქართველოში, ბატონი როი რივი 12 აპრილს ესაუბრა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის სტუდენტებს. ბატონმა რივმა მიმოიხილა ეუთოს როლი საქართველოში, რომელიც მოიცავს საქმიანობათა ფართო სპექტრს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობიდან ეუთოს როლამდე, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მონაწილისა. |
 |
 |
ჰარვარდის საპატიო პროფესორი, ბატონი რიჩარდ პაიპსი ესაუბრა სტუდენტებს შეერთებული შტატების უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის პროცესის შესახებ
2 ივნისს, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს “ჯგუფ ბ-ს” (სტრატეგიული დაზვერვის მიმოხილვა) ყოფილი ხელმძღვანელი, მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო ჯგუფის წევრი და საბჭოთა კავშირის, რუსეთისა და კავკასიის საქმეების აღიარებული სპეციალისტი ესტუმრა ინსტიტუტს, რათა ესაუბრა შეერთებული შტატების უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის პროცესის შესახებ.
ბატონმა პაიპსმა მიმოიხილა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პრეზიდენტის როლი უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში. შემდგომი საუბარი შეეხო შეერთებული შტატების დემოკრატიის გავრცელებისა და სახელმწიფოების აღმშენებლობის იდეოლოგიასა და პოლიტიკას, ამერიკასა და ევროპელ მოკავშირეთა შორის არსებულ უთანხმოებებს, ცივი ომის დროინდელ ბირთვული დაპირისპირებას, თანამედროვე რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. |
 |
თანამშრომლობის გაღრმავება შეერთებული შტატების კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან
ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის წარმომადგენლები: მაკა იოსელიანი (სკოლის დეკანი), ლევან ცუცქირიძე (საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის კოორდინატორი) და ნინო ღონღაძე (ადგილობრივი მმართველობის პროგრამის თანაშემწე) სტუმრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის დედაქალაქს. ვიზიტის განმავლობაში შედგება შეხვედრები ჯორჯიის შტატსა და ვაშინგტონში განთავსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან. აღნიშნული ვიზიტის მიზანია სხვადასხვა ერთობლივი პროგრამების საშუალებით სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება ინსტიტუტში აშშ-ის უნივერსიტეტებთან განხორციელებული ერთობლივი პროგრამების საშუალებით. |
|
|
|