გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა

GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა 2016 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ისეთი აქტორების თანამშრომლობის საფუძველზე როგორებიც არიან: GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გარემოსდაცვითი მმართველობის და პოლიტიკის კუთხით საკუთარი ცოდნის გაღრმავება და შესაბამისი უნარების გამომუშავება, გარემოს დაცვის სფეროს მრავალ განშტოებასთან დაკავშირებული საკითხების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში. ასევე, იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას როგორც სტრატეგიულ ისე ოპერაციულ დონეზე. შესაბამისად, პროგრამა საინტერესო შეიძლება იყოს გარემოსა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ან მომიჯნავე სფეროში უკვე დასაქმებულ ან ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.                                                                                                                               

ამავდროულად, პროგრამა გამოირჩევა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის აქტიური შეთავაზებით. მაღალია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი როგორც უშუალოდ საჯარო სექტორში, ისე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. გარდა ამისა, სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სამინისტროსთან არსებულ სსიპებში.

პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ: გარემოს დაცვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

რას ვისწავლი? 

გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სფეროს მიკუთვნებული მენეჯმენტის საკითხების სისტემურ შესწავლას, მართვის კონკრეტული ინსტრუმენტების სიღრმისეულ ათვისებას მენეჯერული, სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით, რათა ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სფეროში კვალიფიციური მენეჯერული უნარების მქონე ადამიანური რესურსების მომზადებას. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს სიღრმისეული ცოდნის, უნარებისა და პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის გამომუშავებას შემდეგი მიმართულებების ფარგლებში: გარემოსდაცვითი მართვის სისტემა და დემოკრატიული მმართველობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტები, გარემოს დაცვა და კონსერვაცია, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკა.

 

ვინ ვიქნები? 

  • გარემოსდაცვით სფეროში მაღალი მენეჯერული უნარების მქონე პროფესიონალი
  • გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემების მართვის უნარის მქონე პირი
  • გარემოსდაცვით სფეროში არსებული გამოწვევებისა და მოსალოდენლი საფრთხეების/რისკების მონიტორინგისა და შეფასების უნარის მქონე პირი
  • გარემოსდაცვის მართვის ინსტრუმენტების (გზშ, სგშ, რზშ, გის) გამოყენებით რელევანტური სტრატეგიების შემუშავების უნარის მქონე პირი
  • მაღალი კვლევითი უნარების მქონე ანალიტოკოსი

მიზანი

 პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება გარემოსდაცვითი მმათველობისა და პოლიტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო, თუ საზოგადოებრივ სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალებბეში შედის გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიულად განვითარდნენ და წარმატებული კარიერა განახორციელონ როგორც საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო სექტორში, რასაც უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა.

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის მაგისტრი

სწავლების საფეხური - მაგისტრატურა

პროგრამის მოცულობა - 120 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება

პროგრამის აკრედიტაციის პროცესი დასრულდა 2016 წლის სექტემბერში.

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა
(არჩევითი და სავალდებულო საგნები) 

  • I -II -III სემესტრი - ძირითადი და არჩევითი საგნები
  • IV სემესტრი - პოლიტიკის ლაბორატორია, დიპლომზე მუშაობა
  • ლექციები - სამუშაო დღეებში 19:00 – 22:00 საათამდე, შაბათს 12:00 -15:00 საათამდე

სწავლების ენა:

  • ინგლისური და ქართული;
  • ძირითადი სასწავლო მასალა ინგლისურ ენაზე;

პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისგან: 

სახელი და გვარი

სტატუსი

სასწავლო კურსი

1.         

ნანა მაჭარაშვილი

პროფესორი

·          კვლევის მეთოდები, დიზაინი და აკადემიური წერა 

2. ეკა კაკაბაძე მოწვეული ლექტორი ·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

3.         

კახა ბახტაძე

მოწვეული ლექტორი

·          პროექტის მართვა და ბიუჯეტირება გარემოს დაცვის სფეროში

4.         

ქეთევან გუჯარაიძე

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები

·          გარემოს დაცვის მართვის ინსტრუმენტები

·          გარემო და კონფლიქტები

5.         

ნინო თანდილაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის პოლიტიკა

6.         

ლაშა არევაძე

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის ეკონომიკა

7.         

 ზურაბ გურიელიძე,

 ეკატერინე კაკაბაძე

მოწვეული ლექტორი

·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

8.         

კახა არცივაძე

პროფესორი

·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

·          გარემოს დაცვის ძირითადი გამოწვევები

·          ცოცხალი გარემო და ეკოლოგია

9.         

ელისო ბარნოვი

მოწვეული ლექტორი

·          წყლის რესურსების მართვის პრინციპები

10.       

ირაკლი ქობულია

მოწვეული ლექტორი

·          წყლის რესურსების მართვის პრინციპები

11.       

ხათუნა გიგაური

ასოცირებული პროფესორი

·          კლიმატის ცვლილება და მისი ასპექტები

12.       

მურმან მარგველაშილი

მოწვეული ლექტორი

·          მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა

13.       

დაჩი ყანჩაველი

მოწვეული ლექტორი

·          გის და სივრცითი გეგმარების მენეჯმენტი გარემოსდაცვით საკითხებში

14.       

ნინო გელაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ნარჩენების მართვა

·         გარემოსდაცვითი აუდიტი და მონიტორინგი

15.       

ნოე მეგრელიშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ატმოსფერული ჰაერის დაცვა

16.       

ნათია იორდანიშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ტყის რესურსების მართვა

17.       

ია პაპიაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ეფექტური კომუნიკაციის საფუძლები გარემოს დაცვით სფეროში

18.       

მაია ზავრაშვილი

ასისტენტი

·          ეთიკა საჯარო სამსახურში

·          საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი

19.       

თამარ კობერიძე

მოწვეული ლექტორი

·          პოლიტიკური ლობიზმი და ადვოკატირება

20.       

დავით ჯანდიერი

პროფესორი

·          საჯარო სამართლის საფუძლები

21.

თამარ ჩხაიძე

მოწვეული ლექტორი

·          თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები

იხ. პროგრამის კურიკულუმი

გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ  გაიღრმავონ ცოდნა გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართულებით.

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები. 

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად  1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით (თარიღები დაზუსტდება მოგვიანებით)


შიდა საუნივერსიტეტი
 პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  • დოკუმენტაციის ანალიზი: ამ ეტაპზე ხდება უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული საერთო სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომლიც მოიცავს აპლიკანტის პირადობის ასლს, დიპლომ(ებ)ის ასლს, რეზიუმეს, სამოტივაციო წერილსა და ეროვნული გამოცდების დამადასტურებელ საბუთს.
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან, სადაც შეფასდება აპლიკანტის დარგობრივი ცოდნა და მოტივაცია


მისაღები ადგილების რაოდენობა - 30

სწავლების ენა: ქართული, ინგლისური

პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება:

ინგლისური ენის დონე შემოწმდება გასაუბრების პროცესში

სწავლის ღირებულება

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ჯამური ღირებულება 7000 ლარს შეადგენს. 

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3500 ლარს. თანხის გადახდა ერთი წლის განმავლობაში ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ გარემოს დაცვის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

დაფინანსება

100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა უფასო სწავლების უფლებას მიანიჭებს 3 საუკეთესო სტუდენტობის კანდიდატს

სწავლის დაფინანსების  ვარიანტები:

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე

7000 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

875 ლარი

 

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების
შემთხვევაში

7000-4500=2500, გადასახდელი
თანხა - 2500 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

312,5 ლარი

 

  • ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ელექტრონულად
  • მაგისტრანტობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე და წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს, არაუგვიანეს 2024 წლის 15 სექტემბრისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წლიური საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას

 

გადახდა / Payment instructions:

სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

*დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

საბანკო რეკვიზიტები / Bank Details:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელებაააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიშიGE84TB1100000110700419 / GEL



საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი:

 

2.

Gottfried Wilhelm Leibniz Universität Hannover

ჰანოვერის უნივერსიტეტი, არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ჰანოვერში, გერმანია. იგი დაარსდა 1831 წლის 2 მაისს, და წარმოადგენს   ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გერმანიაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ნოემბერში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, მენეჯმენტი, ბიზნესი, გარემოსდაცვითი პოლიტიკა;

3. 

Hungarian University of Agriculture and Life Sciences

უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (MATE) თითოეულ კამპუსს დიდი წარსული და მდიდარი ისტორია აქვს. უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მეცნიერებების გეორგიკონის ფაკულტეტი კეშთელში არის უძველესი სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სასწავლებელი ევროპაში, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1797 წლის 1 ივლისს. MATE - ეს დაარსებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული და მულტიდისციპლინარული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსდა 2021 წლის 1 თებერვალს. MATE-ს უნვიერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. შეუძლიათ დაეუფლოთ სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი და კვების მეცნიერებებს, წყლისა და განახლებადი ენერგიის მენეჯმენტს, ლანდშაფტის არქიტექტურას, ენოლოგიას, მებაღეობას, მექანიკურ ინჟინერიას და ა.შ.

პროგრამები ხელმისაწვდომია ყველა დონის სტუდენტებისთვის ბაკალავრიდან PHD-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნუცა მინდიაშვილი

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: n.mindiashvili@gipa.ge

მობ: 593 280 770