ბიბლიოთეკა

ელფოსტა ბეჭდვა

ჯიპას ბიბლიოთეკა მოიცავს თითქმის ყველა იმ საინფორმაციო და კვლევით რესურსს, რაც აუცილებელია სწავლისა და ეფექტური მუშაობისათვის.

ინსტიტუტის ცენტრალური ბიბლიოთეკა მდებარეობს ჯიპას მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: გორგასლის ქ #101; ტელეფონი: 995 32 45 75 45) ბიბლიოთეკაში არსებული სახელმძღვანელოები ძირითადად ინგლისურენოვანია, მათი რაოდენობა დაახლოებით 7000-ს შეადგენს. ბიბლიოთეკა რეგულარულად ახლდება თანამედროვე წიგნებით, ჟურნალებით და პუბლიკაციებით სხვადასხვა სფეროში. ლექტორების მიერ სტუდენტებისათვის შერჩეული საკითხავი მასალის კრებული ცალკე სახელმძღვანელოდ იბეჭდება და ასევე ინახება ბიბლიოთეკაში როგორც სარეკომენდაციო ლიტერატურა.

ცალკეული სკოლების ბიბლიოთეკა მდებარეობს იმავე შენობაში სადაც სამაგისტრო პროგრამებია განთავსებული (მისამართი: მარი ბროსეს ქ # 2).

ჯიპას სტუდენტებისათვის ასევე ხელმისაწვდომია წიგნების ელექტრონული ბაზები:

ამერიკული აკადემიური ჟურნალების ელექტრონული არქივი JSTOR, რომლის საშუალებითაც ასეულობით ცნობილი ჟურნალის სამეცნიერო სტატიის სრული ტექსტით ნახვა შეიძლება. არქივში არსებული ჟურნალების გამოცემის თარიღი იწყება 1665 წლიდან. (არქივით სარგებლობა შესაძლებელია  მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბროსეს მისამართზე).

სასწავლო პროცესის მართვის ბაზაში ინტეგრირებული სამეცნიერო ლიტერატურისა და სალექციო მასალები ელექტრონული ბაზა (არქივი ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის).

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ინსტიტუტში არსებული წიგნების თემატური და ანბანური ჩამონათვალი