მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი:

სერტიფიცირებული პრაქტიკული კურსი ფოტოჟურნალისტიკაში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა აცხადებს მიღებას სერტიფიცირებულ - პრაქტიკულ კურსზე ფოტოჟურნალისტიკაში 20 დამწყები და პრაქტიკოსი ფოტოგრაფებისთვის.

სწავლება ქართულ და ინგლისურ ენებზე

სწავლა იწყება 2009 წლის 2 ნოემბერს და გაგრძელდება 2010 წლის 26 მარტამდე.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი.

პროგრამის ღირებულებაა 600  ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია ფოტოჟურნალისტიკის დარგში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

სტუდენტები შეისწავლიან:
 

  • ფოტოგრაფიის ამბავი
  • ფოტოჟურნალისტიკის ისტორია
  • ჟურნალისტიკის ელემენტები

  • რედაქტირება

  • ახალი ამბავი

  • სტუდია

  • ჟურნალის ფოტო სპეციფიკა

  • ცხელი წერტილების გადაგების სპეციფიკა

  • გაზეთის ფოტო სპეციფიკა

  • საინფორმაციო სააგენტოს ფოტო სპეციფიკა

  • სპორტული ფოტოგრაფია


კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება.

kursis warmatebiT dasrulebis Semdeg studentebi gawevriandebian sainformacio fotosaagentoSi www.photojournalism.ge

აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული ანკეტა

  • მოტივაციის წერილი

აბიტურიენტებს მოეთხოვებათ:

  • ფოტოჟურნალისტიკაში მუშაობის სურვილი

  • ინგლისური ენის საშუალო ცოდნა

აბიტურიენტების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთების (I ეტაპი) და გასაუბრების (II ეტაპი) საფუძველზე.

ანკეტების გაცემა და საბუთების მიღება წარმოებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

მიმართეთ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროგრამის კოორდინატორს ლელი ბლაგონრავოვას 895 58 24 42 , 93-14-66, 93-43-46, leli@gipa.ge an leli@photojournalism.ge .  სააპლიკაციო ფორმის ელექტრონული ვერსია (სასურველია Acrobat 7.0) განთავსებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ვებ-გვერდზე www.gipa.ge

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ოქტომბერი 

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 # 171570  სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -