მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

»

საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი

 
  1. შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში  (ბაკურ კვაშილავა)
    კურსი სტუდენტებს გააცნობს საერთაშორისო ურთიერთობების  ძირითად თეორიებს (რეალიზმი, ნეორეალიზმი, ლიბერალიზმი, მარქსიზმი) და მიმოიხილავს შესაბამის ნაშრომებს ისეთი ავტორებისა როგორიცაა კანტი, ლოკი, ჰობსი, მაკიაველი, მორგენტაუ, უოლცი და სხვ. დიდი ყურადღება ეთმობა დარგის თანამედროვე განვითარებასაც. მთლიანობაში კურსის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას თეორიული საფუძველი საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების ანალიზისათვის.

    ECTS კრედიტი: 6
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    სემინარებში აქტიური მონაწილეობა: 15%
    2 გვერდიანი ანალიზი/ პრეზენტაცია: 20%
    შუალედური გამოცდა: 25%
    საბოლოო გამოცდა: 40%
     

  2. ეკონომიკის საწყისები (ნია შარაშიძე)
    კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს ეკონომიკის ფუნდამენტური საკითხები. კურსი შედგება ორი ნაწილისაგან და განიხილავს მიკროეკონომიკისა და მაკროენომიკის უმნიშვნელოვანეს თეორიებს. იგი  მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან  საკითხებს, როგორიცაა მოთხოვნა-მიწოდება, მომხმარებლის ქცევა, წარმოება და დანახარჯები,  ფულის ღირებულება დროში, რისკები, კონკურენტული და მონოპოლიური ბაზრები, მაკროეკონომიკური გარემო, ერთობლივი მოთხოვნა-მიწოდება, ინფლაცია, უმუშევრობა, სახელმწიფოს როლი და გავლენა ეკონომიკაზე და სხვ.


    ECTS კრედიტი
    : 6
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    4 საშინაო დავალება - 5% თითოეული
    შუალედური  გამოცდა - 30%
    საბოლოო გამოცდა - 50%
     

  3. ომის თეორია და თანამედროვე განვითარება (დავით თევზაძე)
    ამ კურსის განმავლობაში განვიხილავთ სტრატეგიული აზრის ისეთ კლასიკოსებს, როგორებიცაა კლაუზევიცი, სუნ ცი, მონტგომერი და სხვები. კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს პოლიტიკის, სტრატეგიისა და ომის ურთიერთკავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების ანალიზისათვის საჭირო თეორიული საფუძველი, რათა მათ შეძლონ ომის პოლიტიკური მიზნებისა და სტრატეგიის განსაზღვრა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის შინაარსის გაცნობიერება.


    ECTS კრედიტი
    : 6
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება მონაწილეობა -20 %
    ესსე #1 - 40%
    ესე #2 - 40%
     

  4. დიპლომატიის ისტორია (თორნიკე შარაშენიძე)
    სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ყველაზე საინტერესო ეპიზოდები დიპლომატიის ისტორიიდან. კურსი არ ფარავს ისტორიას დიპლომატიის აღმოცენებიდან თანამედროვეობამდე. მისი ძირითადი ნაწილი ეძღვნება ევროპულ დიპლომატიას ნაპოლეონის ომებიდან მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით. ეს ის პერიოდია როცა მოღვაწეობდნენ  ტალეირანი, მეტერნიხი, ბისმარკი, გორჩაკოვი, ჩერჩილი და სხვა გამოჩენილი დიპლომატები და პოლიტიკოსები.

    ECTS კრედიტი: 6
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დისკუსიებში მონაწილეობა: 15%
    შუალედური ესსე (ბარდება მე-9 ლექციაზე): 40%
    საბოლოო ესსე: 45%

     

  5. საერთაშორისო ეკონომიკა (ნათია ნაცვლიშვილი)
    კურსი მიზნად ისახავს საერთაშორისო ეკონომიკის პრინციპების შესწავლას. დაწვრილებით განიხილავს საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ფორმირებას  და განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე საერთაშორისო სავაჭრო და საფინანსო ურთიერთობების შესწავლას, კონკერტულად კი საერთაშორისო ვაჭრობის, ფინანსების მოძრაობის, მონეტარული სისტემის რეფორმის და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხებს.


    ECTS კრედიტი
    : 5
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    4 საშინაო დავალება : 5% თითოეული
    შუალედური გამოცდა: 30%
    საბოლოო გამოცდა: 50%
     

  6. შედარებითი პოლიტიკის შესავალი (ბაკურ კვაშილავა)
    ამ კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს შიდაპოლიტიკური პროცესები, მათი მექანიზმები და ამ პროცესების ეკონომიკურ საფუძვლები. განხილული იქნება სახელმწიფოებრივი მოწყობის სხვადასხვა ფორმები და ამ ფონზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თავისებურებანი.  დიდი ყურადღება დაეთმობა სახელმწიფოს წარმოშობასა და მახასიათებლებს, ინსტიტუტებსა და პოლიტიკური რეჟიმების ტრანსფორმაციას.

    ECTS კრედიტი
    : 6
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    სემინარებში მონაწილეობა: 15%
    პრეზენტაცია: 20%
    შუალედური გამოცდა: 25%
    საკურსო ნაშრომი: 40%
     

  7. საერთაშორისო სამართალი (გიორგი ტუღუში)
    კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს თეორიული ცოდნა საგნის შესახებ, რათა შეძლონ  საერთაშორისო სისტემისა და მასში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, განსაკუთრებით კი საერთაშორისო კონფლიქტების სამართლებრივი შეფასება. კურსის მსვლელობისას გაანალიზდება კავშირები ისეთ ფენომენებს შორის როგორიცაა სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობა, სუვერენიტეტი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ.

    ECTS კრედიტი: 6
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 15%
    მონაწილეობა ლექციებსა და სემინარებში: 25%
    საბოლოო გამოცდა: 60%
     

  8. საერთაშორისო ორგანიზაციები (დავით ჭოჭუა)
    კურსის მიზანია სტუდენებს გააცნოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ალიანსების (NATO, OSCE, UN) მუშაობის პრინციპები. დიდი ნაწილი დაეთმობა ევროკავშირის ინსტიტუტებს. სტუდენტები გაიაზრებენ ამ ორგანიზაციებს თეორიულ ჭრილშიც რათა უკეთ შეძლონ პრაქტიკასთან ლოგიკური კავშირის არსებობის წარმოჩენა და გაანალიზება.

    ECTS კრედიტი: 6
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    ტესტები: 15% +15%+15%+15%
    საბოლოო ნაშრომი: 40%
     

  9. საერთაშორისო ვაჭრობა და განვითარება (თამარ ბერუჩაშვილი)
    კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს ის საბაზისო ცოდნა, რომელიც აუცილებელია ვაჭრობისა და განვითარების პრობლემატიკის განხილვისათვის. ამასთან, სტუდენტები გაეცნობიან ამ ურთიერთდამოკიდებულების სირთულეებსა და თანამედროვე მიდგომებს. კურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკითხები ასევე დაეხმარება სტუდენტებს ეკონომიკური აზროვნების განვითარების სრულყოფაში და მისცემს მსმენელებს ცოდნასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებს შესაბამის საკითხებში.

    ECTS კრედიტი: 5
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება/აქტიურობა: 10%
    სემინარებში აქტიურობა: 20%
    მემორანდუმი: 20%
    პროექტის პრეზენტაცია 25%
    გამოცდა 25%

  10. დიდი სახელმწიფოების დიპლომატია (თორნიკე შარაშენიძე)
    ეს კურსი გარკვეულწილად წარმოადგენს დიპლომატიის ისტორიის კურსის გაგრძელებას. იგი ძირითადად ასახავს ცივი ომის ისტორიას. ასევე მიმოიხილავს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს. მისი მიზანია უკვე შესწავლილი თეორიული ცოდნის გამოყენებით გააანალიზდეს თანამედროვე მოვლენები. ყურადღება  დაეთმობა საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებსაც თანამედროვე გლობალური პოლიტიკური რეალობების კონტექსტში.

    ECTS კრედიტი: 6

    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    პრეზენტაცია სემინარზე: 20%
    შუალედური გამოცდა: 40%
    საბოლოო გამოცდა 40%

  11. კვლევის მეთოდები (თეონა ყუფუნია)

    კურსის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს აკადემიური ნაშრომის დაწერის უნარ-ჩვევების განვითარებაში. აგრეთვე გააცნოს კვლევის ჩატარების სხვადასხვა სტრატეგიებს და ხელი შეუწყოს მათ დამოუკიდებლად აწარმოონ აკადემიური კვლევა. კურსის ბოლოს სტუდენტებს უნდა შეეძლოთ წარმოადგინონ სამაგისტრო ნაშრომი ყველა აკადემიური წესის დაცვით. ასევე ოპონირების უნარ-ჩვევის გათვალისწინებით.

    ECTSკრედიტი:4
    საათებისრაოდენობა:24სააუდიტორიოსაათი
    შეფასების სისტემა
    :

    სემინარებში აქტიური მონაწილეობა: 20%
    პრეზენტაციები: 15%
    შუალედური გამოცდა: 25%
    საბოლოო გამოცდა: 40%
  12.  

  13. მრავალმხრივი დიპლომატია (თინა ბურჯალიანი)

    კურსის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციების იმ ფუნქციების შესწავლა, რომელიც ერთის მხრივ რეგულირდება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და მეორეს მხრივ მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალმხრივ დიპლომატიასა და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან. განიხილება საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის  ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმები და საინტერესო შემთხვევები მრავალმხრივი მოლაპარაკებების პრაქტიკიდან.

    ECTSკრედიტი:6
    საათებისრაოდენობა
    :36სააუდიტორიოსაათი
    შეფასების სისტემა:

    დასწრება_10%
    სემინარებში მონაწილეობა_15%
    შუალედური გამოცდა_25%
    საკურსო ნაშრომი/საბოლოო გამოცდა_50%

  14.  

  15. სტატისტიკა (დავით ლეჟავა)

    კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სტატისტიკა როგორც სტრატეგიის ანალიზში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო  ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. იგი რაოდენობრივი ანალიზის უნარჩვევებს ასწავლის და საშუალებას იძლევა სწორად იქნეს გამოყენებული რაოდენობრივი  მონაცემები ყოველდღიურ თუ პროფესიულ ცხოვრებაში. სალექციო კურსი გააცნობს სტუდენტებს სტატისტიკის ძირითდ პრინციპებს და პროცედურებს, რათა შეძლონ ეფექტურად გამოიკვლიონ და წარმოადგინონ რაოდენობრივი მონაცემები. ყოველივე ეს მათ კვლევას მეცნიერულ საფუძველს მისცემს.

    ECTSკრედიტი:6
    საათებისრაოდენობა
    :24სააუდიტორიოსაათი
    შეფასების სისტემა:

    სემინარებში აქტიური მონაწილეობა:
    10%
    საშინაო დავალება და ჩათვლები
    : 15%
    შუალედური გამოცდა:
    30%
    საბოლოო გამოცდა: 4
    5%

     

  16. დაზვერვის თეორია და პრაქტიკა (თორნიკე შარაშენიძე) კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ზოგადი ცოდნა დაზვერვაზე და შეუქმნას რეალური წარმოდგენა ამ სფეროზე. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ასპექტებს, ასევე პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც ძირითადად ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა ორმაგი აგენტების ფენომენი და დაზვერვის გავლენა ომსა და დიდ პოლიტიკაზე. განიხილება ყველაზე საინტერესო მაგალითები ისტორიიდან. ამის ფარგლებში კურსის მსვლელობისას გაიმართება კინოჩვენებებიც.


    ECTSკრედიტი:5
    საათებისრაოდენობა
    :36სააუდიტორიოსაათი
    შეფასების სისტემა
    :

    დისკუსიებში
    აქტიური მონაწილეობა: 20%
    ჯგუფური
    პრეზენტაციები: 35%
    საბოლოო გამოცდა: 4
    5%

     

  17. ტრანსნაციონალური დანაშაული  (ალექსანდრე კუპატაძე) კურსის მიზანია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ასახსნელად ძირითადი თეორიული მიდგომების მიმოხილვა. კურსის ფარგლებში განმარტებული იქნება ძირითადი ცნებები, ორგანიზებული დანაშაულის ტრანსნაციონალიზაციის ხელისშემწყობი ფაქტორები, კავშირი ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და კორუფციას, ასევე დანაშაულსა და სახელმწიფოს შორის. ყურადღება გამახვილებული იქნება პოსტ-საბჭოთა სივრცესა და საქართველოზე. პარალელი გაკეთდება ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს შორის.


    ECTSკრედიტი
    :5
    საათებისრაოდენობა
    :36სააუდიტორიოსაათი
    შეფასების სისტემა:

    სემინარებში
    მონაწილეობა: 15
    პრეზენტაცი
    : 20%
    შუალედური
    გამოცდა: 25%
    საკურსო ნაშრომი/საბოლოო გამოცდა: 40%

     

  18. ჩრდილოეთ კავკასია და რუსეთი. (ანდრო ბარნოვი) კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ანატომია, და ის მოვლენები, რომლებიც ქვეყანაში განვითარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.  ცალკე ყურადება დაეთმობა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. ყოველივე ეს გაანალიზდება რუსეთის ტრადიციული ხედვების, კონტექსტში, რომლებიც დიდ როლს თამაშობს ქვეყნის თანამედროვე პოლიტიკურ რეალიებშიც. 


    ECTSკრედიტი:6
    საათებისრაოდენობა
    :36სააუდიტორიოსაათი
    შეფასების სისტემა:

    სემინარებში მონაწილეობა: 15%
    პრეზენტაცი
    : 20%
    შუალედური
    გამოცდა: 25%
    საკურსო ნაშრომი/საბოლოო გამოცდა: 40%

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -