საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჟურნალისტიკისა და მედია
მენეჯმენტის კავკასიური სკოლა გთავაზობთ 10-კვირიან სერტიფიცირებულ პრაქტიკულ კურსს
საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომუნიკაციის მენეჯმენტში 20 დამწყები და
პრაქტიკოსი კომუნიკაციის/ PR მენეჯერისათვის. სწავლება – ქართულ ენაზე.
პროგრამის ღირებულებაა 850 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი.
სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე
საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომუნიკაციის მენეჯმენტში.
სტუდენტები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითად ტექნოლოგიებს,
აუდიტორიის კვლევის საწყისებს, მედიის ფუნქციას კომუნიკაციის პროცესში და
საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ძირითად ფაქტორებს.
სტუდენტთა განკარგულებაშია კომპიუტერული და სამონტაჟო ლაბორატორიები,
ინტერნეტ-კავშირი, ბიბლიოთეკა, უახლესი ფოტო, ვიდეო, ტელე და რადიოაპარატურა.
სასწავლო პროგრამა:
• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრინციპები
• მარკეტინგი და რეკლამა
• პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტები
• კვლევა/სტატისტიკა
• საზოგადოებრივი აზრი
• პრეს-სამსახურების მუშაობა და პრეს-რელიზის წერის ტექნიკა
აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:
• შევსებული ანკეტა
აბიტურიენტებს მოეთხოვებათ
• კომუნიკაციის მენეჯმენტის სფეროში მუშაობის სურვილი
• პროფესიული განვითარების მოთხოვნილება
აბიტურიენტების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთებისა და გასაუბრების
საფუძველზე.
ანკეტების გაცემა და საბუთების მიღება წარმოებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტში. მიმართეთ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის
საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის კოორდინატორს ნინო დანელიას 92-39-52,
93-43-46, 895-11-96-86; dane @ gipa . ge
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2009 წლის 2 ოქტომბერი.
ჩამოტვირთეთ
სააპლიკაციო ფორმის ელექტრონული ვერსია