მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი: ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა

სერტიფიცირებული პრაქტიკული კურსი ვიდეო დოკუმენტალისტიკაში –

გადაიღე შენ თვითონ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა დოკუმენტური ფილმების სტუდია არტეფაქტსა და საქდოკ ფილმთან ერთად გთავაზობთ ექვსკვირიან პრაქტიკულ კურსს დოკუმენტალისტიკასა და ვიდეო პროდუქციის წარმოებაში.

სწავლება – ქართულ ენაზე.

  • პირველი ნაწილი – თეორია, ფილმების ჩვენება, ტექნიკური უნარების განვითარება (კამერა, მონტაჟი) და მცირე პრაქტიკული დავალებები. მეცადინეობა - კვირაში 3-ჯერ.
  • მეორე ნაწილი – საკურსო პროექტი (3-5 წუთიანი დოკუმენტური ფილმი). ინტენსიური პრაქტიკული სამუშაო.

სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე დოკუმენტური ვიდეო ფილმის წარმოებისთვის. სტუდენტები მოამზადებენ საკურსო ვიდეოპროექტს, სადაც საშუალება ექნებათ გამოიყენონ ნასწავლი უნარ-ჩვევები. კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს დამოუკიდებლად შეეძლებათ დოკუმენტური ვიდეო ფილმის იდეის განვითარება, წარდგენა ( pitching ) და განხორციელება. ისინი აგრეთვე გაეცნობიან თანამედროვე დოკუმენტური კინოს მიმართულებებსა და ტენდენციებს.

სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ პრაქტიკული დავალებები საკუთარი ვიდეო კამერით შეასრულონ.

საკურსო პროექტების პრეზენტაციას დაესწრებიან კინო და ტელე ინდუსტრიის ცნობილი სპეციალისტები.

კურსის მიზანია მონაწილეებმა:

  • აითვისონ ან დახვეწონ ბაზისური ტექნიკური უნარები (ვიდეოკამერა, მონტაჟი)
  • გაიუმჯობესონ ამბის ვიზუალურად გადმოცემის უნარი
  • დახვეწონ დოკუმენტური პროექტის განვითარების უნარი
  • შეიქმნან წარმოდგენა დოკუმენტალისტიკის მიმართულებებზე

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

დამწყებ დოკუმენტალისტებს, სტუდენტებს და ვიდეო დოკუმენტალისტიკით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს.

აბიტურიენტებს მოეთხოვებათ:

  • სააპლიკაციო ფორმის შევსება (სააპლიკაციო ფორმის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.)
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან
  • ბაზისური ცონდა ვიდეო წარმოებაში (სასურველია)

პროგრამის ღირებულებაა 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

ანკეტების გაცემა და საბუთების მიღება წარმოებს საქართველოს

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

მიმართეთ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ტრენინგ პროგრამების კოორდინატორს ლიკა კაკაბაძეს 93-14-66 (ტელ) 899 21 71 41 (მობ). lika@gipa.ge (ელ.ფოსტა).

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 16 ივნისი.

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები