შახტახტი - სტუდენტური აქცია

ელფოსტა ბეჭდვა

ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებმა სპეციალური აქციით აღნიშნეს. 18 აპრილს მათ სოლოლაკის ქედზე ისტორიულ ძეგლი, ნარიყალას გალავნის გაგრძელების ნაშთი - შახტახტი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დღეისათვის ისტორიული ძეგლის მხოლოს ნაწილია შემორჩენილი. ისტორიული ცნობების მიხედვით შახტახტი - ბასტიონის გვიანდელი, შუა საუკუნეებში შერქმეული სახელია. შახტახტი აღმართული იყო ნარიყალას გალავნის სამხრეთისა და დასავლეთის კედლის შესაყარზე და 30 მეტრი სიგრძის მართკუთხა ციხესიმაგრე კოშკებით იყო გამაგრებული. ისტორიულად, ნარიყალას გალავანი სოლოლაკის ქედს მიუყვებოდა, "კომკავშირის ხეივნიდან" მკვეთრად უხვევდა სოლოლაკის უბნისაკენ და დადიანის ქუჩის, თავისუფლების მოედნის, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით უერთდებოდა მდინარე მტკვარს.

ისტორიკოსი პლატონ იოსელიანის ცნობით, 1837 წლამდე შახტახტი ობსერვატორიის დანიშნულებას ასრულებდა. ობსერვატორიის შექმნა არაბების ბატონობის პერიოდს (IX ს.) , თბილისის ცალკე საამიროს შექმნის ხანას უკავშირდება. არსებობს არაბი გეოგრაფის ალ-ისტაჰრის ცნობა X საუკუნის დასაწყისში თბილისში ობსერვატორიის არსებობის თაობაზე.

ობსერვატორიის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ XIII საუკუნეში ახლადაშენებულ მარაღის ობსერვატორიისათვის სპეციალისტი, სწორედ შახტახტის ობსერვატორიიდან წაუყვანიათ.  

იხილეთ სლაიდშოუ