მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი: ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა

ქართულენოვანი პროგრამის სასწავლო გეგმა

სასწავლო განრიგი ჯგუფი 2006-08 IV სემესტრი

სასწავლო განრიგი ჯგუფი 2007-09 II სემესტრი

  1. ქართული ენა და წერის ტექნიკა (ლია კაჭარავა, ზვიად ქორიძე)
    კურსი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, გაარჩიონ ერთმანეთისგან ლიტერატურული, პუბლიცისტური და ჟურნალისტური სტილი. დახვეწონ საკუთარი წერის მანერა პრაქტიკული მეცადინეობებისა და ჯგუფური დისკუსიების შედეგად. კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს პრაქტიკული დავალებების საფუძველზე ენობრივი ნორმების, მართლწერის საკითხების, გრამატიკული ნორმების შესწავლას.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 36 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    კოლოკვიუმი: 2*15%=30%
    თხზულება: 30%
    ტესტი: 30%


  2. ჟურნალისტიკის პრინციპები (ნინო დანელია)
    კურსი აცნობს სტუდენტებს ჟურნალისტიკის თეორიასა და პრაქტიკაში ტომ როზენსტილისა და ბილ კოვაჩის მიერ დამკვიდრებულ ცხრა ძირითად პროფესიულ და ეთიკურ პრინციპს. კურსი მიმდინარეობს დისკუსიებისა და სემინარების ფორმით.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება - 10%
    დისკუსიებში მონაწილეობა - 10%
    საკლასო ტესტები - 10%
    საშინაო დავალებები - 20%
    საბოლოო ტესტი - 50 %


  3. ჟურნალისტური ოსტატობა I (ანა ქეშელაშვილი)
    კურსი თეორიულ-პრაქტიკულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ჟურნალისტიკის ძირითად საკითხების გაცნობას: ახალი ამბების რაობა, ტიპები, ჟურნალისტიკის როლი, ინფორმაციის წყაროების მოძიება, სიზუსტე, ბალანსისა და სამართლიანობის დაცვა, ფაქტებისა და წყაროების გადამოწმება, პრესკონფერენციების, შეხვედრების გაშუქება. ასევე სწავლობენ წერის ტექნიკას, სტატიის სტრუქტურას.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 40 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 10%
    საშინაო დავალებები: 7*10% = 70%
    ტესტი: 10%


  4. დემოკრატიის პრინციპები (გიორგი მარგველაშვილი)
    კურსი სტუდენტებს ასწავლის დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის ძირითად პრინციპებს, აცნობს თანამედროვე იდეოლოგიურ დოქტრინებს, უყალიბებს კრიტიკულ აზროვნებას – კითხვის დასმას და ანალიზის უნარებს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    სემინარში მონაწილეობა: 80%
    დასწრება: 20%


  5. ფოტოჟურნალისტიკა (ლეილა ბლაგონრავოვა)
    კურსი მიზნად ისახავს, შეასწავლოს სტუდენტებს ფოტოჟურნალისტიკის პრინციპები, ფოტოჟურნალისტიკის ეთიკა, ფოტოკამერებთან მუშაობა, ფოტორეპორტაჟის გადაღება სხვადასხვა თემებზე, კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დავალებებს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    საშინაო დავალებები: 80%


  6. ჟურნალისტური ეთიკა (ბადრი კოპლატაძე)
    კურსი მიზნად ისახავს გააცნოს მომავალ ჟურნალისტებს და მედია მენეჯერებს ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები. კურსი ეფუძნება როგორც თეორიის, ასევე, პრაქტიკული შემთხვევების შესწავლა-ანალიზს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    პრეზენტაციები – 60%
    ინდივიდუალური პროექტი – 20%
    დასწრება – 10%
    დისკუსიებში მონაწილეობა – 10%


  7. ეკონომიკა (ნოდარ ხადური)
    კურსის განმავლობაში ისწავლება ეკონომიკის საფუძვლები თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების სისტემაში. კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ეკონომიკის ფუნქციონირების მექანიზმების შესწავლაში. სასწავლო კურსი მოიცავს ლექციებს, გარდა ამისა სტუდენტები ვალდებულები იქნებიან მოამზადონ არგუმენტირებული ნარკვევები და პრეზენტაციები.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    დისკუსიებში მონაწილეობა: 10%
    შუალედური ტესტები 3*10%, სულ 30%
    საბოლოო გამოცდა: 50%


  8. კომუნიკაციის თეორიები (ლია ჩახუნაშვილი)
    კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ძირითადი საკომუნიკაციო თეორიები და სტრატეგიები.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    პრეზენტაციები – 20%
    დისკუსიებში მონაწილეობა წყაროებზე დაყრდნობილი არგუმენტების მოშველიებით – 20%
    საკონტროლოში მიღებული შეფასებები – 20%
    საკურსო ნაშრომი – 40%


  9. ჟურნალისტური ოსტატობა II (ანა ქეშელაშვილი)
    კურსი განავრცობს “ჟურნალისტური ოსტატობა I” კურსის განმავლობაში შესწავლილ მასალას. კურსის განმავლობაში სტუდენტები ირჩევენ კონკრეტულ სფეროს, რომელსაც შემდგომში აშუქებენ და სტატიებს ამზადებენ სტუდენტურ გაზეთში გამოსაქვეყნებლად. პარალელურად სწავლობენ ინტერვიუს წარმართვის ტექნიკას, რთულ რესპონდენტებთან ურთიერთობას, ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა გზებს და წყაროებთან მუშაობას.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 40 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 10%
    საშინაო დავალებები: 7*10% = 70%
    ტესტი: 10%


  10. მედიამრავალფეროვნება (თინა ცომაია)
    კურსი ორგანულად აგრძელებს ჟურნალისტური ეთიკის საკითხების განხილვას, ამჯერად უფრო დეტალურად, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით და სტატიების კრიტიკისა და მომზადების გზით ასწავლის სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას შეცდომების თავიდან აცილებას და ობიექტური სტატიის მომზადებას.

    ECTS კრედიტი: 4
    საათების რაოდენობა: 34 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    დისკუსიაში მონაწილეობა: 10%
    საშინაო დავალებები: 3*20% = 60%
    ტესტი: 20%


  11. საერთაშორისო პოლიტიკა (ლევან ცუცქირიძე)
    კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ის ძირითადი მოსაზრებები ომისა და პოლიტიკის შესახებ, რომელთაც ემყარება თანამედროვე მსოფლიოს სამხედრო-პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფო ინსტიტუტების საგარეო პოლიტიკური "ხედვა".

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    მონაწილეობა ჯგუფის მუშაობაში: 25%
    მიმოხილვითი ესე: 3+25=75%


  12. რადიოჟურნალისტიკა (ნინო გელაშვილი)
    ინტენსიური კურსი წარმოადგენს სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად საგანს. კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები მუშაობენ საინფორმაციო სამსახურის რეჟიმში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ყოველდღიურად იკრიბებიან, ამზადებენ ახალ ამბებსა და მასალებს რადიოგადაცემებისთვის. კურსი მოიცავს აუდიოაპარატურის გამოყენების შესწავლას და გადაცემების მომზადებას ციფრული აუდიოტექნიკის საშუალებით. ამ კურსის ნაწილს შეადგენს სტუდენტების მიერ საბოლოო სადემონსტრაციო კასეტის მომზადება.

    ECTS კრედიტი: 6
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 20%
    ინდივიდუალური დავალებები: 7*10% = 70%


  13. ტელეჟურნალისტიკა I, II (ირაკლი ღლონტი, თიკო ნაჭყებია)
    ინტენსიური პრაქტიკული კურსი შეასწავლის სტუდენტებს სატელევიზიო ახალი ამბების მომზადების ყველა ასპექტს, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი ამბების ფაქტობრივ მოპოვებასა და წარმოებას. კურსის თეორიული ნაწილი მოიცავს მთლიანად წარმოების პროცესის საფუძვლების დაუფლებას, სატელევიზიო ჟურალისტიკის ეთიკას, კამერის ეფექტურ გამოყენებას, მონტაჟს, გადაღების ტექნიკას, ჟურნალისტის, ოპერატორის, რედაქტორის, სტუდიის დირექტორისა და სხვათა როლებსა და მოვალეობებს.

    ECTS კრედიტი: 8
    საათების რაოდენობა: 150 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 50%
    ინდივიდუალური დავალებები: 8*5% = 40%


  14. დიზაინი/დაკაბადონება (ელენე კვანჭილაშვილი)
    სტუდენტები შეისწავლიან დიზაინის პრინციპებს, გაზეთის აწყობას, ფოტოებით, ინფორმაციული გრაფიკებით გაფორმებას. სათაურების, ილუსტრაციებისა და ზოგადად პუბლიკაციების სტილის თავისებურებებს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    გაზეთის დიზაინსა და აწყობაში მონაწილეობა: 80%
    საკლასო დავალებები: 10%


  15. კვლევის მეთოდები (ბადრი კოპლატაძე)
    კურსის განმავლობაში სტუდენტები ეცნობიან სამეცნიერო კვლევის მეთოდებს, როგორიც არის, ხარისხობრივი კვლევა და რაოდენობრივი კვლევა, ასევე კვლევის სხვადასხვა ტექნიკას, როგორიც არის შინაარსობრივი კვლევა, ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები, გამოკითხვა.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ტესტები: 40%
    კვლევითი პროექტი: 20%
    გამოცდა: 30%


  16. პროექტის მენეჯმენტი (ალექსანდრე ჯეჯელავა)
    კურსი დაეხმარება მსმენელებს, გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება რთულ, სწრაფად ცვალდებად გარემოში პროექტების წარმატებით განხორციელებას. კურსის ძირითადი თემებია პროექტის და პროდუქტის დაგეგმვა, რისკების შეფასება, პროექტის მიმდინარეობის მართვა.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება - 10%
    აქტიურობა - 20%
    დავალებების შესრულება - 10%
    დავალებების ხარისხი - 30%
    საბოლოო ტესტის შეფასება - 30%


  17. მედია მენეჯმენტის საფუძვლები (დავით გოგიჩაიშვილი)
    კურსი აცნობს სტუდენტებს მენეჯმენტის საფუძვლებს, მართვის ზოგად პრინციპებს. მედიამენეჯმენტის თავისებურებებს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 50%
    საბოლოო პროექტი: 40%


  18. საზოგადოებრივი აზრი (ნინო დანელია)
    კურსი განიხილავს როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი. მოკლედ მიმოვიხილავთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თეორიებს, ფსიქოლოგიურ პროცესებსა და ქეისებს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    საბოლოო ტესტი - ნიშნის 50%
    დისკუსიებში მონაწილეობა - 40%
    დასწრება - 10%


  19. მარკეტინგისა და რეკლამის საფუძვლები (ნიკო ნერგაძე)
    სტუდენტებს შესავალი კურსი აცნობს მარკეტინგული კვლევის მნიშვნელობას, მარკეტინგის თეორიებს, ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს, მარკეტინგისა და რეკლამის დაგეგმვას.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 40%
    ტესტი: 10%
  20. ინდივიდუალური პროექტები: 2*20% = 40%

  21. საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიები (ნათია ჩოლოყაშვილი)
    კურსი განიხილავს საზოგადოებასთან ურთიერთობას როგორც ინტეგრირებული მარკეტინგ კომუნიკაციების კომპონენტს, აცნობს სტუდენტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ისტორიას, კრიზისის მენეჯმენტს, რეპუტაციისა და ბრენდმენეჯმენტს, ასევე იმიჯის ჩამოყალიბების გზებს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 30 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 50%
    საბოლოო პროექტი: 40%


  22. პრესსამსახურის მართვა და მედიასტრატეგია (რუსუდან წერეთელი)
    კურსი აცნობს სტუდენტებს მაღალპროფესიული პრესსამსახურის მუშაობის მეთოდებს. კომუნიკაციის სტილს, მნიშვნელობას, მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვას, ეფექტური მასალების მომზადებას მედიისთვის.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 40%
    ინდივიდუალური პროექტი: 50%


  23. პოლიტიკა და კომუნიკაცია (ნატა თვალჭრელიძე)
    კურსი განიხილავს პოლიტიკოსებისა და მედიის ურთიერთდამოკიდებულებას, პოლიტიკური რეკლამის მნიშვნელობას პოლიტიკოსისათვის, პოზიტიურ და ნეგატიურ რეკლამას. აცნობს სტუდენტებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მეთოდებს, წარმატებული და წარუმატებელი საარჩევნო ან პოლიტიკური კამპანიების მაგალითებს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    პრეზენტაციები: 40%
    გამოცდა: 50%


  24. ღონისძიებათა მენეჯმენტი (დავით რაქვიაშვილი)
    კურსი აცნობს სტუდენტებს ღონისძიებათა დაგეგმვის სტრატეგიებს და განხორციელების გზებს; ღონისძიების მარკეტინგს, სპონსორობას, კრიზისის მენეჯმენტსა და ეფექტურობის შეფასებას. კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვას, სავაჭრო გამოფენების მოწყობას და სხვ.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    პრეზენტაციები: 40%
    საბოლოო პროექტი: 50%


  25. საჯარო გამოსვლის სტრატეგია (რუსუდან წერეთელი)
    კურსი მიმოიხილავს კომუნიკაციის ისტორიას, რიტორიკისა და საუბრის ხელოვნებას, მედიის როლს პოლიტიკის «პერსონიზაციაში». აცნობს სტუდენტებს დასახული მიზნის მისაღწევად სწორი ვერბალური და ვიზუალური აქცენტების დასმას.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    პრეზენტაციები: 40%
    საბოლოო პროექტი: 50%


  26. მედია, კომუნიკაცია და თანამედროვეობა (ნატა თვალჭრელიძე)
    კურსი მიმოიხილავს მედიისა და კომუნიკაციის თანამედროვე ტენდენციებს, მედიის გავლენას საზოგადოებაზე, განსხვავებას ტელერეალობასა და რეალურ სამყაროს შორის, ტექნოლოგიების გავლენას მედიაზე, განიხილავს მედიას გლობალიზაციასთან მიმართებაში.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    დისკუსიაში მონაწილეობა: 10%
    კრიტიკული ანალიზი: 10%
    საშინაო დავალებები: 70%


  27. საჟურნალე სტატია (ანა ქეშელაშვილი)
    კურსის მიზანია, მისცეს სტუდენტებს ცოდნა საჟურნალე სტატიების სპეციფიკის შესახებ, სხვადასხვა ტიპის ჟურნალისთვის სტატიების მომზადებისას აუდიტორიის გათვალისწინებით. კურსი ასევე მოიცავს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ჟურნალების კრიტიკულ ანალიზს.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეობა: 20%
    დავალებები: 70%


  28. ბიზნესის გაშუქება (გიორგი კალანდაძე)
    კურსი ასწავლის სტუდენტებს ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხების გაშუქებას, ციფრების გამოყენებასა და ინტერპრეტაციას, ეკონომიკური სტატისტიკის შესახებ დასაბუთებულად წერის მეთოდს, ასევე ფინანსური განცხადებების ანალიზს, საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკური მოვლენების გაშუქებასა და გადმოცემას.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფში მონაწილეობა: 20%
    საშინაო დავალებები: 70%


  29. პოლიტიკის და არჩევნების გაშუქება (ზვიად ქორიძე)
    კურსი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ ადგილობრივი და რაიონული არჩევნებისა და პოლიტიკური საკითხების სრულყოფილად და სამართლიანად გაშუქება. განხილულ თემებს შორის არის პოლიტიკური პარტიები, კამპანია, ლობირება, კამპანიის დაფინანსება და პრეს-კონფერენციების მოწყობა.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    დისკუსიაში მონაწილეობა: 10%
    საშინაო დავალებები: 3*20% = 60%
    ტესტი: 20%


  30. საგამოძიებო ჟურნალისტიკა (ეკა გულუა)
    კურსის ამოცანაა, გააცნოს სტუდენტებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის პრაქტიკის საუკეთესო შედეგები, მნიშვნელობა, რაობა. სტუდენტები შეისწავლიან სპეციფიკას და ინსტრუმენტებს, ტექნიკას, რომელსაც იყენებენ საგამოძიებო ჟურნალისტები, მათ შორის, კომპიუტერის დახმარებით ინფორმაციის მოძიებას, სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების შესახებ ინფორმაციის მოპოვების გზებს.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 24 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფში მონაწილეობა: 10%
    საშინაო დავალებები: 3*20% = 60%
    ტესტი: 20%


  31. სარედაქციო სტატია (მარინა ვაშაყმაძე)
    კურსი სტუდენტებს შეასწავლის სარედაქციო სტატიების, საავტორო სვეტებისა და ანალიტიკური სტატიების წერას, სადაც მათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, დაცვა და ფაქტებით დასაბუთება ესაჭიროებათ.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა: 20%
    დავალებები: 60%


  32. ჯანდაცვის გაშუქება (თინა ცომაია)
    კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს, ჯანმრთელობის დაცვის სისტემისა და საკითხების გაშუქების სპეციფიკა. ისწავლება როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე კონკრეტული პრობლემატიკა, რომელიც აქტუალურია მსოფლიო ჯანდაცვის კომუნიკაციის პრაქტიკაში. კურსი ეფუძნება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, მოიცავს ვიზიტებს კონკრეტულ ობიექტებზე, ჯანდაცვის გაშუქების მაგალითების განხილვას, პრაქტიკულ ნაწილს, რაც გულისხმობს სტატიების მომზადებას პუბლიკაციისთვის.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 20 სააუდიტორიო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    დისკუსიაში მონაწილეობა: 10%
    საშინაო დავალებები: 3*20% = 60%
    ტესტი: 20%


  33. დოკუმენტური ფილმი (თიკო ნაჭყებია)
    კურსის მიზანია, დაანახოს სტუდენტებს დოკუმენტური კინოს სპეციფიკა. ლექციების დროს საუბარი იქნება ფილმის როგორც დაფინანსების გზების, ასევე სცენარის შემუშავების, წყაროების მოძიების, გადაღების დაგეგმვის, ტექნიკის, მონტაჟის შესახებ.

    ECTS კრედიტი: 3
    საათების რაოდენობა: 24 საკლასო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფურ პროექტზე მუშაობა: 40%
    საბოლოო პროექტი: 50%


  34. კონფლიქტების გაშუქება (ნინო ჟიჟილაშვილი)
    კურსი ასწავლის სტუდენტებს კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობის სტილს, ეთიკას, პრინციპებს, რომელიც უნდა დაიცვან კონფლიქტების გაშუქებისას და როგორ უნდა მოიქცნენ კრიზისულ სიტუაციებში.

    ECTS კრედიტი: 2
    საათების რაოდენობა: 24 საკლასო საათი
    შეფასების სისტემა:
    დასწრება: 10%
    ჯგუფში მონაწილეობა: 20%
    დავალებები: 70%
  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -