რეკლამის სტრატეგიული და კრეატიული მენეჯმენტი

ელფოსტა ბეჭდვა
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის რეკლამის წარმოების კრეატიული პროცესის ყველა სეგმენტის გაცნობა და შესწავლა. შემოქმედებითი პროცესის მართვა ითვალისწინებს ისეთ რგოლების სწორ კომუნიკაციას, როგორიცაა:  კლიენტი – კლიენტ სერვისი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი – შემოქმედებითი რგოლი (კოპირაითინგი, დიზაინი).
 
პროგრამის ფარგლებში შემავალი დისციპლინების საფუძველზე, მსმენელები  განახორციელებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებს, რაც განუვითარებს მათ კრეატიულ და ანალიტიკურ აზროვნებას, პროფესიულ და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს. შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ  პრობლემის ან მიზნის განსაღვრაში და გამოკვლევაში, სხვადასხვა მეთოდების საშუალებით იდეების გენერირებაში, სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებაში და განხორციელებაში.
 
პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა სარეკლამო სფეროში, შეისწავლონ კრეატიული მენეჯმენტის მეთოდები და სწორად მოახდინონ  კონკრეტული კომპანიის თუ პროდუქტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მართვა. პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია პრაქტიკა ამ მიმართულების წამყვან ორგანიზაციებში. 
 
სალექციო კურსი შემუშავებულია ამ მიმართულების პროფესიონალი კონსულტანტებისა და ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი მარკეტოლოგების, ბრენდ მენეჯერების და კრიატიული დირექტორების მიერ, თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.
 
პროგრამა შედგება შემდეგი დისციპლინებისგან:
  • ინსტიტუციური რეკლამის საფუძვლები
  • მარკეტინგის საფუძვლები
  • ბრენდინგი
  • სარეკლამო სტრატეგია და საკომუნიკაციო არხები
  • კრეატიული პროცესის მართვა
  • პრეზენტაციის უნარი
  • კვლევის მეთოდები
სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ, 18:30-21:30.
პროგრამის ღირებულებაა 1800 GEL. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში. საბუთების მიღება იწარმოებს 2012 წლის 23 სექტემბრამდე. სწავლა დაიწყება 24 სექტემბერს.
 
მიღება
დოკუმენტაციის შემოწმება;
გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ წარადგინოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა  და ავტობიოგრაფია (CV).
 საბუთების მიღება იწარმოებს ინსტიტუტის საოციალურ მეცნიერებათა სკოლის შენობაში.
 
 
 
საკონტაქტო პირი: გიორგი მჟავანაძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მის: გორგასლის 101
ტელ: 2 49 75 45
მობ: (995 571) 27 10 70
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს