საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობათა სამაგისტრო პროგრამა უკვე მრავალი წელია რაც წარმატებულად ფუნქციონირებს. მის კურსდამთავრებულთა უდიდესი უმრავლესობა წარმატებულად არის დასაქმებული. მათ შორის არიან ელჩები, დეპარტამენტთა ხელმძღვანელები, ცნობილი ექსპერტები და ბიზნესმენებიც.

პროგრამის პროფესურა დაკომპლექტებულია ადამიანებით რომელთაც გააჩნიათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც. ყოველი მათგანი სტუდენტებს ეხმარება პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში.

რას ვისწავლი?

სტუდენტი შეისწავლის დიპლომატიის ხელოვნებას, შეძლებს გაიაზროს საერთაშორისო ურთიერთობები სამართლებრივ, ეკონომიკურ და სამხედრო კონტექსტში. მიიღებს უნიკალურ ცოდნას ისეთ სფეროებზე როგორიცაა დაზვერვა და ტერორიზმი.

ვინ ვიქნები?

კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა და კვალიფიკაცია რათა დასაქმდეს სახელმწიფო სამსახურში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში. მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია ასევე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძო სექტორშიც, რასაც მოწმობს არაერთი კურსდამთავრებულის მაგალითი.

მისაღები ადგილების რაოდენობა - 30

სწავლების ენა: ქართული

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად, 8 სექტემბრის ჩათლით.

შიდა მისაღები გამოცდები:

  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მოტივაცია
  • ზოგადი განათლება აღნიშნულ სფეროში

 

ჩარიცხული სტუდენტი ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში (თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. #1/პეკინის გამზირი #42ა)

ხელშეკრულების გაფორმებისას, სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

სწავლა დაიწყება: 16 სექტემბერს

პროგრამის წლიური ღირებულება: 4000 ლარი

დაფინანსება

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის GIPA-ში მოქმედებს სემესტრული სტიპენდიები. სემესტრის მაჩვენებლის მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის 2 საუკეთესო სტუდენტი თავისუფლდება მომდევნო სემესტრის გადასახადის 50% -საგან.

გადახდა:

სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

ვროცლავის უნივერსიტეტი

GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ ორმაგ ხარისხს ვროცლავის უნივერსიტეტთან ერთად, საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში:

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
IV სემესტრი - GIPA (საქართველო)

პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (GIPA, Georgia)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში (University of Wroclaw, Poland)
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.

Karl-Franzens University of Graz

1585 წელს დაარსებული "GRAZ"-ის უნივერსიტეტი ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის უმსხვილესია. მას 21 000-ზე მეტი სტუდენტი და 3000 თანამშრომელი ყავს. უნივერსიტეტს 40-ზე მეტი ბაკალავრის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა აქვს. 

 

 Carl von Ossietzky University Oldenburg

უნივერსიტეტი ერთ-ერთი ახალგაზრდა ინოვაციური გერმანული უნივერსიტეტია, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის საპილოტო უნივერსიტეტების ბაკალავრის და სამაგისტრო პროგრამების დანერგვაში. უნივერსიტეტს  დაახლოებით 11 000 სტუდენტი ჰყავს და კარგად აღჭურვილი დაწესებულება, რომელიც შედგება ხუთი ფაკულტეტისგან:

1) განათლება და სოციალური მეცნიერება,

2) კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და სამართალი,

3) ენათმეცნიერება და კულტურათშორისი კვლევები,

4) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები

5) მათემატიკა და მეცნიერება.

 

University of Alicante

ალიკანტეს უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს. იგი სტუდენტებს სთავაზობს ორმოცდაათზე მეტ პროგრამას. უნივერსიტეტს ჰყავს  30 000 სტუდენტი. მისი ინტერესის სფეროა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, უნივერსიტეტის მენეჯმენტის პერსონალის გადამზადება ტრენინგებით. 

 

World University Service - Austrian Committee

World University Service - Austrian Committeeარის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობას აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის საფუძველზე.

Erevan State University

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი სომხეთში ყველაზე ძველი საჯარო უნივერსიტეტია რომელიც დაარსდა 1919 წელს, ეს არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტი ქვეყანაში. იგი არაფორმალურად ცნობილია როგორც, სომხეთის "დედა უნივერსიტეტი"

 

Qafqaz University  

უნივერსიტეტი 1993 წლიდან სწავლის უმაღლეს სტანდარტებს სთავაზობს თავისი მოსწავლეებისათვის აზერბაიჯანში და 1996 წლიდან დღემდე უმაღლესი ხარისხის კერძო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი ცდილობს თითოეული სტუდენტის სპეციალური ნიჭის განვითარებას. ენის სწავლება უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

Troy University

ტროის უნივერსიტეტი წარმოადგენს მრავალმხრივ საჯარო უნივერსიტეტს, რომელიც მდგომარეობს ალაბამაში, აშშ. 1887 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 18 000 სტუდენტს აშშ-ს 17 შტატიდან და 11 ქვეყნიდან.

 

Michigan State University

მიჩიგანის სახელმწიფო უნვერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს მიჩიგანში, აშშ-ში. 1855 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 50 000 ზე მეტ სტუდენტს აშშ-დან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

1. რომელ საათზე იწყება ლექციები და რამდენ ხანს გრძელდება?

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ლექციები იწყება 19:00 საათზე. შაბათობით ლექციებიტარდება 11:00 საათიდან.

ხანგრძლივობა: 3 საათი

2. შესაძლებელია თუ არა თანხის ეტაპობრივი გადახდა?

თანხა იყოფა 4 ნაწილად. მისი გადახდა ხდება პირველ ოქტომბერს, პირველ დეკემბერს, პირველ მარტსა და პირველ ივნისს.

3. შეუძლია თუ არა სტუდენტს საგნების არჩევა?

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა შედგება სავალდებულო და არჩევითი საგნებისგან. სტუდენტები არჩევით საგნებს გაივლიან მესამე სემესტრში. გარდა პროგრამით გათვალისწინებული არჩევითი საგნებისა, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 12 კრედიტის ფარგლებში, აირჩიოს და გაიაროს სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერი საგანი მისი ინტერესის შესაბამისად.

გიორგი ჩადუნელი

პროგრამის კოორდინატორი 

მობ: (+995) 599 107 333

ელ. ფოსტა: g.chaduneli@gipa.ge

მისამართი: ფანჯიკიძის #1/პეკინის გამზ. N42ა