GPS/GIS ტექნოლოგიები და კადასტრი

ელფოსტა ბეჭდვა
პროგრამის მიზანია მონაწილეთათვის აზომვითი სამუშაოებისა და ნახაზის შედგენის თანამედროვე მეთოდების გაცნობა და მისი პრაქტიკულად განხორციელება, ობიექტის ადგილმდებარეობის, დანიშნულების განსაზღვრა, არქიტექტურული ნახაზის შედგენა, სივრცითი ინფორმაციის  მნიშვნელობა, მონაცემთა ბაზების მართვა, გეოინფორმაციული სისტემების  პრინციპების საბაზისო ცოდნის მიღება, კარტოგრაფიული დიზაინის საფუძვლების დაუფლება. პარალელურად თეორიული კურსისა მონაწილეები დაეუფლებიან კომპიუტერულ პროგრამებს. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული მუშაობის სინთეზი მონაწილეს საშუალებას მისცემს შეასრულოს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაო, ხელს შეუწყობს მათ ინტეგრირებას თანამედროვე  საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში

პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია პრაქტიკა ამ მიმართულების ორგანიზაციებში:

 სალექციო კურსი შემუშავებულია ამ მიმართულების პროფესიონალი კონსულტანტებისა და ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების მიერ, თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.

პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისგან:

 

  • შენობის შიდა და გარე აზომვა  
  • გარე სივრცის აზომვა GPS ხელსაწყოებით / ტოპოგრაფიული და საკადასტრო აზომვა
  • საკადასტრო მოწყობის პრინციპები   
  • ArchiCAD
  •  AutoCAD

 

 პროგრამა არჩევით

 

  • ArcGIS
  • 3D MAX

 

სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ, 18:30-21:30.

პროგრამის ღირებულებაა 1800 GEL. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში.

მიღება
დოკუმენტაციის შემოწმება;
გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ  წარადგინოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა  და ავტობიოგრაფია (CV).
 საბუთების მიღება იწარმოებს ინტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის შენობაში.
 
საკონტაქტო პირი: ნინო ლიპარტელიანი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მის: გორგასლის 101
ტელ: (995 32) 45 75 45
მობ: (995 593) 31 76  03
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს