ჯიპას სტუდენტის გამარჯვება

ელფოსტა ბეჭდვა
“პერიტუს გრუპი”- ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში “PR პროფესია”, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტის – მაკა გველესიანის პროექტმა - მეორე ადგილი აიღო.
 
გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 8 ივნისს ჩატარდა.
კონკურსის მიზანი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და აღნიშნულ სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მიღება იყო. 
 
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს: საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ილიას უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის, სტუდენტებმა.