GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის, საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის ხუთმა სტუდენტმა - ქეთევან თათეშვილმა, ბექა ჯავახაძემ, გიორგი მეტრეველმა, თემურ პოტასკაევმა და სანდრო სამადბეგიშვილმა - მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების სამეფოში, ჰააგაში 2013 წლის 21-26 აპრილს გამართულ საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლოში, რომელიც ორგანიზებული იყო „საერთაშორისო სისხლის სამართლის ქსელის“ (International Criminal Law Network) მიერ.
შეჯიბრში მონაწილეობდა 36 გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლოს ფარგლებში წარმოადგინეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის, ბრალდებულის დამცველისა და დანაშაულის მსხვერპლთა საერთო წარმომადგენლის პოზიციები, რაც მოიცავდა როგორც წერილობით წარდგინებებს თითოეული მათგანისთვის, ასევე ზეპირ გამოსვლებს სფეროში მოღვაწე წამყვანი პროფესორებისა და მოსამართლეებისა და საპროცესო მოწინააღმდეგეების წინაშე. ჯიპას გუნდმა მათგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ და გაცნობოდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციების მუშაობის წესსა და პრინციპებს, როგორიცაა ლიბანის ტრიბუნალი, სისხლის სამართლის ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისათვის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო.
მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი (eng)საზოგადოებრივი ურთიერთობებისაბუთების...
„GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი“ და მის ფარგლებში გაერთიანებული ‘’მოგზაურთა კლუბი’’ საშუალებას აძლევს ახალგაზრდობას შეიმუშაოს და განახორციელოს საინფორმაციო, საგანანათლებლო და კულტურული ღონისძიებები და პროგრამები, მოქალაქეობრივი ცნობიერების როლის გაზრდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. შემოგვიერთდით და ერთად გავიცნოთ საქართველო ისე როგორც ყველა ქართველს შეეფერება
ვისაც გაინტერესებთ მულტიმედიური ჟურნალისტიკის სფერო და გეგმავთ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებას, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გაძლევთ უნიკალურ შანსს, ღია კარის დღის ფარგლებში დაესწროთ ლექციებს, გაიცნოთ ლექტორები და რეალურად ნახოთ, თუ...
სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში ღია კარის დღე ჩატარდება პარასკევს, 31 მაისს 6:30 საათზე მისამართი: თბილისი, ბროსეს ქ. #2. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ირინა ბაქრაძეს (ტ. 595582260) ან თიკო სამხარაძეს (ტ. 599797929)სამართლის...
საჯარო მმართველობაადგილობრივი თვითმმართველობასაჯარო პოლიტიკამისამართი:. ქ. თბილისი, ბროსეს 2, მეოთხე სართული, ტელ. 2497500, 591194319, 595592301 დაწვრილებით
სამართლის საბაკალავრო პროგრამასაერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამასაერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაღია კარის დღეები: 31 მაისი 17:30 მის. ქ. თბილისი, ბროსეს 2, მეორე სართული, ტელ. 2497502, 595 582260; 599 797929 დაწვრილებით
მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი (eng)საზოგადოებრივი ურთიერთობებისაბუთების მიღების ვადა: 1 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.მის. ქ. თბილისი, ბროსეს 2, მესამე სართული, ტელ. 2497501, 591197630, 599250100 დაწვრილებით