მიღება

ელფოსტა ბეჭდვა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2012/14 წლების სამაგისტრო პროგრამებზე:

მმართველობის სკოლა

  1. საჯარო მმართველობა
  2. საჯარო პოლიტიკა 

ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლა

  1. ჟურნალისტიკა
  2. საზოგადოებრივი ურთიერთობები

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა

  1. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა (საღამოს სწავლება) 
  2. საერთაშორისო სამართალი

მისაღები პროცედურები:

ყველა პროგრამაზე სავალდებულოა მინიმალური ზღვარის გადალახვა საერთო სამაგისტრო გამოცდებზე

სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  • უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (საერთაშორისო სამართლის პროგრამის მსურველთათვის აუცილებელი მოთხოვნაა ბაკალავრის დიპლომი სამართალმცოდნეობაში)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების მინიმალური ზღვარის გადალახვის დამადასტურებელი დოკუმენტი

საბუთების მიღება მიმდინარეობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მისამართზე:

ქ. თბილისი, მარი ბროსეს ქ. #2

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მმართველობის სკოლა - ტელ: 249 75 00. საბუთები მიიღება 2012 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა - ტელ: 249 75 01. საბუთები მიიღება 2012 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა - ტელ: 249 75 02. საბუთები მიიღება 2012 წლის 31 აგვისტის ჩათვლით.