იუსტიციის სახლის საზაფხულო სკოლის პრეზენტაცია

ელფოსტა ბეჭდვა
ამა წლის 17 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების მაგისტრანტებისათვის ჩატარდა იუსტიციის სახლის მიერ ინიცირებული საზაფხულო სკოლის ღია კარის დღე.
 
ორგანიზატორებმა სტუდენტებს გააცნეს სახაფხულო სკოლის კონკურსის პირობები და ვადები, აუხსნეს საზაფხულო სკოლის მიზანი და სწავლების ფორმატი. გარდა საზაფხულო სკოლისა, მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს იუსტიციის სახლის ფუნქციებზე, რომელიც სერვისების სრულიად ახალ კონცეფციას წარმოადგენს.