ჟურნალი გამოიცემა ინგლისურ ენაზე ქართული გაფართოებული რეზიუმეებით და მოიცავს ქართველი და უცხოელი ფილოსოფოსებისა და მკვლევარების სტატიებს ხელოვნების, ფილოსოფიისა და კულტურის თანამედროვე საკითხებზე. ჟურნალს თან ერთვის ლიტერატურული განყოფილება, რომელშიც ასახულია თანამედროვე და კლასიკური ქართული მწერლობა.
ჟურნალი გამოიცემა ვაშინგტონის კონგრესის გრიფით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დაფინანსებით. ჟურნალის რედაქტორია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ფენომენოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე, პროფ. მამუკა დოლიძე.



