მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი:

აღჭურვილობა

GIPA-ში ფუნქციონირებს არამარტო აუდიტორიები, ოთახები ლექციებისა და სემინარებისათვის, არამედ ბიბლიოთეკა, ინტერნეტისა და კომპიუტერული ცენტრი და კაფე.

ბიბლიოთეკა - ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ინსტიტუტის სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლებისათვის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაა.

ბიბლიოთეკა აღჭურვილია 7 000-ზე მეტი ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანი თანამედროვე წიგნით, სახელმძღვანელოთი და ჟურნალით. მსურველებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ძირითად კანონებსა და მათ ინგლისურ თარგმანებს. ბიბლიოთეკაში მოიპოვება მასალა ჟურნალისტიკის სფეროზეც. წიგნების თემატური სია იხილიეთ აქ.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ტელ: 93 14 66

ბიბლიოთეკა მუშაობს:
ორშაბათიდან ხუთშაბათამდე: 10.00 – 18.00
პარასკევს: 10.00 – 15.00

კომპიუტერული ტექნიკა - GIPA აღჭურვილია ექვსი სასწავლო კომპიუტერული ლაბორატორიით, რომლითაც ინსტიტუტის სტუდენტები და, აგრეთვე, კურსდამთავრებულები და მოკლევადიანი კურსების მონაწილენი სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით აქტიურად სარგებლობენ კომპიუტერული ტექნიკის მოხმარების ძირითადი უნარ-ჩვევების შეძენის შემდეგ.

    ინსტიტუტის შენობაში განთავსებულია:
  • ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ჟგუფებისათვის - ორი ლაბორატორია აღჭურვილი 50 სამუშაო ადგილით, 2 პრინტსერვერით და შეუზღუდავი ინტერნეტ რესურსებით;
  • ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ჟგუფებისათვის განკუთვნილი ორი სასწავლო ვიდეოსამონტაჟო ლაბორატორია - 4 Avid (IBM) და 4 Final Cut (MAC) ვიდეოსამონტაჟო მაგიდით;
  • ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ჟგუფებისათვის განკუთვნილი 1 სასწავლო აუდიოსამონტაჟო ლაბორატორია - 4 აუდიოსამონტაჟო მაგიდით და ერთი პიდაპირ რადიოეთერში Radio GIPA FM 94.3 ტალღაზე მაუწყებელი რადიოსერვერით;
  • სახელმწიფო მმართველობის სკოლის პროგრამებისათვის განკუთვნილი ერთი სასწავლო კომპიუტერული ლაბორატორია 20 სამუშაო ადგილით, 1 პრინტსერვერით და შეუზღუდავი ინტერნეტ რესურსებით.

აღნიშნული აღჭურვილობა ინსტიტუტმა შეიძინა აშშ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ევრაზიის ფონდისა და ბოსტონის აღმოსავლეთისა და დასავლეთის განვითარების ფონდის დახმარებით.

ინსტიტუტის კუთვნილ კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით მიმართეთ .

კაფე - კაფეში სტუდენტებს, ინსტიტუტის თანამშრომლებსა და პედაგოგებს თუ სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან ყავა, წვენები, ან წაიხემსონ. ინსტიტუტის კაფე შესანიშნავი ადგილია შესასვენებლად და სხვადასხვა საინტერესო ადამიანთან სასაუბროდ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ კაფეს.

კაფეში ასევე იმართება შეხვედრები, დისკუსიები, პრეს-კონფერენციები, წვეულებები.

ღია კორტი და სატრენაჟორო დარბაზი - ყოველ კვირა დღეს, საღამოს 6 - დან 8 - საათამდე ინსტიტუტის სტუდენტების და თანამშრომლების განკარგულებაშია ღია კორტი და სატრენაჟორო დარბაზი, სადაც მსურველებს დახმარებას გაუწევს კვალიფიცირებული ინსტრუქტორი. (მისამართი: ჩოგბურძთის კლუბი ”დინამო” მარჯვენა სანაპირო #2)

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE