სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის ტექნოლოგიები

ელფოსტა ბეჭდვა

პროგრამის მიზანია მონაწილეთათვის ინტენსიური კურსის საშუალებით პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და განვითარება. ეს ხელს შეუწყობს მათ ინტეგრირებას თანამედროვე სარეკლამო წარმოების სივრცეში,  სარეკლამო სააგენტოებში, საგამომცემლო ორგანიზაციებში, სარეკლამო არტ-სტუდიებში, ვებ-დიზაინის ბიზნესში, სხვადასხვა მარკეტინგულ კომპანიებში.  მსმენელები სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე ინდივიდუალურად შეძლებენ  დაკვეთის შესრულებას.

 

თანამედროვე სარეკლამო  სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტების შესწავლა, კრეატიული აზროვნების განვითარება, ხელს შეუწყობს მათ ვიზუალური კომუნიკაციის და შემოქმედებითი პროექტების სწორად განხორციელებაში.  

თეორიული კურსის პარალელურად მონაწილეები დაეუფლებიან გრაფიკულ პროგრამებს, რაც საშუალებას მისცემს მათ შექმნან ხარისხიანი  სარეკლამო პროდუქტი გრაფიკული ან ვებ-საკომუნიკაციო დიზაინის მიმართულებით .

პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია პრაქტიკა ამ მიმართულების ორგანიზაციებში. სალექციო კურსები შემუშავებულია ამ მიმართულების პროფესიონალი კონსულტანტებისა და ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი დიზაინერების მიერ, თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.

პროგრამა შედგება შემდეგი დისციპლინებისგან:

  • ინსტიტუციური რეკლამის  საფუძვლები
  • ბრენდინგი
  • კრეატიული პროცესის მართვა
  • სარეკლამო სტრატეგია და საკომუნიკაციო არხები
  • Adobe Photoshop
  • Adobe Illustrator
  • Adobe Indesign
სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ, 18:30-21:30სთ. საბუთები მიიღება 2012 წლის 23 სექტემბრამდე. სწავლა დაიწყება 24 სექტემბერს.  

პროგრამის ღირებულებაა 1800 GEL. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში.

მიღება

დოკუმენტაციის შემოწმება;

გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ წარმოადგინოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა  და ავტობიოგრაფია (CV).

საბუთების მიღება იწარმოებს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის შენობაში. 

 

საკონტაქტო პირი: გიორგი მჟავანაძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მის: გორგასლის 101
ტელ: 2 49 75 45
მობ: (995 571) 27 10 70
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს