?????????: ???????, 0108
???? ?????? #2
???: (+995 32) 931466, 934346
?????: (+995 32) 931466

» თავფურცელი:

 

არჩევითი საგნების შესახებ

(პრაქტიკული სახელმძღვანელო)

 

 

შესავალი

 

საქართველოს კანონმდებლობით სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა 2 აკადემიური წელია, ხოლო კრედიტების რაოდენობა, რომელიც ხარისხის მაძიებელმა ამ დროის განმავლობაში უნდა მოიპოვოს 120 შეადგენს. შესაბამისად, GIPA-ს თითოეული სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი სრულად ითვალისწინებს ამ მოთხოვნას.

ამავდროულად, GIPA-ს თითოეული პროგრამა განსაზღვრავს იმ ძირითად საგნებს, რომელიც სავალდებულოა მოცემული პროგრამის სტუდენტებისათვის. გარდა ამ საგნებისა თითოეული პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს არჩევით საგნებს, რომელიც ხელმისაწვდომია სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის. თითოეულ არჩევით საგანზე პროგრამა ადგენს შესაბამის ქვოტას სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის. ქვოტის შევსების წესი განისაზღვრება შესაბამისი პროცედურით.

საკუთარი პროგრამის კოორდინატორის თანხმობით სტუდენტს შეუძლია უარი თქვას მისი პროგრამის მიერ შემოთავაზებულ არჩევით საგანზე და ითხოვოს სხვა სამაგისტრო პროგრამაზე არსებული არჩევითი საგნით მისი ჩანაცვლება. სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგები რასაც ეს ცვლილებები მის მიერ დაგროვილ კრედიტების რაოდენობაში გამოიწვევს.  

 

 

პროცედურა

 

            სემესტრის დაწყებამდე 10 დღით ადრე ინსტიტუტის ვებსაიტზე დაიდება არჩევითი საგნების ცხრილი, რომელშიც მოცემულია არჩევითი საგნების სია, ამ საგნების უნიკალური კოდი, შესაბამისი ლექტორის სახელი და გვარი, პროგრამის დასახელება, მოცემული საგნის შესაბამისი კრედიტების რაოდენობა, ქვოტა და ის თარიღი როდესაც ეს საგანი იკითხება.

            სტუდენტს საშუალება ექნება გაეცნოს მოცემული საგნების სილაბუსებს შესაბამისი პროგრამის საიტზე, რაც მას დაეხმარება სემესტრის დაწყების შემდეგ არჩევანის გაკეთებაში.

            სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში სტუდენტი ავსებს საგნების სარეგისტრაციო ფორმას, სადაც საკუთარი პროგრამის ძირითადი და არჩევითი საგნების გარდა შეაქვს სხვა პროგრამის მისთვის საინტერესო არჩევითი საგნები. სარეგისტრაციო ფორმას ამოწმებს მოცემული პროგრამის კოორდინატორი, ამიტომ აუცილებელია სტუდენტი წინასწარ შეუთანხმდეს საკუთარი პროგრამის კოორდინატორს სხვა პროგრამიდან არჩეული საგნების შესახებ.

            საკუთარი პროგრამის კოორდინატორისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შემდეგ სტუდენტი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართავს იმ პროგრამის ადმინისტრაციას, რომლის ფარგლებშიც იკითხება სტუდენტისათვის საინტერესო არჩევითი საგანი. აღნიშნული პროგრამა განიხილავს სტუდენტის მოკლე სამოტივაციო დასაბუთებას და 2 დღის ვადაში აცნობებს სტუდენტს გადაწყვეტილების შესახებ. თუ ეს გადაწყვეტილება დადებითია, მოცემული პროგრამის კოორდინატორი ხელს აწერს სტუდენტის სარეგისტრაციო ფორმაზე შესაბამის გრაფაში. ამავე ფორმით ყველა სასურველი საგნის დარეგისტრირების შემდეგ სტუდენტი გადასცემს შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას საკუთარი პროგრამის კოორდინატორს, რომელიც ამავე სკოლის დეკანთან ერთად არეგისტრირებს სტუდენტის საგნების ცხრილს (იხ. მაგალითი 1). სტუდენტს უფლება აქვს სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში შეიტანოს ცვლილებები საკუთარ სარეგისტრაციო ფორმაში, თუ ეს ფორმა უკვე დამოწმებული არ არის მისი სკოლის დეკანის მიერ. ყველა სხვა შემთხვევაში სტუდენტი ითვლება ავტომატურად დარეგისტრირებულად საკუთარი პროგრამის საგნებზე (იხ. მაგალითი 2).

 

            არჩევით საგნებში მიღებული შეფასებების მნიშვნელობა იდენტურია მიუხედავად პროგრამისა. შესაბამისად, სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე ამ საგნებში მიღებულ შეფასებებს აქვთ იდენტური გავლენა.

 

დამატებითი ფინანსური ვალდებულებები

 

            სხვა პროგრამიდან არჩევითი საგნის აღებისას სტუდენტი იხდის დამატებით გადასახადს მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტის რაოდენობა აღემატება 120 და, ამავდროულად, სტუდენტის მიერ ორი წლის განმავლობაში აღებული საგნების რაოდენობა აღემატება საგნების იმ რაოდენობას, რომელიც სტუდენტს უნდა გაევლო საკუთარი პროგრამის ფარგლებში (იხ. მაგალითი 3).

 

            ასეთ შემთხვევაში სტუდენტი იხდის ზედმეტი საგნების საფასურს რიგითობის მიხედვით. საფასური განისაზღვრება მოცემული პროგრამის ადმინისტრაციის მიერ.

 

ბმულები: 

 

სარეგისტრაციო ფორმები სკოლების მიხედვით:

 

სახელმწიფო მმართველობის სკოლა

 

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა

 

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა

 

 
  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -