დეველოპერული პროექტის დაგეგმვა და მართვა

ელფოსტა ბეჭდვა

ურბანული და კურორტების დეველოპმენტი

პროგრამის მიზანია მსმენელთათვის დეველოპერული პროექტის დაგეგმვის და მართვის პრინციპების შესწავლა. პროგრამა ითვალისწინებს დეველოპერული პროექტის შექმნის ყოველი საფეხურის სწავლებას მარკეტინგული კვლევიდან - ობიექტის  ექსპლუატაციამდე.
დეველოპერული პროექტის ეფექტიანი შედეგი დამოკიდებულია მისი საკვანძო ეტაპების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.ეს ეტაპებია ბაზრის კვლევა და რისკების ანალიზი, პროექტის რენტაბელობის პროგნოზი, მიწის მართვის პრინციპები, ქალაქგეგმარება და არქიტექტურული გეგმარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარების სტრატეგიის სწორად ჩამოყალიბება.
პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ პროფესიული უნარები, კურსის დასრულებახელს შეუწყობს მსმენელების ინტეგრირებას საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, თანამედროვე  ბიზნეს-არქიტექტურის, კომპანიებში დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკა დეველოპერულ კომპანიებში.
სალექციო კურსი შემუშავებულია ამ მიმართულების პროფესიონალი კონსულტანტებისა და ამ სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების მიერ, თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.

პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისგან;

  • დეველოპერული პროექტის დაგეგმვა და მართვა - გიორგი ქანანაშვილი, კომპანია DEXUS;
  • მარკეტინგული სტრატეგია - ირინა დუმბაძე ACT research, კონსალტინგის დირექტორი;
  • საკადასტრო მოწყობის პრინციპები - დავით ლიპარტელიანი;კადასტრის ექსპერტი;თბილისის განვითარების ფონდი;
  • ფინანსების მართვა - ლადო საყვარელიძე;კომპანია REDIX
  • გარემოს და არქიტექტურული გეგმარების პრინციპები -  გიორგი ნიკოლაიშვილი, კომპანია SilkRoad Group;
  • რეკრეაციული რესურსების მართვა/კურორტების გეოგრაფია - გია სოფაძე, გეოგრაფიის დოქტორი;
  • ლანდშაფტები და გარემოს დაცვითი მენეჯმენტი - ნინო სულხანიშვილი, გარემოს დაცვის ექსპერტი;
  • პროექტისჩამოყალიბებისპრინციპები; - თამარყურაშვილი, ფილოლოგი PHD მკვლევარი;
  • GIS ქალაქგეგმარებაში- ირაკლიუგულავა, GISექსპერტი, GeoLand;


სწავლებაწარმოებსქართულენაზე. პროგრამისხანგრძლივობაა 4 თვე. ლექციებიტარდებაკვირაშისამჯერ, 18:30-21:30. პროგრამის ღირებულებაა 1800 GEL. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში.

მიღება: დოკუმენტაციისშემოწმება;
გასაუბრებამიმღებკომისიასთან.
პროგრამაშიმონაწილეობისათვისგთხოვთწარმოადგინოთშევსებული სააპლიკაციო ფორმა  დაავტობიოგრაფია (CV).
საბუთებისმიღებაიწარმოებს ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის შენობაში და მითითებულ ელექტრონულ მისამართზე;

საკონტაქტოპირი: ნინოლიპარტელიანი (995 593) 31 76  03;

საქართველოსსაზოგადოებრივსაქმეთაინსტიტუტი

მის: გორგასლის 101 

ტელ:  (995 32)2 49 75 45      

Email: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს